შუალედი - დან - მდე
 
 


საქართველოს სსრ განათლების მინისტრს


საქ. მეცნიერებათა აკადემიის წევრის, საქართველოს სახალხო პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


გაზეთ „Заря Востока“-ში (№118, სამშაბათი, 22 მაისი, 1951 წ.) მოთავსებულია წერილი „სიმწიფის მოწმობაზე“. იგი ეხება თბილისის პირველ ვაჟთა შკოლაში ჩატარებულ გამოცდას, რომლის ხელმძღვანელებად ყოფილან დირექტორი ჯ. ჯორჯიკია და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი [ვინმე] ქუთუბიძე. ჯორჯიკიას გაუხსნია პაკეტი და წაუკითხავს თემები საგამოცდო მუშაობისათვის, რის შემდეგაც ისინი დაფაზე წაუწერია ქუთუბიძეს. გაზეთი ასე აღნიშნავს: „Основные мотивы творчества Акакия Церетели“, „Творчество Лео Киачели“ и вольную тему с эпиграфом народного поэта Грузии Г. Табидзе „Земля моя родная“ („მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს ტკბილს ენას, შენს მშვენიერს ჩანგს დავიცავ“).
Когда через некоторое время преподаватель обошел ряды пишущих, интересуясь, какие же они выбрали темы, оказалось, что 45 учеников выбрали первую и вторую тему о творчестве Акакия Церетели и Лео Киачели.
მე ძალიან მიკვირს, რატომ უნდა ყოფილიყო თავისუფალ თემად ეპიგრაფი, რომელსაც ყოველი პატიოსანი ქართველი კაცი უაღრესად აფასებს, რომელშიაც ნახსენებია ქართული ენა, ხელოვნება. ან რად დასჭირდათ, მიეცათ პრესისთვის პირადად ჩემი შეურაცხმყოფელი ცნობა ქუთუბიძის მოსწავლეთა რიგებში ჩამოვლის შესახებ, ან რა საკადრისია, რომ როდესაც სხვა მწერლების სახელებს აცხადებ მთლიანად (აკაკი წერეთელი, ლეო ქიაჩელი), ჩემი სახელი აღინიშნოს ერთი ანბანით? თითქო ყველა ჩემს ტომებზე, ღრმად პატივცემულო მინისტრო, სავსებით გარკვეულად აღნიშნული არ იყოს – გალაკტიონ ტაბიძე.

1951, 29 მაისი