შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-632-2 - უთარიღო


                                 2. ხორო სოციალისტური მშენებლობისა

უდიდესი გეგმა შესრულებული იქნება.
ოთხ წელიწადში შესრულებული იქნება უდი­დესი გეგმა.
მოფიქრებული ხუთი წლისათვის.
ქარხნები წინ უსწრებენ ქარხნებს.
დროება წინ უსწრებს დროებას.
1930 წელმა დაამარცხა ყველა წინანდელი წლები.
მაგნიტოგორსკი ეჯიბრება დნეპრმშენებლობას. ოთხმა წელმა წინ გაუს­წრო მთელს საუკუნეს.
ჩვენ გადავლახეთ ისეთი გზა დროის სივრცეში, რომ ძველნი [დღე] დრო­ნი ჩვენს წინაშე სამუდამოდ უძლურნი გახდნენ.
უდიდესი გეგმა  შესრულებულ იქნება.
ოთხ წელში  შესრულებულ იქნება უდი­დე­სი გეგმა.
განსაზღვრული ხუთი წლისათვის.

                                       3. მოწინააღმდეგე

ჩვენ, ვაჭრობა-მრეწველობის პარიზის კომიტეტი სახელწოდებით „ტორ­გპ­რო­მი“.
ჩვენ, ყოფილნი  მფლობელნი ნავთიან ადგილების, ქვანახშირის მაღარო­ე­ბის, რუ­სეთის ქარხნების.
ბოლოს ჩვენ (არ დაგვავიწყდესთ!).
საფრანგეთის გენერალური შტაბი, - ჩვენ კმაყოფილებით განვიხილეთ სა­ი­დუმ­ლო გეგმა, წარმოდგენილი ბ. ბ. რამზინისა და ლარიჩევის მიერ, საინჟე­ნე­რო ცენტ­რის სახელით. ამ გეგმის განხორციელებისათვის ყოველწლიურად ვდებთ მი­ლი­ონ მანეთს.

              4. ამხანაგი, დაეჭვებული სოცმშენებლობის შესაძლებლობაში

ოცი წელიწადია [მე] პარტიაში ვარ.
არალეგალურ პერიოდში მე ვცხოვრობდი დევნილი „ოხრანკი“-ს ძაღლე­ბის მი­ერ, დავძრწოდი ბინიდან ბინაში („იავკებზე“).
ცივს, ნესტიან ამიდში.
ფილტვები გამახსენებენ თავიანთ ხროტინით სამს წელს - მეფის სა­პა­ტიმ­­როში.
ღამით, როდესაც წამიღებს ძილი, მე ვხედავ ჭუჭყიან (ტალახიან) კედელს, რო­მელთანაც ვიდექი სამოქალაქო ომში თეთრების თოფის ლულების ქვეშ.

 

* * *

მე წავშალე ჩემი სახელი, როდესაც შევიტანე ის პარტიის წიგნში. სიხარუ­ლით  მი­ვეცი მას ჩემი სახელი.
მასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანებით. პარტიამ მომცა მე ძალა, მის­მა ნე­ბამ ჩამიჭიდა მე. პარტიამ მოაწესრიგა ჩემი აზროვნება.  მან მომცა მე მოქმედების გა­დაწყვეტილება. პარტიამ დამაყენა მე მასსების სათავეში, აღ­მავსო რა კლა­სობ­რი­ვი შეგნებით. ოცი წელია პარტიული ვარ მომუშავე.
ოცი წელია მივდივან პარტიასთან ერთად.
მე დავბრუნდი პურის დამზადებისაგან.
4 თვე დავდიოდი ურალის სოფლებში.
იქ დავივიწყებდი, გადავდები ხოლმე ჩემს შეეჭვებებს.
მაგრამ ეხლა მე მოვალე ვარ, რომ ვსთქვა გულახდილად: პარტია ნამეტ­ნა­ვად მეტს იღებს თავის თავზე, პარტია წინ უსწრებს ტემპებს უდიდესი გეგ­მის ბოლომდე მიყ­ვანისათვის, მას არ შესწევს ძალღონე. მე არ ვეთანხმები პარ­ტიის ხაზს.

                                   5. ხორო სოცმშენებლობისა უმაღლეს
                                                მთებზე ასვლის შესახებ

ცნობილია, რომ არის მთები, რომელთა მწერვალებზე ჯერ არავინ ასულა, ექ­ს­პედიციები იკრებენ მთელ ძალ-ღონეს ნაბიჯ-ნაბიჯით.
მიდიან ისინი სულ ახლო მწერვალთან. მაგრამ ის ამხანაგები, რომლებიც გვი­ძა­ხიან: „დაბრუნდით“, „უკანვე“ რჩებიან გზაზე წამოწოლილნი. არ იყო საკ­მარისი მო­მარაგება. ქარმა დაანგრია კარავი. ჩემი თვალები სავსენი იყვენ სის­ხლით.