შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-79 - 1933 წელი


საჭიროა გამოირკვეს:
1. ვისგან შესდგება სამხატვრო-პოლიტიკური საბჭო (კურულოვს გახსენება).
2. ვინ შეადგინა სახკინმრეწვის განცხადება კინოსთან დაკონტრაქტებული მწერლების შესახებ (პოვნა).
3. რა საბუთით ვარ გამოტოვებული?
4. ვინ არის საკოლმეურნეო [სექციის] ჟურნალის თანამშრომელთა სიის შემდგენი, რომელიც ამ დღეებში ყოფილა გამოცხადებული „Заря“-ში?
5. საერთოდ საჭიროა კინემატ. აკტივ.
6. ბინის საკითხი უნდა გამოირკვეს.
3-55-25 - სასახლეში. 3-54-90 - დემეტრაძე.
1 ლექსი.
 
Сидит же там. Сволочь... Вдать!

პლეხანოვის №130. არღუთაშვილი-დოლგორუკი (მხარგრძელი გიორგი).

*
ქუთაისი. 1933. ენკენისთვე.
Измаиловская №21. Кочиашвили в 9.

კლიშეები:
პერიოდი. ქუთაისში ცხოვრების პერიოდი. 18. 25.
თეატრი, დათიკო ჩხეიძეს. ლიბკნეხტი 12.
დია ჩიანელი. დ. ჩხეიძე.

*
1. აქ საშინლად ეჯავრებათ მათხოვრები. უზარმაზარი რუსი მათხოვარი როგორც კი შემოვიდა სასადილოში, მივარდა პატარა იმერელი ბიჭი და ვეებერთელა კაცი სულ პანღურის ცემით გააგდო: - იდი ატსუდო, იდი, ტებე გავარიატ.
2. ერთი ღერი კაცი და ხუთი სარჩენი?
3. ნაცარქექია, აბა, ნაცარქექია. შენს პირზე და... ამ დილა ადრიანად შავმა ძაღლმა.
4. მოიცა, რა მიგაჩქარებს, პარავოზზე ხომ არა ხარ მიბმული.
5. არ ვიცოდი, თუ ქურდი იყო, თვარა რავა დავარეკავდი მიწაზე.
6. არასდროს ეს ამბავი მე ქუთაისში არ შემიმჩნევია: უღარიბესი ებრაელობა კურტნის მუშებად ბავშვებიდან დაწყებული უღრმეს მოხუცებულებამდე გრძელი თეთრი წვერებით, ებრაული ჟარგონით: წაგიღებთ, იაფად წაგიღებთ, ეუბნება მატარებლიდან ჩამოსულს. წადი აქედან, თორემ ერთს აგაყოლებ. „რეიზა ამაყოლებ, სიტყვა გითხარი, სხვა ხომ არაფერი“ (შემეცოდა).
7. კეთილშობილი რაჭველი აზნაური ხაშს ყიდის. ხე, ხე, ხე. ჩვენ არაყს არა ვყიდით. მთავრობა გვიშლის. ჩვენზე მეტი მთავრობა ვიღან იქნება? რაიფინგანიდან ვართ. ხე, ხე, ხე. მიირთვით.
8. ორსული ქალი, იმერელი, მსახურებს სასადილოში. მიაქვს და მოაქვს მაგიდებზე სადილი, ღვინო, ლიმონათი. და როგორ, ო, როგორ ცდილობს დაფაროს თავისი მუცელი. მაშასადამე, ის ორსულად არაა, ის ქორფა ახალგაზრდა ქალია. რის ორსული, რა ორსული. საიდანაა მისი ასეთი ფსიქოლოგია?
9. საინტერესო ტიპია ისიდორე კვიცარიძე. მე გავიარე მისი სახლის ახლო (მინდოდა გამევლო ისე, რომ მას არ შევემჩნიე, მე ჩემს გზაზე მივდიოდი). დამინახა. მივესალმე. კარები გამიღო. გამოვიდა ნიფიდორე. მომაწოდეს სკამი. „რაცხა-რაცხა“, მაგრამ არავითარი პატივისცემა. კრეტინი იმერელი, არა ინტელიგენტი, მთელი თავისი ცხოვრება პირადი კეთილდღეობისათვის ბრძოლას მოანდომა და ბოლოს მაინც არა გამოუვიდა რა. მასხარა!
ორი წლის წინად აქ მეუბნებოდა: ძველი ინტელიგენტებიდან აქ მხოლოდ ორი კაცი დავრჩითო: მე და (დაასახელა ვიღაცა, გვარი არ მახსოვს), აი, სულელი. მთელი ჩემი გაზეთები...

