შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-48 - 1930 წელი


უბის წიგნი. 1930-31 წ.წ.?

29 მარტი. ტრამვაის ბ. №№215. უცებ გადავარდა.

*
1. 17 მარტი (რომელი წლის?).
2. ვინ უჭერს მხარს გრიშაშვილს?
3. შინაარსი ერთი საღამოის.
4. ნაზისის უცნაური ლექსი.
5. გიონ საგანელის სახსოვრად.
6. კაცი, რომელსაც დასცინოდენ.
7. გამარჯობა, უდაბნო, შენი.
8. უცნაური ლექსი.. ჩაბალახი.
9. პენსიის საკითხი.
10. რატომ არის, რომ ტფილისის საბჭო ყურადღებას არ აქცევს ხელ.
11. გალაკტიონს ლექსი ნაზისის.
12. მილიონერის თვალით (ჩემი ლექსი).
13. ვალერიან გუნიას ავტოგრაფი.
14. ბიჭი ჰკლავს ბეღურებს!

*
17 მარტი.
1. შალვა რადიანმა მთხოვა სასახლეში მისვლა საქმეზე.
2. ჩხარტიშვილთან ბილეთზე.
3. ვიქტორ დოლიძე - რომანსებზე „დიდი პლა...“
4. „ბილეთი გინდათ“. მე გაგიკეთებთ.
5. მალაქიაშვილი: „მადლობელი ვარ, დიდი მადლობელი“.
6. შემხვდა თეატრალი.
7. გაჩეჩილაძე მთავლიტში.
სასწრაფო საღამო.

ვინ უჭერს მხარს გრიშაშვილს?
1. ილია აღლაძე, ძველი ფედერალი, რედაკტორი, იეზუიტი. ეხლა ჩემობს ენის ცოდნას და „კომუნისტში“ ყოველმხრივ ძველია. გაუსწორებელი პატრიოტია თავისი ძველი თანამშრომლების.
2. მარიჯანი და მისი ქმარი (ვიწრო ოჯახური იდილიების გამო).
მალე ერთმანეთს დასცხებენ.

შინაარსი ერთი საღამოის.
Содержание одного этого вечера будет хватить на дюжину вечеров.

*
შ. ჯანბერიძე, ილ. ხინველი, ალ. მაღულარია, გერმანე გიორგაძე, ქუთათელი, კაკაბაძე, ირ. ქავჟარაძე, ლ. მეტრეველი, დ. ლიხელი, ვ. გაბესკირია, გ. ცეცხლაძე, ხოზიკა, ვ. გორგაძე, ერთი გაბ., მეორე გაბ., გ. მაისურაძე, პიერ კობახიძე, პ. კეშელავა, ა. გაწერელია, გ. გუგუნავა, გ. კობიძე, მთავლიტის გამგე - მაისურაძე.
ვ. გაბესკირია. Саперная 32. მე-III სართული.

*
სიტყვა „მარგალიტი“ მოდიდან წავიდა,
ვიცი, მე მელოდება სიჩუმე სამარის.
მეგობრის ალერსი დღეს ისე მომინდა,
ვით შოთას მეფური ღიმილი თამარის.

მე ლექსებს არ ვსწერდი დედოფლის ქოშებზე,
ეხლა ვის რათ უნდა ქოშებზე რითმები...
შენთან საუბარი კოჯორის შოსსეზე
მწვავეთ ისახება შორეულ ფიქრებში.

დეკადენსი?

*
- გაუმარჯოს ჩვენს სიტყვებს, ჩვენს ყოველ წარმოდგენას, ჩვენს ყოველ ადამიანობას, ჩვენს ყოველ გამარჯვებას.
გაუმარჯოს!

*
ჩხარტიშვილი კირილე.
გიონ საგანელის სახსოვრად უნდა გაიმართოს საღამო. ეს იქნება გენიალური, აღდგენა - „დრუმო“.
კაცი, რომელსაც დასცინოდენ, თვითონ სასტიკად დასცინოდა ყველას. მშვენიერი შახმატისტი.
ადამიანი, რომელიც არ იყო ღირსი სიკვდილის.

*
[გამარჯობა, უდაბნო! არასოდეს...]
ო, [საზიზღარო] უდაბნო! გადაფენილა შენი [სავალები] კვალები შორს, შორს: ძალიან შორს! [მთელი] ეს აზიაც [უდაბნოებითაა გარშემორტყმული] სუნთქავს შენი [სიცხით] ალმურით - მთელი აზია. შენ წახვალ შორს, ძალიან შორს. რა წარმოუდგენლად საშინელია შენი სიცალიერე, რა მძაფრად იცის და...

* * *
ველად მწვანობს ბალახი,
აღარ მტერობს მთაბარი,
მას [ართობს] მიაქვს ჩაბალახი,
შენ თეთრი თავსაფარი.

* * *
ჩაბალახი წაკრული
სიხარულის ფერია.
არ ხარ შენ დაჩაგრული,
ის ძველი ივერია.

*
ბენიტო ბუაჩიძე. ტელეფ. 1-65.
ბენიტომ დამპირდა, რომ მალე მოაწყობს უზრუნველყოფის საქმეს.
პრაკტიკულად - მოხსნილი უნდა ვიქნე სოც. უზრუნველყოფის კომისარიატისაგან და გადაყვანილი სახალხო განათლების კომისარიატში. ეს ადვილი საქმეა. 300 მანეთი.

