შუალედი - დან - მდე
 
 


ამიერ-კავკასიის რკინისგზის უფროსს მამაცაშვილს


დიდი ფოიე გამოფენისათვის.
[თქვენ მიერ რწმუნებულ] ა. წ. 8 ივნისს „რკინისგზის კლუბში“ (პლეხანოვის გამზირზე) კლუბის მიერ მოწყობილ იქნა საქართველოს სახალხო პოეტის, აკადემიკოსის – გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების აღმნიშვნელი დიდი გამოფენა.
იგივე გამოფენა უფრო ფართო მასშტაბით მოეწყო ა. წ. 15 ივნისს პლეხანოვის სახელობის რკინისგზის კლუბში. [სადაც...]
ვინაიდან გამოფენა სარგებლობს საზოგადოების დიდი ყურადღებით – საჭიროა [მისი] იგი გადაიქცეს მუდმივ გამოფენად, რაც დიდს სარგებლობას მოუტანს ქართულ მეოცე საუკუნის მწერლობის შესწავლას.
მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტი შუამდგომლობს თქვენს წინაშე, [დაეთმოს] მოეწყოს პლეხანოვის პროსპექტზე რკინის გზის კლუბის დიდი ფოიეს ერთ ოთახში – დარჩეს ეს გამოფენა და დაერქვას „საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების მუდმივი გამოფენა“.

[1957 წელი]