შუალედი - დან - მდე
 
 


საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს – ამხ. ა. გუნიას


დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლიუციის 40 წლის თავთან დაკავშირებით, მინდა, გამოცემულ იქნას ჩემი წიგნი სახელწოდებით „დროშები ჩქარა“.
წიგნი შეიცავს მასალებს დიდი ოქტომბრის დღეების, ჩვენი სოციალისტური მშენებლობის ეპოქის, [სამშობლოს] დიდი სამამულო ომის, მშვიდობიანი მშენებლობისა და ერთა ძმობის და სხვ. თემებს.
წიგნი მზადაა. წიგნის რედაკტორობას კისრულობს ამხ. ს. ჭილაია.
გთხოვთ დახმარებას, რათა გამოცემულ იქნას წიგნი – რომელიმე გამომცემლობის მიერ – ქართულ და რუსულ ენაზე (ბწკარედები მზადაა. საჭიროა მათი მანქანაზე გადაბეჭდვა).

გალაკტიონ ტაბიძე, საქართველოს სახალხო პოეტი
1957, 25 თებერვალი