შუალედი - დან - მდე
 
 


ტფილისის საბჭოს თავმჯდომარეს ამხ. ბაქრაძეს


ცაკის თავმჯდომარის ამხ. ფ. მახარაძის განკარგულებაზე ჩემთვის საცხოვრებელი ბინის მოცემის შესახებ, თანახმად თქვენი მისდამი პასუხისა (№10242, ა. წ. 10/X), ჩემთვის გამოყოფილია ბინა კომუნალურ ბანკის ახალ შენობაში.
ამის გამო გთხოვთ, მიიღო მხედველობაში შემდეგი გარემოება სხვა ავადმყოფობასთან ერთად მე მაქვს, ძლიერი ფორმით, გულის ავადმყოფობა, რაც შეუძლებელს ხდის ჩემს მესამე სართულში ცხოვრებას, [მაღ. ამისთვის] ძლიერ შეაფერხებს ჩემს ლიტერატურულ მუშაობას. ამისათვის გთხოვთ, მომაკუთვნოთ ბინა მეორე სართულში.
დანართი: ამიერ-კავკასიის სახკომსაბჭოსთან და ჯანსაღკომთან არსებულ კომისიის ცნობა.

გალაკტიონ ტაბიძე
ტფილისი, 25 დეკემბერი, 1933