საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს
მწერალთა კავშირის წევრის, სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
1948 წლის 11 [დეკემბერს] ოკტომბერს (ძველი სტილით 28 სეკტემბერს) სრულდება ორმოცი წელი ჩემი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლიდან.
[ამ თარი.] [გთხოვთ, თუ საჭიროთ დაინახავთ, აღნიშნული იქნას ეს დღე, როგორც შესაფერისად დაინახავთ, როგორც ჩვეულებრივად ხდება].
საზოგადოებრივმა წრეებმა უკვე იციან ეს ამბავი და იმედი მაქვს, პრეზიდიუმი [აღნიშნავს ამ დღეს, მიიღებს დადგენილებას] მიიღებს ყოველგვარ ზომებს, რათა შესაფერისად აღინიშნოს ეს თარიღი.
გ. ტაბიძე
1948 წ., 27 ივლისი