*
...სისპეტაკის დაცვაზე ლაპარაკობდა. ჩემს შესახებ ბევრს ლაპარაკობდა. „კირილე ლორთქიფანიძემ შენ შესახებ მითხრაო, დიდებული ქართული ენა აქვსო“. მგონია, სტყუის, კირილე ლორთქიფანიძესთან მაგას არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონია. მე ასე მგონია, შეიძლება ვცდებოდე.
გაიხსნა პრეზიდიუმის კრება. არ გვაქცევსო ტფილისის მწერალთა ორგანიზაცია ყურადღებასო. ფული გვინდაო, სახლები გვინდაო, და სხვ. ამასობაში შემოვიდა ძველი მსახიობი გრიგოლ ჩარკვიანი და მოგვესალმა. არც ბლუზა ეცვა, არც ფეხსაცმელები. გავკვირდი. მან ჩამომართვა ხელი და ხელში მომცა ფურცელი. ფურცელს ეწერა: „შემწეობის სია. ვინაიდან სრულიად ფეხშიშველი ვარ და მასთან არც ბლუზა მაცვია, ამისათვის მოგმართავთ როგორც შეგნებულს, განვითარებულ, გულ კეთილ ადამიანს, თქვენი სურვილით და ნებართვით შემწეობა მიბოძოთ. იქნებ შევიძლო ამათი ყიდვა, რომლითაც შემოგწირავთ ძალიან დიდ მადლობას.
ოცდათუთხმეტი წლის დამსახურებული ქართული თეატრის მსახიობი გრიგოლ ჩარკვიანი“.
მე ეს ქაღალდი გამოვართვი სამახსოვროდ. მან სთქვა, მარჯანიშვილის მსახიობებმა ცხრა თუმანი მომცეს და შარვალი ვიყიდეო. მე დავპირდი ცაკთან შუამდგომლობას პენსიის გადიდებისათვის.
კრებაზე ჩემს იუბილეს შესახებ იყო ლაპარაკი. უნდა ჩავატაროთო მოკლე ხანში. დღე არ არის დანიშნული. იყო იქ სერგო თევანიძე. იყო პ. ხმალაძე. ორივე ძვირფასი პიროვნებაა. „ბახტურიძეო, - ჩიანელი ამბობდა, - არ ესწრებაო ჩვენს კრებას და რა მიზეზითო, მოგვცესო განმარტება“ და სხვ. (ეს დია ჩიანელი თუ...).
(საერთოდ ეს ორი პიროვნება.. ეს ჩიანელი, ეს ჩარუხაა თუ შარუხა, საეჭვო ტიპებია).
ჩემს იუბილეზე იყო ლაპარაკი, მოვიდა ეს ჩარუხა და დაიწყო ლაპარაკი კოსტაიდიზე.. ეს კოსტაიდი ყოფილა სახელად კოსტა და გვარად თავბერიძე. ითხოვს იუბილეს თავდადებით. არავითარ ორგანიზაციას მის შესახებ არა უთქვამს-რა.
Союз местных писателей. В чем он может помочь мне?
Этот союз только цепляется за меня и больше ничего.
Основной культ - культ. пр..
რა სასაცილო საღამო იყო.
ვიღაცა ნიკო ნიკოლაძის ბიძაშვილი... Смешно!
შარუხს იყენებენ.
შარუხა ხვალიდან, რომელიც პროვოკატორია, არ ვნახო. შარუხა შეუძლებელს დამპირდა. რა უნდა მას. შარუხა ხვალიდან არ ვნახო.
შარუხა არის პროვოკატორი. არ ვნახო. არ დამენახოს თვალით!! შარუხ, [მიკბინე!]

*
- აი, ეს [სახლი] მაღაზია მან ღმერთად გამოიყვანა. ჰმ! შეხედე ფანჯრებს. ერთი ვაგონი მკვდარი ბუზი არ ჰყრია შიგა!!

- ქალო, შენ საყიდლად მოდი, თუ სულ გინდა ეგ ყურძენი შესჭამო.
- არა, გენაცვალე. ვშინჯავ მარტო. არა, შენ შემოგეხვიე.
- შენ შემოგეხვიოს სიკვდილი! ყურძენი კი გაანადგურე და...

