* * * აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე... აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე, უცნობი მზისთვის,ყოველ ქვეყნის და დროის გარეშე ცხოვრობს თავისთვის.საღამო მშვიდი აძინებს მხეცებს, ეხლა თავიდანაჩრდილი მზიან ადგილებს ეძებს, მზე კი ჩავიდა.[1927 წლამდე]