შუალედი - დან - მდე
 
 


საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს – აკადემიკოს ნ. მუსხელიშვილს


აკადემიის ნამდვილი წევრის გ. ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


მოგახსენებთ, რომ გამომეყო სამოსახლო ადგილი წყნეთში, სადაც განზრახული მაქვს დავდგა სახლი. ამ სამუშაოს შესრულებისათვის, ვინაიდან მე არ მაქვს არავითარი გამოცდილება, თუ რა წესით და როგორი გაფორმებით უნდა ჩატარდეს სამუშაო, ამისათვის გთხოვთ, დახმარების აღმოჩენას თქვენდამი <დაქვემდებარებული> ტექბაზის მეშვეობით. სახლი უკვე შეძენილი მაქვს, საჭიროა მისი გადატანა და დაშენება ქვედა სართულზე.
აღნიშნულ სამუშაოების ხარჯები გაღებული იქნება პირადათ ჩემზე, რისთვისაც გთხოვთ, ამ სახის დავალება დააკისროთ ტექბაზას და აუნაზღაუროთ მათ მიერ გაწეული ხარჯები ჩემი კუთვნილი ხელფასის გადარიცხვით.

განმცხ. გ. ტაბიძე

ივლისი, 1952