შუალედი - დან - მდე
 
 


[მიხა კახიანს]


როგორც მოსკოვში ყოფნის დროს მოგახსენეთ, ჩემი მატერიალური მდგომარეობა იმდენად აუტანელია, რომ შეუძლებელი ხდება ლიტერატურული მუშაობის განგრძობა. ამის გამო, როგორც გიამბეთ, მე გადავწყვიტე, გადავიდე ჟურნალ „მნათობში“ მუდმივ თანამშრომლობაზე; მივიღებ რა განსაზღვრულ ყოველთვიურ ჰონორარს, ჩემთვის შესაძლებელი იქნება, უარი ვსთქვა იმ ჰონორარზე, რომელიც მომიწევს ჟურნალის ყოველ 2-3 ნომერში მოთავსებული მასალებისათვის.

[1928]