შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-46 - 1930 წელი


280 стр.
1. ებრძვის რიყეს, [კაფავს] ებრძვის ეწერს,
გარდაუვალს [ავლებს] ანგრევს მესერს,
[ისეთი აქვს] ისეთს აძლევს [მეწყერს] მესერს ძალას,
როგორც [ციხე ნარიყალას!] ციხის მესამე სერს.
2. ესეც სოფელს, ესეც ქალაქს,
ესეც [ერსა] ხალხსა და ესეც ერს,
სულ ესე ხტის [ჩვენი ბედი,]
და ყისმათიც სულ ესე წერს.

3. აბა, ნახეთ ტყე და ჭალა,
მისი ძნები, მისი ჩალა,
[ყველაფერი ერს] ნახევარი ხალხს ეკუთვნის,
ისეთია [ღობის] მასსის ძალა,
4. ღობის ძალა [ისეთია] დიდი იყო,
წნელში წნელი დაიძალა,
გაძვრებოდა მხოლოდ შუქი,
და [პატარა] ნამცეცა ღობემძვრალა.

5. [ანდაზაა] [ნათქვამია] რომ ამბობდენ: რას დააკლებს
ღობეს ძაღლის ღრენა ავი,
მაგრამ ძაღლიც იცავს ღობეს,
როცა ღამე [დგება] იყო შავი,
6. ძაღლიც იცავს, ცხენიც იცავს,
[თუმც შრომაში] თვითონ კვიცსაც გასძვრა ტყავი,
[მის სარს] ეხლა მესერს [თუ ამშვენებს] მოაცილეს
[ისევ იგი] კოსმიური ცხენის თავი.

7. [ზოგიც ჰკითხეთ: დაბალ ღობეს:]
რას არ ფიქრობს სოფლის ღობე:
რამდენს, ბოროტს და სულმდაბალს,
[არ ეძლევა] არა ჰქონდა მოსვენება,
რა [კი ნახავს] ნახავდა ღობეს დაბალს.
8. (ძველად ერთი მეფე იყო,
უწოდებდენ სარდანაპალს,
ბოლონდელი [აზნაურიც] შეძლებული
[არ რჩებოდა მის დანაფალს]
რით ჩამორჩა იმ გულდამპალს?).

9. იყო ბრძოლა: [არა ერთხელ] [იარაღად] ღობის გამო,
არაერთხელ [მესერს] ღობის სარი
ტრიალებდა იარაღათ
სასტიკი და [უეცარი] აბეზარი.
10. თქრიალებდა [თავით სისხლი] სისხლის ღვარი,
იდგა გლოვა, იდგა ზარი.
სასტიკ მიწევ-მოწევაში
ხმაურობდა [მთელი] ჯარზე ჯარი.

11. ორღობიდან ორღობემდე
იგერებდა ძალას ძალა,
ჩემი კერძო საკუთრება
რად გგონია ალა-ალა.
12. აქ სამანი აგიყრია,
აქ <უმწიფეს> ჰყრია ჩალა,
ისევ ნუგზარ ერისთვიდან
ჩემი იყო ეს მთა-ჭალა.

13. ღობესა და ღობეს შორის
[უღლიანი] იორქშირის ყვირის ღორი,
[ვერც] მესერი ვერ გაიტანა
[ვეღარც დაიძვრინა თავი.]
და გაბმული მცველად ყვირის.
14. უნდოდა კი [გადაძრომა], რომ ეგემა
[სად სიმინდის იდგა გორი]
გემო სიმინდების [ძირის] ხშირის,
მაგრამ ღობე [მაგარია] მუხისაა
და უღელიც - მუხის ძირის.

15. [გაჰკარ ბასრი შალაშინი]
ორი კაცი შეყრილიყო
ღობესა და ღობეს შუა.
ამნაირად საუბრობდენ:
ვინა სთქვაო ქალის ჭკუა.
16. მისი ჭკუა, ნათქვამია,
მისი თმების ტოლა თუა,
რა გამოვა იმისაგან -
როცა თმებმა გააბრუა.

