შუალედი - დან - მდე
 
 


საქართველოს უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოების პრეზიდიუმს


ჩემს სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლიდან ორმოცი წლის შესრულებასთან დაკავშირებით უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოების პრეზიდიუმს ვთხოვ, რათა მიიღოს ზომები, გადათარგმნილ და გამოცემულ იქნას ჩემი ნაწერების კრებულები უცხო ენებზე, მაგ. ფრანგულზე და სხვ.
მთარგმნელებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ 1944 წელს სახელგამის მიერ გამოცემული წიგნით „რჩეული“, აგრეთვე 1946 წელს გამოსული ჩემი მეოთხე ტომით და ლექსებით, რომლებიც დაწერილია ომის შემდგომ პერიოდში.
გეგმა წიგნისა შემიძლია წარმოგიდგინოთ პირველ მოთხოვნისთანავე.

გალაკტიონ ტაბიძე, საქართველოს სახალხო პოეტი

საქ. მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი
1948 წ., 5 აპრილი