შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 9


ავტობიოგრაფია
დავიბადე 1892 წელს სოფ. ჭყვიშში, ქუთაისის მაზრაში, მასწავლებლის ოჯახში.
ლიტერატურული მუშაობა დავიწყე 1904-1905 წლებში, ხოლო სალიტერატურო ასპარეზზე გამოვედი 1908 წელს, როდესაც თბილისის სემინარიაში ვსწავლობდი.
იმ დღიდან მწერლობა არ შემიწყვეტია.. მთელი ორმოცი წლის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ვემსახურები ამ საქმეს.
1914 წელს გამოვიდა ჩემი ნაწერების პირველი წიგნი.
1933 წელს მომენიჭა საქართველოს სახალხო მწერლის სახელწოდება.
1936 წელს დაჯილდოებულ ვიქმენ ლენინის ორდენით.
ამ ხნის განმავლობაში სახელგამის მიერ დაბეჭდილ იქნა ჩემი ნაწერების ექვსი დიდი ტომი.
ჩემი უკანასკნელი წიგნი შეიცავს სამამულო ომის დროს გამოქვეყნებულ მასალების ნაწილს (1941-1945).
1944 წ. ერთხმად არჩეულ ვიქმენ საქართველოს ს.ს.რ. მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
ვამზადებ ახალ წიგნს გამოსაცემად.
გალაკტიონ ტაბიძე
სსრ. მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი 1944 წლიდან
საქართველოს სახალხო მწერალი 1933 წლიდან

1948 წ. 15 მარტი