17. არასგვარი კოლეკტივი
[არა, არა, მე არ მჯერა]
კრუხის პალოს არა სჯერა.
სამ ძმასაც რომ ვერ [შე]უქმნია
გაუყოფლად ერთი კერა,
18. რანაირად შესძლებს ასი,
და ორასი? ვერა, ვერა!
დაიღუპოს, დაიკარგოს
ამნაირი ბედისწერა.

19. სოფელს ღმერთი დაავიწყდა,
ეკლესიას არ აქვს სხივი,
ურწმუნობას ხალხი მიაქვს,
ვით მდინარეს მიაქვს ტივი.
20. [ღმერთმაც] ღმერთსაც ხალხი
[მიივიწყა] მიავიწყდა,
ამას ვნანობ, ამას ვჩივი,
რანაირად გაიხარებს
ამნაირი კოლექტივი?

21. ლოცვა გვინდა, მარხვაც გვინდა,
მღვდელსაც უნდა გროში, ფარა,
ცარიელი ყბედობაა,
და სიტყვები წარამარა,
22. [ჩემი] ერთი ცხვარიც მევე მინდა,
სამასისთვის [რაც] ის არ კმარა;
ვხედავ ქვეყნის უკუღმობას,
და გავჩუმდე? არა, არა!

23. რომ არა გყავს თავადები,
რა ხმალს იქნევ, ვისთვის გინდა,
მეფეც გადაგდებულია,
[ვეღარ იხსნის] მისი ცა და სულიწმინდა,
24. სხვანაირი ველმინდორი
და ყანები აბიბინდა,
გამარჯვება [გლეხებისა] ღარიბისა
სხვანაირად დაგვირგვინდა.

25. თავადური სისხლი მაინც
არასდროს არ იკარგება,
მისი კოლეკტივში შესვლა
წყრომით შემოიქარგება,
26. უმჯობესი არის მისი
გაძევება, აბარგება,
[ესეთი რომ] ამოსუნთქვა ვერ მოასწროს
[სუნთქვა] და ვერც დალაპარაკება?

27. მღვდელსაცა და აზნაურსაც,
ჭილოფშიაც სცნობდა ყველა.
აზნაური მტვერში ჩასვი,
იგივეა ჭკუა-თხელა,
28. არასდროს არ დაივიწყებს,
სადაც გაძვრეს ნელა-ნელა,
კოლეკტივში ამნაირი
კაცი მოხვდეს, როგორ, ბნელა?

29. ეხლაც სახლში უკიდია
მოკაუჭებული ხმალი,
თამარ მეფის დროზე ფიქრობს
მისი გული მიმავალი.
30. ენაცა აქვს იმნაირი,
როდის ჰქონდა ენას ძვალი:
ხერხემალი, ქედ-მაღალი
და ასეთი სხვა მრავალი.

31. - რაა მოჯამაგირობა?
მას ხომ სულ სხვა დრო აქვს ახლა,
მალე სულით დაეცემა,
მალე ცხვირს აიწევს მაღლა.
32. რა ვუთხრა მე დროებასა,
ის რომ გაამამაძაღლა,
ბოგანობა დაუტევა
და ყანებში ჩაასახლა.

33. როგორც [ქაფავს] ამ ქვას, ისე იმას
არ სცხვენია არაფერის,
თითქო თითონ გააშენა
ეს ბაღები ქარვის ფერის,
34. გზაზე არვინ არ უხვდება,
არხეინად მიიმღერის,
ჰაი, ჰაი! რა დრო დადგა.
დროო, ძველი კახაბერის.

35. გლეხი კაცი ცხენს შეისვი,
ცხენიდანაც გადმოგაგდებს,
მისი მოჯამაგირე კი
მოგიყვება ახალ „ფაკტებს“,
36. შენს ყოფნას და გაჭირვებას,
უხარია, არად აგდებს,
დაგღუპავს და გადაგბუგავს,
ძირფესვიან ამოგაგდებს.

37. მონა მონად გაჩენილა,
იგი ვინ სთქვა ამხანაგად,
თუ საომრად გამოდგება,
უნდა დასვა სხვა ბანაკად,
38. თუ რამე თავს გაუვიდა,
სითეთრესაც აქცევს ლაქად,
წყეულ იყოს მისი მუნჯი
მოსვლა სოფლად და ქალაქად.

