შუალედი - დან - მდე
 
 


გრუკავროსტას გამგეს - მოქ. ბოგდატიევს


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ჩემი წიგნი (ლექსები, ტ. II ) დაბეჭდილ იქნა ჩემმიერ 2.000 ეგზემპლიარი.
იგი დაჯდა (მაისში 1919 წ.) 25.000 მანეთი (ქაღალდი, აწყობა, დაბეჭდვა და სხვ.).
ნაწილი ამ წიგნებისა მე უფასოდ დავარიგე სალიტერატურო საღამოებზე [ლიტერატორებში] პოეტებში და სხვ.
უფრო მეტი ნაწილი წაიღეს აგენტებმა და შემდეგ არ დაუბრუნებიათ არც წიგნები და არც ფული.
ამნაირად მე არ მიმიღია არა [მარტო] თუ საავტორო ჰონორარი, არამედ [ცოტაოდენი სხვა ფული, რომ] გამოცემის ხარჯებიც კი არ გამისწორებია.
500 წიგნი, რომელიც შენახული მქონდა, გთხოვთ, იყიდოთ ჩემგან – ეგზემპლიარი ათას მანეთად, თუ არა – გთხოვთ, დამიბრუნოთ.

გალაკტიონ ტაბიძე


ამასთანავე წარმოგიდგენთ სსსრ სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური [გამგეობის] განათლების მთავარი გამგეობის ქაღალდს (№358). სახელმძღვანელოდ იმ შემთხვევაში, თუ წიგნის უფასოდ წართმევას ისურვებთ.

ტფილისი, 1921 წ., 9 აპრ.