შუალედი - დან - მდე
 
 


მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს ამხ. მამალაძეს


კვირას, ა. წ. 12 სექტემბერს ჩვენს კლუბში ეწყობა სახალხო პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების საღამო.
ამასთან დაკავშირებით [გთხოვთ, დაგვეხმაროთ] ეწყობა გამოფენა, მიძღვნილი გ. ტაბიძის შემოქმედებისადმი, რისთვისაც გთხოვთ დახმარებას:
1. გამოჰყოთ მხატვრების ბრიგადა [ექსპონატები] გამოფენის მხატვრულად გაფორმებისათვის და [თუ შ...]
2. [ერთი] რამდენიმე დღით გვათხოვოთ თქვენს განკარგულებაში მყოფი ის ექსპონატები, რომლებიც ეხებიან გალაკტიონ ტაბიძეს.
3. გამოჰყოთ მხატვრები, რომლებიც გააფორმებენ აგრეთვე ამ საღამოსთვის თვით თეატრის დარბაზსა და სხვ.
4. გთხოვთ, გვათხოვოთ [შესაფერისი] გამოფენისთვის საჭირო სტენდები.

[1948]