39. ამხანაგად შენთან კი არ,
ერთმანეთ[ში]ს ვერ ურიგდება,
ერთს საჭამანდს ვერ გაიყოფს,
არ აქვს ერთი ყურისგდება,
40. რომ გახედო მათ ნასაქმარს,
ერთობ გული მოგიკვდება.
მათი ყანა და მიდამო
ზოგი ლპება, ზოგი ხდება.

41. მონას მონა ეჯავრება,
საშვალო გლეხს - მსგავსი გლეხი,
მხარზე ნაჯახს რომ გაიდებს,
სხვამხრით გადუცდება ფეხი.
42. იმ ფეხსაც არ აუჩქარებს,
თუნდ დაეცეს [სწრაფად] ციდან მეხი,
გონებიდან არ შორდება
თავის ფაცხა და ფარეხი.

43. [ვთქვათ,] მე თუ მყავდა ექვსი ხარი,
[ერთი] შევთავაზე ერთი სხვასო,
მან სანაცვლო მადლობის წილ
[მუჯლუგუნი] მკაცრი სიტყვა მითავაზოს.
44. ექვსი ხარი გამორეკა,
გაუყენა შარა-გზასო,
ისეთი დღე დაგაყენოთ,
წარკვეთილი გქონდეთ სასო.

45. გაირეკა სოფლებიდან
მტაცებლების მთელი ხროვა.
ყველას დაატოვებინეს
ცხვრის ჯოგი და ქათმის გროვა.
46. იმისიც მადლობელია,
ტყავი რომ იქ არ დატოვა,
თორემ სოფლად მეორეჯერ
შიშის მქონე როგორ მოვა?

47. ქალი გამოსადეგია
მხოლოდ როგორც საყვარელი.
ერთი მაინც უნდა გყავდეს,
თუ მეორეს აღარ ელი.
48. ღობის ძირში პაემანი
არის არ-გასახარელი,
სადაც ნახო, დაიჭირე,
დაუჭირე მაგრად წელი.
49. ცალი ხელით კაბას მიწვდი,
მეორეთი გაჰკარ ხელი,
თუ ტირილი წამოგიწყოს,
პირზე დააფარე ხელი.
50. უთხარი, თუ რა გატირებს,
არა გიშავს, რაღას ელი,
ქალაქს წავალ, მოგიტანო
საჩუქრების ყუთი მთელი.
51. ქალი მარტო დაინახო,
და არ გადაუსვა ხელი?
ქალი მუდამ სულელია,
ჭკუამოკლე და თმაგრძელი.
52. იქით წავა ტირილითა,
სადაც ბედი ელის ქველი,
სადაც კი წამება უცდის,
სიხარულით არის მსვლელი.

53. ჩემის თვალით დავინახე,
სიონის რომ მოსწყდა ზარი,
მიწა [შუა ჩაანგრია] ისე ჩაიზნიქა,
[ხმა გამოსცა] როგორც დევის ნამუხლარი,
54. ხმა გამოსცა გაბზარული,
საბოლოო, ცივი, მკვდარი,
ო, ბევრი რამ მასთან ერთად
იყო მხოლოდ, აღარ არი.

55. რა ოცნებას გადააკვდი,
[რისთვის გინდა] რა ხელს გყოფდა ან არაკი,
[შენ აიღე მხოლოდ] დაინახე ერთი ფაკტი,
და ის აალაპარაკე.
56. ულეველი მისი დენა
[იგი განძი და მარაგი]
ერთხელ დაიწყება რაკი,
არის მხოლოდ პოეზია,
უხვი განძი და მარაგი.

57. მას არ ესმის მასსის გული,
დაჩაგრულთა ბრძოლა, კვნესა,
მისი აზრით, ხალხს თუ იხსნის
მხოლოდ წირვა, მხოლოდ მესსა,
58. თუ მორწმუნე ეზიარა
და ემთხვია კარის ბჭესა,
[და] ის აღსდგება, როგორც ქრისტე
აღსდგა მესამესა დღესა.

