სახელმწიფო გამომცემლობის კოლეგიის თავმჯდომარეს – მამია ორახელაშვილს
ჩემის რედაკტორობით ქართულ ენაზე გამოდის ყოველკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო „ჟურნალი“. ჟურნალს არ შეუძლია არსებობა, თუ მას არ ექნა განცხადებები. ამიტომ გთხოვთ ნებართვას: განცხადებები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებების იბეჭდებოდეს ჩემს ჟურნალშიც, როგორც ეს არის „ლომისში“ და „რუბიკონში“. ჩემი ჟურნალი ერთადერთი ყოველკვირეული ჟურნალია საქართველოში.
გალაკტიონ ტაბიძე
ტფილისი, 1923, 6 თებერვალი