შუალედი - დან - მდე
 
 


სახელგამის დირეკტორს – ამხ. ე. წივწივაძეს


ჩემსა და ამხ. რევაზ ორჯონიკიძის მიერ გამოსაცემად წარმოდგენილი წიგნი უფრო სრულია ყველა წინანდელ გამოცემებზე.
ვუშვებ რა ცალკე კრებულს ჩემი ნაწერებისას, მე განზე ვტოვებ იმ ლექსებს, რომელთაც შეეძლოთ, დაერღვიათ წიგნის შინაგანი მთლიანობა და საერთოდ, პოეტის შემოქმედების [ისტორიული] კოლორიტი.
წიგნი ჩემმიერ დაყოფილია შემდეგ ნაწილებად: 1908–1917, 1917–1933, 1933–1941, 1941–1945, 1945–1950 წწ.
ვთხოვ გამომცემლობას, ნება დამრთოს, პირადათ ვადევნო თვალყური ჩემი ნაწერების კრებულის კორექტურასა და ბეჭდვას.
ასეთი კონსტრუქციის წიგნი შეუმსუბუქებს, განაახლებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას პოეტის შემოქმედებაზე.
მკითხველებს კი შესაძლებლობა ექნებათ, უფრო დაწვრილებით გაეცნონ პოეტის შემოქმედების ევოლიუციას და ამით შესწავლა პოეტის შემოქმედებისა გასცდება რა სპეციალისტების ვიწრო წრეს, გადაიქცევა მკითხველთა ფართო მასის საქმედ...
ეს კი ძალიან დიდი საქმეა.

გალაკტიონ ტაბიძე, საქართველოს სახალხო პოეტი

მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი
1952, 19 ნოემბერი