59. ათასნაირ წყევლა-კრულვით
[გამოვიდა] რომ ქადაგებს პაპი რომის,
ყველამ იცის იდეები
ამ სულმყრალის და ქვემძრომის.
60. [ქვეყნად] ვითომ ქრისტეს მოციქული,
ნაშთი ჯვაროსანთა ტომის,
ეს ზეიზერ წაწყმედილი,
მნატვრელია ახალ ომის.

61. საზღვრები დიდი ღობეა -
მუდამ გეჭიროს თვალყური,
ლოზუნგი [ერთიანობის] მისი დანგრევის,
მასსიურია, ხალხური.
62. გადიგრიალოს მორევმა
[ატორტმანება] დატრიალება ტალღური,
ეგების გამოადაროს
ცა რისხვით გადათალხული.

[სოფლის] ძველი გაბზარული ზარი,
გაიწვევდა ერთად სოფელს,
ეტანება, ღობე-ღობე...

63. არის ბევრი გაიძვერა,
მე არ ვიცი, როგორ ბედავს,
დაჩაგრულის გამოწვდილ ხელს
გვერდს აუვლის, ვერა ხედავს.
64. არ იცის, რომ მომავალი
[თვით მას კარებს გადუკეტავს]
სახლში კარებს გადიკეტავს,
ნეიტრალურ ზონაზეა!
ხედავს, მაგრამ ვერა ხედავს.

65. ის მზად არის, ორასი წლით
დაიხიოს ჩარხმან დროის,
მისი ფესვი ფესვებია
მარტო წარსულ საწუთროის.

*
В 1819 – был послан Муравьев.
Путешествие в Туркмению и Хиву (М. 1822).
С 1840 в течении более 20 лет совершались походы на Кокан, но успешным стал лишь с 1864.

*
მიხა ჯიღაური რომ მღეროდა ახალ კლუბში 27 თებერვ. გუნდით.

Построчн.
Может я не похож на вас, но я лучше Вас.

*
ჩვენი გული გულია,
გულთან სიხარულია,
მთვრალი კაცის ცხოვრება
დაწყევლილი ...

*
ხანძარი. ზანზარი.

ამხანაგობა „ს. დ.“
კაუცკი. ინტელიგენცია და პროლეტარიატი. 1906.
Цыплят по осени считают.
მოგზაურობა შუა აზიაში.
ბამბა, ბამბა! „Турксиб“.

В 7 ч. Окно в мир.
Конец пятой части.
Октябрь. Ленин.

*
ზარები ხომ ჩამოხსნეს, ეხლა [ყ...რებს] ჩამოხსნიან, სად ერეკლე და სად პანტა.

*
მიხეილ
ეს იცით თქვენ, ეს ამბავი? მე რომ 1918 თუ 9-ში, კარგად არ მახსოვს, თეატრის წინ მომიახლოვდა ერთი კაცი, არ მომასვენა ლექსებით (ეტყობოდა, სოფლელი იყო), მომიკითხა, მიკითხა ლექსები, მიკითხა, მიკითხა! მე ვერ მოვითმინე და დავუძახე:
- Ступай отсюда к чорту.
- ეხლავე, ბატონო, ეხლავე, - დაიხურა ქუდი, მიატოვა ლექსები და მიდის.
[- სად მიდიხარ?]
თურმე „ჩორთა“ სოფელია.

*
ნანგრევების აგამა.
ტოტია მგელი.
თაღლითი.
ფალანგები, მორიელები.

ყდა. პირველი. ქაღალდი. ჩამოჭრა.
ანდრო ხოპერია. 95. 4 საათამდე.

*
1. წიგნები ძველი და ახალი შუა-აზიაზე.
2. ქარტები.
3. ისტორიული მომენტების ხაზგასმა.