*
ტ. ტაბიძის წერილი.
არ ეშინოდა არავისი. [წარმოდ.].

[ვერ გაუძლო მატერიალურ მდგომარ.]
დათენთა. სადენთა. მადენთა. გადაადენდა.

*
ჰეი, ჰეი, [შავთვალა] ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, [შავქუდა] ჭრელქუდა,
შენ გენაცვალე, მუდამ.

*
წინ, ერთის მიზნით,
წინ, ერთის მიზნით!!
[სოციალიზმით]
ინტერნაციონალით,
სოციალიზმით!!

*
Эй, привет тебе, новый Кутаис! Прощай старина жандармская, освященная церковью, обкуривающая зеленой идилией всех и вся. Ищу старый собор, ищу благословляющий кнут и „свободомыслие“, чтобы как победитель уничтожающе торжественным взором убить твое величие окровавленное рабочей кровью. Не нахожу и обломков твоих, тебя стерла, уничтожила новая жизнь, уничтожила тебя тирана и воздвигла памятник Ленина – эмблему освобождения труда от капитала. Привет тебе Ленин, создателю невиданного в мире мира.
[Ищу старый запущенный бульвар.] Помню собора лестницу в 1905 г., когда пролетариат дерзнул стать на баррикады и драться с церковью и царем. Помню ту лестницу, захваченную и превращенную в трибуну буйными энтузиастами революции. Но вновь кровь революции. И вот 1921 г. дерзнул „дерзко“, разрушил тиранию и в знак ее гидру „собор христианский“ и воздвиг новую жизнь.
Запущенный бульвар свиданий, бульвар где на [твоих ст.] лоне твоей пробирались тихой поступью бледные лица в черных блузах и шнурках, с затаенными лицами, с затаенными идеями против тирании. Помню их головы окровавленные на тротуарах в дни черной реакции 1921 г. Удар и торжество пролет. револ. и гибель старого.
Памятник Энгельсу, оранжерея, цветы, нет тех праздношатающихся, нет тех с башлыками на плечах и с кинжалами и оборвышей. Полдень, бульвар пуст, все заняты творческой работой.

Столовая – гоми, чади, маджари, чахохбили; приятная, любезная кельнерша. Пей и ешь Гаლლ. Салфетки бумажной нет, так как один газетчик приносящий им бумаги умер. Видно здесь боятся пить вино, боятся друг друга, но я их поймала весело чокающих стаканами полными красным вином, там в подва…

*
ტეხნიკის ფრონტი კლასიური ბრძოლის ფრონტია.

ლლოიდ ჯორჯი სხვა...
რკინაზე მაგარი, ფოლადზე მაგარი.

*
რატომ არის, რომ ტფილისის საბჭო ასე ნაკლებ ყურადღებას აქცევს ხელოვნებას: რას ჰგავს თქვენი ძეგლები ბაღებში, რას ჰგავს თქვენი საგამომცემლო საქმე...

*
სახელმწიფო ოპერის თეატრი
კვირას, 9 ოკტომბერს
გალაკტიონ ტაბიძე მართავს დიდ სალიტერატურო დილას
სიტყვები: პოეზია: კინო: მუსიკა:

საღამოს მომწყობი კომისია.

გალაკტიონს
დღეს საქართველოს ხშირად ახსენებ,
გიყვარს სიმაღლე და მწვერვალები.
ვიცი, გრძნობები არ მოგასვენებს
და ლექსში ისევ ინტერვალები.
ფეხქვეშ გიგია მდელო-კოსმოსი,
არ გწამს საზღვარი მზისა და მთვარის,
დგეხარ ამაყი, ვით კვიპაროსი,
შემოვერცხლილი ქვეყნის ზღაპარით.

*
იყო ტრამვ. მოჩანდა...
[შუაღამე რესტორანში.]
[დღეს საქართველოს.]

არ დაგავიწყდეს, რომ შენ ხარ გალა.
ვალერიან გუნია. 23/III. 1930. დედაქალაქი.

*
ქამარი ქვევიდან ამოდგმული.

Процветает проституция.
Ночной шпионаж.

ქუთაისისკენ მიმავალი მატარებელი. მე-5 ვაგონი. 11,12 ადგილი. 16 ნოემბერი.

გუთანი. კალამი. ხანჯალი.

Гончарн. №17. Анна Саркисова.

* * *
მილიონერის თვალით
შინჯავს მსოფლიო ვადებს,
სიღარიბით კი მაინც
კაპიკს კაპიკზე ადებს!
საწყალს არა აქვს ფული,
გადაჩვეულა ქადებს,
იმ ინდაურებს, საცივს,
ღომს, ხიზილალას, მწვადებს!

*
14. XI. 31.
მე აღტაცებული ვარ:
მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირველად ვხედავ ბიჭუნიკას, რომელიც "რაგატკით" ჰკლავს ბეღურებს, как пулю „ажают в повторную пулю, без осечки“. ჯიბეები გატენილი აქვს 12-მდე მოკლული ბეღურით.

მე და ჩემი ჩემოდანი დავრჩით გარედ!

*
1. Вечер должен обслуживаться артистическими силами гомец.
Все фабрично-заводские и другие организации должны обращаться в гомец.
Кино и цирк.

*
ჰგონიათ, რომ უპატრონო ბავშებია. იმდენი სიცოცხლის დღეები მე მომეცეს, რამდენი პატრონიანი ბავშებია იქ.

ხმოვანი კინო.
23 მარტი.