დღიური-605-9 - 1956 წელი
„ქვე, ქვენ“
[მე მახსოვს ერთი]
ადიოდა ზე
მშვენიერი ტყე:
შენ იყავი მზე,
მე ვიყავი ტყვე.
შენ სთქვი: ჭი, ჭი, ჭი.
მე ვსთქვი: ქვე, ქვე, ქვე.
[ვერ დაამთავრებ]
[დაამთავრებ რას]
[სულ] და... მოჰყვები კი -
რაც არ უნდა ჰყვე?
1956-25-III
რაჭუნიკებო,
არ მიწყინოთ ეს,
ხასიათზე ვარ
ამნაირზე დღეს.
*
წინად ერისთვებს
მსახურობდით თქვენ,
შემდეგ ბერიამ
დაგხიათ ქვე, ქვე.
დროა, წახვიდეთ
ზე, ზე ზე ზე ზე,
თორემ თხლეები
დაგესხმით თავზე.
როს თამარ მეფეს ფარვიდა – თინათინ.
ფუტურიზმი საქართველოში.