ავტობიოგრაფია 6
სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა 1908 წელს. რევოლიუციონურ ჟურნალ „ჩვენი კვალის“ ფურცლებზე (რედაკტორი ლადო დარჩიაშვილი) დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „სქელი ღრუბელი სამშობლო მხარეს გადაეფარა“.
ავტობიოგრაფია
დავიბადე 1892 წელს სოფ. ჭყვიშში, ქუთაისის მაზრაში, მასწავლებლის ოჯახში. მამა გარდაიცვალა ჩემი დაბადების წელსავე 1892 წ. ლიტერატურული მუშაობა დავიწყე ადრე 1904-1905 წლებში. ვსწავლობდი თბილისის სასულიერო სემინარიაში.
ამავე წლებში 1908 წ. გამოვედი სამწერლო ასპარეზზე. 1914 წ. გამოვიდა ჩემი ნაწერების პირველი წიგნი. 1933 წელს [გადახდილ იქნა] ჩემი სამწერლო ასპარეზზე მუშაობის 25 წლისთ. აღსანიშნავად მთავრობის მიერ მომენიჭა საქართველოს სახალხო მწერლის სახელწოდება.
1935 წელს დაჯილდოვებულ ვიქმენ ლენინის ორდენით. [ამ ხნის განმავლობაში] საქართველოს სახელგამის მიერ დაიბეჭდა ჩემი ნაწერების ოთხი დიდი ტომი. უკანასკნელი მეოთხე ტომი შეიცავს [ნაწილს მასალებისას] სამამულო ომის დროს დაწერილ მასალების ნაწილს (1941-1945).
1944 წ. ერთხმად არჩეულ ვიქმენ საქართველოს ს.ს.რ. მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
1945 წ. დაჯილდოვებულ ვიქმენ მედალით „სამამულო ომის...“
გალაკტიონ ტაბიძე
სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1944 წლიდან
საქართველოს სახალხო პოეტი 1933 წლიდან
[1945 წლის შემდეგ]