პროფკავშირთა საბჭოს პრეზიდიუმს
ს. ს. რესპუბლიკის სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
5 ივლისს სახ. ოპერის თეატრში გამართულ ჩემს იუბილეის გამო პროფკავშირთა მიერ ჩემს სასარგებლოდ გადადებული იქნა 3.000 მან. ამ ფულიდან დღემდე მე მიღებული მაქვს მხოლოდ ათას სამასი. დანარჩენი ათას შვიდასი მანეთი ირიცხება თქვენზე. ვინაიდან მატერიალურ სივიწროეს განვიცდი, გთხოვთ, გამომიწეროთ ხვედრი ფული და შემდეგ აინაზღაუროთ კავშირებისაგან, რომელთა დროზე ფულის შემოუტანლობის გამო ფერხდება ფულის ჩემთვის გადახდის საქმე.
გალაკტიონ ტაბიძე
1933, 3 ნოემბერი