1. Долинский. Об отношениях России к СреднеАзиатским владениям и об устройстве Киргизской степи (СПБ. 1865).
2. Гельвальд. Русские в Средней Азии (Известия Сибирского отдела императорского Русск. Геогр. О-ва, 1870, вып. 4-5).
3. Терентьев. Россия и Англия в Средней Азии (СПБ. 1875).
4. Н. Веселовский. Прием в России и отпуск СреднеАзиатских послов в XVII и XVIII столет. (Журн. М. Нар. пр., 1884, №7).
5. В. Ульяницкий. Сношения России с средней Азией и Индией в XVI-XVII вв. (Чтение Моск. общ. ист. и древностей Росс., 1888, кн. 3).
6. Л. Костенко. Исторический очерк распространения русского владычества в средней Азии (Военный сборник, 1887, №№8-10).
7. Наша Колонизация в средней Азии. Вестник Европы, 1892, №11.
Природа 9 областей: Уральская, Тургайская, Акмолинская, Семипалатинская, Семиреченская, Ферганская, Сыр-Дарыинская, Самаркандская и Закаспийская. 3.076.628 кв. верст. 7721684. жит.
[დღე აზიის. ღამე აზიის.]
[შუა აზია რომელ ნაწარმოებებშია?]


ამიერკავკასიის ცაკს
მაქვს რა უდიდესი სურვილი, თვალყური ვადევნო ამიერ-კავკასიაში დიდი გადატეხის წლის ამბებს, გთხოვთ, მომცეთ [საშუალება] საბუთები მოგზაურობისა ამიერკავკასიის რკინის გზებზე. [მე გახლავართ ღარიბი მწერალი.] მე მინდა დავწერო წიგნი.
გალაკტიონ ტაბიძე

სრულიად საქართველოს ცენტრალურ
აღმასრულებელ კომიტეტს
მაქვს რა უდიდესი სურვილი, თვალყური ვადევნო დიდი გადატეხის წლის ამბებს [გთხოვთ მომ.] ამიერ-კავკასიაში, გთხოვთ, მომცეთ საშუალება ამიერკავკასიის რკინისგზებზე მოგზაურობისა ერთი წლის ვადით.
გალაკტიონ ტაბიძე
ტფილისი, 1930, 26 თებერვალი

*
არ დაგავიწყდეს მერეჟკოვსკის ლექსი: რად გინდა?
რად გინდა რამე (მთები, ლაჟვარდი ცა, მშვენიერი ზღვა), თუ სული მარტოა.

ძმაო აბესალომ!
შენი გამოგზავნილი წერილი მხოლოდ დღეს მივიღე. საქმე იმაშია, რომ ხელოვნების სასახლეში არ შემივლია კარგა ხანია. ცოტა ავად ვიყავი. ეხლა ძალიან კარგად ვარ. დედაჩემი გაამხნევე, უთხარი, რომ ყველაფერი თავის რიგზე მიდის. მე მალე მოვრჩები ყველა საქმეებს - და ჩამოვალ. განა მე არ მინდა თქვენთან ყოფნა, მაგრამ არ მოხერხდა (ეპოქა, მართალია, დაიბეჭდა, მაგრამ ეხლა იბეჭდება სხვა წიგნი „პაციფიზმი“, ვამზადებ სხვა მასალებსაც. ეხლა ისეთი დროა, როცა საჭიროა უფრო მეტი მუშაობა. სხვა, შენ როგორა ხარ? ეს კარგია, რომ სოფლის საქმე უკეთეს გზას დაადგა. სახლის შესახებ მოიქეცი ისე, როგორც თქვენთვის აჯობებს. [და როგორც [სხვებმა] გონიერმა მეზობლებმა გირჩიონ. განა...] შენ თვითონ უკეთესად იცი.

ფ. მახარაძე „ვეფხის-ტყაოსნის“ შესახებ
„ამასვე ეკუთვნის ისეთი შრომა, რომელიც, სიმართლე რომ ვსთქვათ, შრომა არ არის. ის მხოლოდ კმაყოფილი ადამიანისთვის გასართობად არის გამოგონილი, როგორც, მაგალითად, ხელოვნება და მეცნიერება, უკეთუ თვითონ ეწევიან ამ შრომას თავისთვის, ამასვე ეკუთვნის ისეთი შრომაც, რომელიც იმდენ დროს და საშუალებას თხოულობს, რომელიც გაყვლეფილთ არა აქვთ“.

*
I. V. ჭაობი.
Туркестан.
სრულიად საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს.