შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-572-14 - უთარიღო


მოლარე დარსაველიძე.
1. სად? ამინდები. სოხუმი. ბერულავა. ლებანიძე. რაა რითმა? შორი ხმოვანება. რითმა. ასსონანსი სხვაა. მაიაკოვსკი სხვა. ჩიქოვანი? პარტყრილობაზე რომ ლექსი სთქვა. ლეონიძე? სიტყვას რატომ ეპყრობა ასე?
(დავანებოთ თავი პიროვნებებს!).
წაკითხული გაქვთ თუ არა ჩაჩავას ლექსები? მაშაშვილის? (ეს რა მოუვიდა‚ ა?). შ. ალხაზიშვილის - და К0. ჩიქოვანს ისევ სავლე აბულაძე სჯობნის‚ არა? რას იტყვი? რამდენი მოიმატე წონაში? (მე კი ოთხმოცდაცხრამეტ კილოს ვიწონი). ნეტავი რას აკეთებენ ინგოროყვა და ქიქოძე?
ახალი ლექსი რაიმე? პოეზია და პროზა. ჩემის აზრით, კლასიკურ რითმას არა სჯობია-რა? ასონანსი მხოლოდ ხანდახანაა კარგი‚ და ისიც რჩეული უნდა იყოს. სად სცხოვრობ? ოჯახი? ი. გრიშაშვილი? ო, კეკელიძე, ბარამიძე‚ ვინაა ის ქუთათური?