შუალედი - დან - მდე
 
 


წინათქმა


„წინათქმა“

N. B. ისევ მრისხანე და დაუსვენებელი ენერგიით მიეშურება წინ ჩვენი პლანეტა.

[მოქალაქენო] [კაცობ.] [თავისი დასაბამიდანვე კაცობრიობის ცხოვრებამ არ იცის - რაა დასვენება, იგი მრისხანედ მიეშურება წინ, იბადება მის მიერ], ჩვენი პლანეტის ახალი ეфემერა და შეუბრალებლად [თავისავე] მისსავე კლანჭებში შეუბრალებლად იხრჩობა ძველი, მის მიერვე დაბადებული. [საშინელი] მარად ახალგაზრდა კბილებით იგი ღრღნის მარმალილოების საფეხურებს წარსულისას: ამ საბედისწერო დაჯახებაში გადარჩება მხოლოდ ძლიერი, და მხოლოდ საუკუნეებში ძლიერი! [თვითეულ ეპოქას ანათებს მისი შესაფერი ხელოვნება] შეხედეთ, როგორი სისწრაფით ეცემიან და იმსხვრევიან ტახტები, [მათი მოსისხლე მტრების მიერ] რამდენი მონარქი მოყვა ქვეშ სასახლეების ნანგრევებს! შფოთით და გრგვინვით მიანგრევენ კლდე-ღრეებს რევოლჲუციის ნიაღვარები. ისინი მარხავენ ძველ ფორმებს, [და] ისინი[ვე] მღერიან ჰიმნს მარადი სიახლისას. თქვენ: პოეტებო, მხატვრებო, არტისტებო, მწერლებო! შესძლებთ თუ არა განიცადოთ ყოველივე ეს ისე, როგორც მოითხოვს თანამედროვეობა? გრძნობთ თუ არა, რომ ჩვენს ეპოქას უნდა ანათებდეს მისი შესაფერი ხელოვნება, რომ პოეზია, ეს სამუდამო გამოცანაა, [მას არც შეიძლება სხვანაირად მოეპყრო, მაგრამ] რომ ჩვენს დროშივე პოეზია, რომელიც არ მიდის [უფსკრულის] [ქაოსების] ამ რევოლიუციონური უფსკრულების პირად, ისევე ნაკლები ყურადღების ღირსია, როგორც ყოველივე, რაც კი ამ [ქაოსში] უფსკრულში იჩეხება. უდიდებულეს რითმებში უნდა ისმოდეს პლანეტათა შეჯახება, ომები ვარსკვლავეთის რაზმისა, [გაცივებული მზე] გააფთრებული მზეების ერთმანეთს მივარდებიან,  უეცრად იელვებენ ბნელ სიცალიერეში ცეცხლის ღრუბლები. რატომ იხედებით თქვენ [იმ ადამიანის თვალებით, რომელიც] დაუკმაყოფილებელი, მაგრამ დამორჩილებული თვალებით? დაკარგული მიზნებით და ერთიმეორის მოწინააღმდეგე აზრებით? რატომ გაიძახით თქვენ, რომ საბრალო მენესტრელისათვის დღეს საქართველოში ადგილი არ არის? [მაგრამ მე გგრძნობთ თქვენ]. თქვენ გაიარეთ ქარიშხლიანი ღამე, თქვენ გწყუროდათ ბრძოლა, როდესაც  პროჟეკტორების შუქი აპობდა ღრუბელს. ღამის მოღუშული ჩრდილები იწვენ სასახლეებზე და შორით ისმოდა ზარბაზნების გრიალი. სადღაცა შორს, სისხლში გასვრილმა ჯარისკაცმა თოფის ლულაზე ააფრიალა თეთრი ჩვარი. მას შემდეგ თქვენ [რაღაც] გგონიათ, რომ ყოველივე სამუდამოდ დაჰკარგეთ და ამაოდ ეძებთ მას მშობლიურ ქალაქებში, სახლებში, ქუჩებში. [მაგრამ] მე ვამბობ გადაჭრით: საქართველოს ყოველ კუთხეში იპოვით თქვენ ნანგრევებს წარსულისას, მხოლოდ სიმშვიდესა და მოსვენებას ვერსად ვერ იპოვით! აირჩიეთ ორში ერთი: განახლება ან სიკვდილი. დაე, ამიერიდან [ქართული] თქვენი ხელოვნების დევიზი იყოს: განახლება ან სიკვდილი! [ძირს დრო მოჭმული და შემოქმედების უნარს მოკლებული ელემენტები].
შეხედეთ თანამედროვე ადამიანს: მისმა უკანასკნელ საზღვართა [სულიერმა] ძებნამ გადააჭარბა ყოველგვარ ფანტასმაგორიას. მისმა სურვილებმა, რომ გამოზომილ იქნას სივრცეთა უფსკრულები უშორეს მზეების და ცისარტყელების სპეკტრის საფუძველზე, მიიყვანა იგი გამოგონებათა უგონო ორგიამდე.

[„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“, 1, 1922]