შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-593-7 - უთარიღო


„რევოლიუციონური საქართველო“. ჩაქუჩი და ნამგალი.
[საღამო ხანად აივანზე ვზივართ].
I-ლი მოქმედება - ფრონტი. სომხების წინააღმდეგ...
II მოქმედება - „ამხანაგო“.
III მოქმედება - კოლექტივი.
IV მოქმ. - შეერთება.
V მოქმ. - მე-XVI სიეზდი.
ჯარისკაცი: ოო, ნაცარქექიები. გამდიდრდება თუ არა? აქ ფრონტია. სისხლი იღვრება. ისინი კი [იძახიან] ელიან გამდიდრებას.
[მთაგორებიანი ადგილები].

*
1. ჩვენი კავშირი მრავალ-ერიანი კავშირია.
2. სხვა, ევროპის, კოლონიალური ერები გაფაციცებით თვალყურს ადევნებენ, აინტერესებთ ჩვენი ეროვნული საკითხი. მაშასადამე,
3. რევოლიუციის ინტერესები მოითხოვენ ჩვენს შემჭიდროებას.
4. რეკონსტრუქციის პერიოდია, გაშლილი სოციალისტური შეტევა მთელ ფრონტზე. მთლიანი კოლექტივიზაცია და კულაკობის, როგორც კლასის ლიკვიდაცია.
5. კულაკი.
6. ბურჟუაზიული ინტელიგენცია - შოვინისტი.
7. შოვინისტია.
8. ექსპლოატატორული ელემენტები.
9. უსტრიალოვი (სმენოვეხოველი) „ძველი რუსეთის აღდგენა“, „დიდმპყრობელური შოვინიზმი“.
10. უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი, აზერბეიჯანი (მასშტაბი არა მარტო საბჭოთა კავშირისა, არამედ ცალკე ნაციონალური რესპუბლიკების მასშტაბითაც).
11. ეძებენ დახმარებას საბჭოთა კავშირის გარედ.
12. ნაციონალურ უთანასწორობის ელემენტები დაძლეულ უნდა იქნას.
13. უზრუნველყოფილი უნდა იქნას საბჭოთა კავშირის ხალხების ერთსულოვანი თანამშრომლობა.
14. ნაციონალური კულტურები ფართოდ უნდა განვითარდენ.
15. ყველა ეროვნების კაპიტალისტური ელემენტების აღმოფხვრა.
16. მთელ ს. კავშირში სოციალიზმის აშენებისაკენ.
17. ახალი კადრები ადგილობრივი მოსახლეობიდან.
18. რუსების ხვედრითი წონა კლებულობს.
19. ანგარიში უნდა გაეწიოს ნაციონალურ განსხვავებას პროლეტარიატში. საჭიროა გადამჭრელი გადატეხა საბ. კავშ.
20. საბჭოთა აპარატი დაუახლოვდეს ადგ. მუშებსა და გლეხს (ეკონომიურად ჩამორჩენილს).
21. ბევრია რუსი მოხელე კოლონიზატორი (აფერხებს მშრომელების ჩაბმას სოც. მშენებლობაში).
22. მოლები, ბაები, ნეპმანები - ადგილობრივი ინტელიგენტები და არა მუშებთან? და გლეხებთან?
23. ფართო კულტურული და პოლიტ. მუშაობა ნაც. ენებზე. ღარიბ და საშუალო გლეხს.
24. საბჭოთა და პროფესიონალური აპარატი, მტკიცე და საიმედო კადრები ადგილობრივ მასას.
25. ეხლა რღვევაა. საჭიროა აქტივობა.
26. ჩამორჩენილ ფენებს იყენებენ.
27. ძველი მეფის ჩინოვნიკების კადრები განაპირა ოლქებში.
28. საგარეო ინტერვენცია.
29. სპეციალისტების და ყოფილი მოხელეების ფენები.