შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 3


დავიბადე 1892 წ. მასწავლებლის ოჯახში. სალიტერატურო ასპარეზზე გამოვედი 1908 წ. ჩემი პირველი წიგნი გამოვიდა 1914, მეორე - 1919, მესამე - 1924 წ., მეოთხე - 1927 წ., მეხუთე - 1929 წ., მეექვსე - 1930 წ., მეშვიდე - 1931 წ., მერვე - 1933 წ., მეცხრე - 1937 წ., მეათე - 1937 წ. მეთერთმეტე და მეთორმეტე იბეჭდებიან. გარდა ამისა გამოვიდა რუსული თარგმანების ოთხი წიგნი, მეხუთე იბეჭდება. [ყველა წიგნები].
[1917 წ. ვიმყოფებოდი მოსკოვში და პეტროგრადში. სმოლნიში ვინახულე ამხ. სტალინი].
ბავშობიდანვე მონაწილეობას ვიღებდი არალეგალურ რევოლიუციონურ წრეებში.
რეაქციის ხანაშიც ვხელმძღვანელობდი არალეგალურ წრეებსა და ჟურნალებს ტფილისის სემინარიაში.
1917 წ. რევოლიუციის პირველსავე დღეს პირველად დაუფარავად იბეჭდება დავბეჭდე [რა გაზ. „სოციალდემოკრატში“] ლექსი „დროშები ჩქარა“ [რომელიც მოუწოდებდა რევოლიუციის შემდგომ გაღრმავებას].
1917 წელშივე, ოკტომბრის პერიოდში მე ვიმყოფებოდი მოსკოვსა და პეტროგრადში. იქ მე ვინახულე ამხ. სტალინი, ამ შეხვედრამ ჩემში [გააღრმავა] განამტკიცა უზომო სიყვარული რევოლიუციისადმი.
1918-1919 წ. ვბრუნდები საქართველოში. ეს მოგზაურობა აწერილია ლექსში „გემი დალანდი“.
1921 - ვრედაკტორობ სრ. საქ. მწერალთა კავშირის ორგანოს „ლომის“-ს.
1922 - ვაარსებ ჟურნალს „ჟურნალის“ სახელწოდებით.
1923 - [მონაწილეობას ვღებულობ] სხვებთან დიდი ჟურნალის „მნათობის“ დაარსებაში. თანამშრომლების უანგარო და თავდადებული მუშაობით ეს ჟურნალი გამოდის დღესაც.
მომდევნო წლები - მიდის ინტენსიურ ლიტ. მუშაობაში.
1928 წ. - კომინტერნის მე-VI კონგრესის დელეგატებთან ერთად (ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხოსლოვაკია, ესპანეთი და სხვ.) ვმოგზაურობდი საბჭოთა კავშირის სამრეწველო რაიონებში. გამოხატულება ამ მოგზაურობისა ნაწილობრივად შევიდა წიგნში „ეპოქა“.
1929, 30, 31, 32 - უახლოეს მონაწილეობას ვიღებდი საბჭოთა მწერლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ აკტუალურ საკითხებში. ვიყავი ც.პ.კ.-ის რამდენიმე მოწვევის წევრი.
1933 წელს მწერალთა კავშირის მიერ გადახდილ იქნა ჩემი 25 წლ. სამწ. მოღვაწეობის აღსანიშნავი იუბილეი.
1933 წ. - მე მომენიჭა სახალხო მწერლის სახელწოდება.
1935 წ. - მონაწილეობას ვიღებდი მწერალთა მსოფლიო კონგრესზე პარიზში, როგორც დელეგატი საბჭოთა კავშირიდან.
იმავე წელს, გერმანიაში, პოლონეთში, ბელგიაში და საფრანგეთში მოგზაურობამ შესაძლებლობა მომცა, დამეწერა მთელი რიგი ნაწერების.
1936 წელს მე დაჯილდოვებული ვიქენი ლენინის ორდენით.
1938 წელს, მწერალთა კავშირმა [მიერ გადახდილ იქნა ჩემი 30 წლის სამწერლო მუშაობის იუბილეი] აღინიშნა ჩემი 30 წლის სამწერლო მუშაობა სპეციალური საიუბილეო საღამოთი.
1939 - მონაწილეობას ვიღებ მწერალთა კავშირის...
განვაგრძობ ხალხისა და რევოლიუციის საბრძოლო და კულტურული მიზნებისადმი სამსახურს.
გალაკტიონ ტაბიძე

1940 წელი