*
სალიტერატურო გაზეთის ამ ნომრის ლიაპსუსები ძალიან დამაფიქრებელია: 1. „საბჭოთა მწერლობის და კინოს“ ავტორი არ ასახელებს თავის თავს მიუღებელ სცენარისტთა შორის. 2. სანდრო ეულის შესახებ წერილის თავში უარყოფილია მხატვრულობა მისი პოემის, ბოლოში აღიარებულია. 3. ლეონიძის წერილში „მთაწმინდის მწერალთა მუზეუმის“ შესახებ აშკარა ანტიმარქსისტულ შეხედულებებთან გვაქვს საქმე. მისი აზრით, იღუპება და ნიავდება ლიტერატურული და კულტურული მემკვიდრეობა და ის, გ. ლეონიძე ცდილობს გადაარჩინოს დაღუპვას ეს მემკვიდრეობა. 4. პ. ქიქოძის წერილი შესამჩნევად არბილებს საერთო აზრს უჩარდიონისა და მისი კრიტიკოსის შესახებ. არის ყალბი ადგილები თანამ. მწერლობის კლასიფიკაციაში. 6. გაუგებარია გუგულის წერილის დაბეჭდვა. არის კი ასეთი ფელეტონი ამხანაგური შარჟი? 7. ალის წერილი პილნიაკზე, ანადგურებს თვითონ ალის „დიალექტ. მატერიალიზმს“. იგი აშკარად სიმპატიურად უყურებს პილნიაკს. პილნიაკი კი არასიმპატიურად უყურებს ალის დიალექტიკას (რა თქმა უნდა, შემოქმედებას). აი, ამ წერილიდან იწყება ალის უკან დახევა, ან ორ სკამზე ჯდომა, რაც ყოველთვის მისგან მოსალოდნელია. განა თავიდანვე არ იყო ცხადი, რომ ის ასე მოიქცეოდა, რომ ის ყოველთვის ლაჩარი კაცია და არასოდეს მოსალოდნელი არაა მისი პატიოსნება.
1. რა მნიშვნელობა აქვს წერილში სამხარეთმცოდნეო-სალიტერატურო მუზეუმის შესახებ პილნიაკის აზრს? აქ ალი ეხმარება ტიციანს. სულ რამდენიმე თვის წინ კი?.. აი, ჟულიკი! სამაგიეროდ იგი არაფერს არ ამბობს იმ უმთავრესზე, რაზეც პილნიაკმა ილაპარაკა.
რა საჭიროა მუზეუმი ყაზბეგში, ასეთი მნიშვნელოვანი მუზეუმი ყაზბეგში?
ეს ნიშნავს, ობობა ჩაუჯდეს ავტომობილებით მიმავალ მგზავრებს, ჩაუსაფრდეს სამხედრო გზაზე მიმავალ რუს მწერლებს. საკუთარი [მოსაზ.] სარგებლიანობის „შერყეული ბიუჯეტის“ გამოსაკეთებლად. აი, რა არის თავი და თავი!
ამგვარი სიყალბეებითაა სავსე სალიტერატურო გაზეთის ეს ნომერი.
ჟულიკურადაა შედგენილი „ქართული მწერლების ავტორიტეტი“.
 
*
- აი, როგორ ათამაშებენ ამ გასაოხრებელსა. სულ ერთია, მოკვდება, მიწა შასჭამს.
- როგორ მიაგორებს.
- როგორ მიიგრაგნება!

*
1-10 ოკტომბერი.
ქუთაისში საღამო მოეწყობა პირველიდან 10 ოკტომბერში (არ იციან, რომელ რიცხვში).
მაშასადამე, ეს დრო, მანამდე დარჩენილი დრო, გამოყენებული უნდა იქნას ტფილისის კლუბისათვის.
სტალინის სახელობის კლუბში შეიძლება მოეწყოს დაკვრითი წესით, მოულოდნელი, ძლიერი და დამთავრებული საღამო.
ყველაფერი, აფიშიდან დაწყებული პროგრამის აღსრულებამდე ჩატარებული უნდა იქნას უმაღლესი ხელოვნების ნიშნის ქვეშ.

*
ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ჩვენი საქმე უსათუოდ დიდებულად წავა.
Я знаю, знаю вы велики
Когда октябрь... что в вас влюблен
Дарит вам красные туники
И Роскошь
      Золотых
            Корон.
 
Я знаю, знаю, знаю.
 
*
ლეონიძე, ტ. ტაბიძე, ა. შანშიაშვილი.
<Стань Арч... Берез...>
შეველი, შეველი ნაძალადეველი, შეველი ნაძალადეველი, ნაძალ.

*
[შენ, რაფაელო უკვდავო,
უუკვდავესო მხატვარო].

[შენ, რაფაელო უკვდავო,
შემოქმედო და მხატვარო.]

