შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-594-7 - უთარიღო


გორისაკენ
9 საათი. თფილისში, მატარებლის დაძვრამდე
1. სადღაც მიემგზავრებიან სიონის საკათედრო სობოროს მღვდლები და ერთი ეპისკოპოსი - როდესაც უკანასკნელად შემოვიდა ეპისკოპოსი, მან „ღვთივ“ ეამბორა ყველას.
„Заря Востока.
2. ახალგაზრდა ქართველი ქალი ზის და კითხულობს „ჯაყოს ხიზნებს“. ჭაღარა, კვერთხ.
3. „Граждане! помогите калеке несчастному“ - ისინი ბევრნი არიან.
4. „Нас много таких калек“... მხოლოდ მღვდლები ეხმარებიან, ალბად, მოსაჩვენებლად. ისმის: „კათალიკოსი“, „ნესტორი წაბრძანდა“.
5. ღია ვაგონები გაჭედილია ხალხით, დახურული კი თითქმის ცარიელია. რისთვის? სიცივეა.
6. Как будто серо-бархатные горы.

მატარებელი დაიძრა
7. მთები დასერილია. Как будто после потопа... сейчас образуются?
8. მთები „Ямочки“ - თითქო ნაბატონარია. ყვავილი.
9. აგერ მტკვარი. Чистый берег, так и хочется сидеть.
10. Сады. ბაღები - ნაპირებზე.
11. მშვენიერი მინდვრები.
12. ზოგიერთი მთები ჭიათურას გვაგონებს.
13. მტკვარი მიდის კიბეებივით.
19. რამდენი წლის წინად იყო ქვეყანაზე ღმერთი? ფანტაზია.
15. ქალი თავისი ბავშით მოსჩანს, როგორც პატარა წერტილები.
16. ტრიალა მინდვრები. მოიწიეს, ალბად.
17. ძნები.
18. ავჭალა. ავჭალას მტვერი ადინა. დანგრეულია.

ავჭალიდან
19. კოშკივით მაღალი, ორსართულიანი სახლი. Напоминает ясень.
20. Мирно пасутся овцы на склонах гор.
21. უცნაური, უცნაური შენობები. სულ ნანგრევებია რაღაც.
22. მთაზე შკოლის წინ პატარა ბავშები. უმეტესად გოგოები.
23. მთაზე ძველი ციხეა თუ ტაძარი?
24. Разъезд. 1 წუთით. კარგი შენობა დიდ სიმაღლეზე.
25. შრომის ახალშენი. Наркомпросс.
26. ზაგესი. Стройки. Тачки. Везде электр. столбы. ღამით ლამაზია. მუშაობენ. ბაქანი.
27. ყვითელი ჯაგნარი. შემოდგომაა.
28. „ზაჰესი“ ქართულადაც ასეა.
29. პირამიდალური მთები იწყება.
30. მწირის რემონტი. სადგური. ზაჰესი. მტკვარი.
31. მცხეთის ტაძართან ეპისკოპოსებმა მოწიწებით პირჯვარი გადაიწერეს. მცხეთაში ჩამოხდენ, ალბად, წირვაზე ეფისკოპოსებს ხელით დააქვთ შესამოსელი და <...>.

მცხეთიდან
32. ხვალ - სვეტიცხოვლობაა. მცხეთობა. „კათალიკოსი მობრძანდა? - მობრძანდა!
33. შეხედე, სადაა ეკლესია, მთაზე. Где строили люди...
34. ის ისევ „ჯაყოს" კითხულობს.
35. ბევრი ჩამოხტა მატარებლიდან.
36. ცხვარი რაღაცას აკეთებს... ძალიან გულმოდგინედ.
37. Пещерные города.
38. შიო მღვიმის ბაქანი.
39. Красиво вырезанны горы, как фигуры, как неосуществимые мечты. თითქო უზარმაზარი ციხეა აშენებული.
40. მტკვარზე მიდიან ტივები. ცოტა ხნის შემდეგ ტფილისში იქნებიან.
41. „შოთა რუსთ. რომ აქვს თავზე ქათმის ფრთა, მართალა ისე ერჭო?“
42. მთები გავან რუსთაველის ქუდს.
43. უზარმაზარი ციხე (რა ჰქვია?). ქსნის ციხეა?
44. Ксанка.
45. „მსხალი, მსხალი“.
46. „აბა, მსხალი, ინგლისური მსხალი“. - როდის ჩამოდი ინგლისიდან? - ხა, ხა, ხა! ინგლისური კი არა იერუსალიმის მსხალი. „იერუსალიმისა კი არა კასპისა, ნამდვილი კასპისა. აბა, მსხალო, ვინ რა იცის, რა ხარო!“ (აცვიან წითელარმიელთა ძველი ფარაჯები).
47. როდესაც თვალს დახუჭავ მატარებელში, გგონია, თითქო ზღვის ხმაურობას ისმენო. Издали. Мне кажется что в кибитке.
48. Странные формы скал на реке. Отражает внимание.
49. სოფ. სადგ. ხანდაკი. ბაღებშია ჩაფლული ქვის და კრამიტის მაღალი კოშკი შუა სოფელში. იგი ოაზისსა ჰგავს გადატრუსულ მიდამოებში.
50. კავთისხევია - იგი ისევ „ჯაყოს“ კითხულობს. „როდესაც ერთი ფასი აქვს კავთისხევსა და ვარიანს". ეს სულ ქართული სოფლებია. პატარა გორაკები ძნებითაა დაფარული. ისინი საკალოოდ გამზადებულია, თითქო „კალოობა იყო“. კამეჩის ფილოსოფია.
51. კასპი. „კასპის ერთ დიდ კლდეში ძევსა“. ოცნება მასზე. დიდზე. განუყოფელზე. რა უდაბურებაა.
52. მე შევხვდი ახალგაზრდა კაცს, რომელსაც გულზე ვარდის მაგიერ ახალი ბამბის გაშლილი კოკორი ჰქონდა დაბნეული.
53. მთვრალი კაცისთანა და გიჟისთანა თავისუფალი არავინ არ არის, არა?
54. მოსავალი. მთებზე დაყრილია სახლები, თითქო ვიღაცამ შემთხვევით მიაბნ-მოაბნია. რა კარგი იქნება ამ მინდვრებზე ტრაქტორები.
55. მეტეხი. აქ არწივი ძალიან დაბლა დაფრინდა. „გვინდა წყარო გამოვიყვანოთ და ძვირი ჯდება, 1500 მან.“ სოფლის მასწავლებელი ქალის საუბარი გლეხებთან ძალიან გულწრფელი იყო. ისინი, სჩანს, პატივსა სცემენ.
56. გრაკალი - ქალი ყვავილებით ჯდება ეტლში. ყვავილები... სიმინდი ჯერ მოუტეხავია.
57. Странная церковка в скалах. მერე მახლობლად.
58. უფლისციხე. გადატეხილი ხე გზის პირად.

ტყვიავი
გზა ტირძნისისაკენ.
სულ ახლოა კავკასიის მთის გრეხილი.
სამხრეთ ოსეთის საზღვარია.
ოსეთი ჩრდილო კავკ. უერთდება.
საქართვ. დამოუკიდებლად.
პატარა ლიახვი.
სულ ეს ტირიფონის ველია.
ტირძნისში ეკლესია.
ტყვიავში ეკლესია.

მარტყოფი. დარჩენია წყალობა. ამ შეხედულობით. კარალეთი.