სანატორია
ოცნება იქცა სინამდვილედ,
როდესაც მწვანეს
მიადგნენ ტყეებს და მხარეში
გზა გაიყვანეს.
ერთგულ შრომაში აქ ჩაება
მთელი სოფელი -
ქალი თუ კაცი, შორეული
თუ მეზობელი.
თავდადებულად მუშაობდა
მოხუცი კაცი,
ჭაღარა, მაგრამ ჯანმაგარი,
მხნე და მამაცი.
ყველას ავსებდა სიხარულით
ლამაზი კორდი,
სადაც სულ მალე გაიშალა
მშვიდი კურორტი.
იცოდა ყველამ: ქვეყნის მადლით,
ფიანდაზობით,
გადარჩებოდა აქ სიცოცხლე
ას-ათასობით.
[1944]