* * *
[დღეა] მზეა ისე მგზნებარი,
[რომ კედლებსაც ახურებს]
რომ [ქალაქსაც] ხანძარსაც დაყურავს,
[ჩემს წინ] [იქ კი] ვხედავ აგერ: მღებარი
ღებავს სახლის სახურავს.

* * *
[სიმკვეთრის და]
აქ სიმკვეთრე-სილბილის
ფერი [ფერდებს] თვალებს ეხება,
სახურავიც პილპილის
ელვარებამ შეღება.
 
* * *
იგი [ისე] მზეზე კრიალებს,
როგორც სისხლის იარა,
თითქოს აქ მოკრიალე,
წვიმამ გადაიარა.
 
* * *
[და მის იქით]
უელვარე [სიახლევ] იერი
მოყვრებს და მუხანათებს,
[ასეთ ჩვეულებას თვით]
შენი მოსვლა ძლიერი
წვრილმანშიაც [ბევრია] ანათებს!

1933, 5 ოკტომბერი, კრილოვის ქ.

*
ხშირად მე შემიჩდება
ვიღაცა [მ]ალანია,
ჩემთვის მისი სახელი
არშინ მალალანია.

(ტარასი)
6 ოკტ.

უმაღლესი თავისუფლება
კავკასიის კლდეებიდან მოდებულო ქარო,
თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს ვინა ხარო,
უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ, არა სთქვა-კი ვისი,
ისეც იგრძნობს ქუთაისი, ჩემი ქუთაისი.

(ხეო, შენ ვერ. IV).

* * *
ხეო, შენ ვერ მოგჭერ,
ოცნებაო ჩობნის.
ეს ფოთოლი ზოგჯერ
[ადამიანს] [ბევრს] კაცს სულიერს ჯობნის.

[ხალხში] [თქვენთან] ბევრთან ვიყავ: სიბრძნეს
თაყვანს აღარ სცემენ:
ფოთლებმა კი მიგრძნეს,
შრიალს მაგებებენ.

ის ფოთლები ზოგჯერ ადამიანებს სჯობიან - ხალხი იყო და ვერ შეიტყ. ხალხი - ფოთლებმა გიგრძნეს და მოგეგებნენ.

*
გორელისა და ხონელის არ იყოს: გორელი რწყილს ატყავებდა, ხონელი ეუბნებოდა: ქონი არ გააყოლოო.

* * *
[(ვ. იოსელიანს)]

გუფთა-გუფთად
მოდის სუფთა
ღრუბელი!
სდუმს წყალტუბო,
როგორც [კუბო] ტუბო,
(სიდონიას
ქუჩის).
არ მოვა ხვალ
[გიორგი] ივანე წყალ-
ტუბელი.
ის სიმინდებს უჯის.

და მთვარიანის ფერუმარილით
ეძინება წყალს:
სადაც
იოსელიანის პურმარილით
ავალიანი შეიწყალეს!
ცხადათ!!

* * *
გორელისა და ხონელის არ იყოს,
რწყილის ტყავი ვინმემ უნდა გაიყოს.
 
*
გამომეღვიძა.
ვნახოთ, ექვსი საათია!
ქვე - რაზე გამაღვიძე?
თუ ცოცხლად ფეხი არ გადადგი, არ მინდებხარ, რა გიყო!
 
* * *
[გაუმარჯოს] გამარჯობა ალექსანდრე[ს], როგორ ბრძანდები.
[სად] რად ამდგარხარ ასე ადრე...

*
Спокойно, широко! Бодро!
Бодро и уверенно!
Выдержанно, задумчиво,
Ровно и отчетливо!
Спокойно!
В отчетливом движении,
В спокойном движении,
Скоро и прозрачно!
Спокойно и выразительно.
Весело, с юмором.
Идилически.
В бодром движении.
Небыстро, задумчиво.
Строго.
Выразительно и изящно!
Решительно и строго!
Спокойно, ярким звуком.
Серьезно, очень отчетливо!

*
Сухум, гост. „Ткварчели“. Григолия. Для Жгенти.
„Пробег“ У. Чхеидзе в театре Марджанишвили.
Погорелов. Туп. Цимакуридзе №6.

*
ლექსები 1927 წ. - 311. ეპოქა - 277. რევ. საქ. - 389.
პირველი იანვრისთვის.

საქთევხორცის დირექტორის - მოქ. ჩანტლაძის ოინბაზობა.
კახელი. ერისტოვი.

Москва. ул. Воровского №52, тов. Стишовой.
ჭურღულაშვილი ვანო, ს. აკულია. 3/IV, 9911 (ცაკის).
პავლე მინდიაშვილი. სტამბა.
Вакэ, Млетская ул. №26. Силикашвили Зина.