შუალედი - დან - მდე
 
 


საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობას


ამასთანავე გიდგენთ გამოსაცემად IX ტომს ჩემი ნაწერებისას:
ამ ტომის მასალები დაყოფილი არის 12 ნაწილად:
I. ხალხი – ოქტომბერი (ლექსები ეხებიან ოქტომბრის რევოლჲუციას).
II. ხალხი აშენებს ახალ ქვეყანას (23 ლექსი).
III. [ციხის] ნანგრევებთან (10 ახალგაზრდობის დროინდელი ლექსი).
IV. ხალხი მოითხოვს მშვიდობას. ლექსები მშვიდობაზე.
V. რბევისა და თარეშის წინააღმდეგ. ლექსები სამამულო ომის შესახებ.
VI. პარიზის გარემოცვა – ნაწარმოები ეხება მეორე მსოფლიო ომს.
VII. [ხალხი] კომპიენის ტყესთან – მეორე მსოფლიო ომიდან.
VIII. ექვსასმილიონიანი ჩინეთი – ლექსი ეხება ბრძოლას ჩინეთში. 1948 წ.
IX. [ხალხი] სურამის ციხეში – ეხება დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხეს“.
X. იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე – ლირიული ლექსები ბუნებაზე და სხვ.
XI. პოეტი და ხალხი – ლექსები ხელოვნებაზე, განსაკუთრებით პოეზიის ხელოვნებაზე.
XII. მე ვუსმენდი ხალხს მომღერალს – ორი ლექსი, ეხება ხალხის ხელოვნებას.
წიგნის ბეჭდვის დროს, გთხოვთ, ნება დამრთოთ, ერთხელ კიდევ, საბოლოოდ, გადავხედო მასალებს.

გალაკტიონ ტაბიძე, საქართველოს სახალხო პოეტი

1957, 22 იანვარი