შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 1


მამა არ ახსოვს. [სოფლის] ქუთაისის შკოლა. 1905 წელი. ანარხისტთა გაფიცვები. ტფილისის სემინარია. [სოფლის ხორისტი] აგიტატორი, რედაკტორი ხელნაწერი რევოლიუციონური ჟურნალების. ხელმძღვანელთაგანი [სალიტერატურო] საიდუმლო წრეების. მასწავლებელი, [კორეკტორი, რეპორტიორი, არტისტი, რეცენზენტი] [სოც. დემოკრატიული] სოციალისტური გაზეთების თანამშრომელი, პოეტი, რედაკტორი; 1909 წ. იპოვეს მოწამლული. სხვადასხვა დროს 15-ჯერ გადარჩა აუცილებელ სიკვდილს. დაპატიმრებული იყო 2-ჯერ. ომი. [რევოლიუციის დროს] რევოლიუცია. 1917 წ. წევრი მოსკოვის ს. დ. (ბოლშევიკების) [ორგანიზაციის] პარტიის; [იდგა] იყო ბარიკადებზე. გამოსვლა პარტიიდან მექანიკურად. [ტიფი] ავადმყოფობა. მოსკოვი, პეტროგრადი, უკრაინა, ჩრდილო-კავკასია, ბელორუსია, ყირიმი, დონის ბასეინი, კორეკტორობა, კერძო გაკვეთილები, უმუშევრობა, უბინობა, შიმშილი, წყურვილი, სიცივე. აზერბეიჯანი, სომხეთი, იუსტიციის კომისარიატის თანამშრომელი, კინოწარმოების თანამშრომელი, ხელმძღვანელი აღწერისა 1916 წ. მოსკ. ხელმძღვანელთაგანი 1914 წ. ბაღდადის რაიონში. სარეჟისსორო ინსტიტუტი. მოხვედრა პარტიზანულ ომებში [სადგურ] ქალაქ ნეჟინში (გოგოლის სამშობლო) [სადაც მოწმე იყო] თვალით დაინახა გაიდამაკებისა და მოკავშირეთა ჯარების აუწერელი სიმხეცის. აქ გამოვლის დროს დაიკარგა პარტბილეთი. [იჯდა ჩეკაში] საქართველოში დაბრუნდა 1918 წ. გერმანიის[დან] [დაბრუნებულ ტყვე] ტყვეობიდან წამოსულ განთავისუფლებულ ჯარისკაცების ეშელონთან ერთად. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი. დამაარსებელი მწ. კავშ. პირველი ჟურნალის.

[1920-იანიწლები]