დღიური-367 - 1956 წელი
1956. პირველი აგვისტო .
დღეს, როდესაც ჩვენს აკადემიაში მივედი ჩემი პოემის, „მშვიდობის წიგნი“-ს თარგმნის პროცესის შესახებ ამბის გასაგებად, ჩემი ყურადღება მიიქცია თექვსმეტმა დროშამ, რომლებიც აშვენებდნენ აკადემიის ახლო მდებარე ბაღს. თექვსმეტი დროშა! ისინი შრიალებენ, ისინი მოელიან „მშვიდობის წიგნს“: თექვსმეტი დროშის მფარველობის ქვეშ, რა დიადად მეჩვენება მომავალი იმ წიგნისა, რომელსაც სახელად ჰქვია "მშვიდობის წიგნი".
გაუმარჯოს მშვიდობის წიგნს!
გაუმარჯოს პირველ აგვისტოს - დასაწყის დღეს - დამკვრელი პერიოდისათვის!!! გაუმარჯოს 16 დროშას!
*
მზად გვაქვს 5788 სტრიქონი IX ტომისათვის. ნინო ამბობს, რომ ავიყვანოთ 10.000 სტრიქონამდე.
რადიანელები
რადიანი შალვა დიმიტრის ძე - ელბაქიძის ქ. 21, გაჩეჩილაძე ამბერკი ნიკოლოზის ძე - ვაჟა ფშაველას 28, კეკელიძე კორნელი სამსონის ძე - პლეხანოვის 102, აბზიანიძე გიორგი ნიკოლოზის ძე - ძერჟინსკის ქ. 19, დუდუჩავა მამია იოსების ძე - მეტეხის №1, ბარამიძე ალექსანდრე გიორგის ძე - ძნელაძის ქ. №1, ჩიქოვანი მიხეილ იასონის ძე - ბარნოვისა და სამგორის ქუჩის კუთხე №83, ბენაშვილი დიმიტრი გიორგის ძე - გოგებაშვილის, ჟღენტი ბესარიონ დავითის ძე, ხერხეულიძე გრიგოლ მიხეილის ძე, კენჭოშვილი აკაკი დიმიტრის ძე, სიხარულიძე ქსენია ალექსის ას., ვირსალაძე ელენე ბაგრატის ას., ცანავა აპოლონ ვასილის ძე, ხინთიბიძე აკაკი გიორგის ძე, ყუბანეიშვილი სოლომონ ივლიანეს ძე, იმედაშვილი გაიოზ იოსების ძე, ბარამიძე რეზო გრიგოლის ძე, კაკიაშვილი გრიგოლ ალექსის ძე, ციციშვილი გიორგი შალვას ძე, მირიანაშვილი ანდრო მათეს ძე, შარაშენიძე ეთერი დავითის ასული, ოქროშიძე თამარ დომენტის ას., ჯიბლაძე თინა გერონტის ას., ვაშაყმაძე შოთა ნოეს ძე, ხურცილავა თამარ თეოდორეს ას., მეზვრიშვილი მარიამ კონსტ. ას., შავგულიძე ელენე, გოგილაშვილი ანა (მნე), კეკელიძე ლიანა (ასპირანტი), ბექაური ნათელა, გაბუნია გელა, ბარნოვი გურამ, ბარდაველიძე ჯონდო.
*
1956. ორი აგვისტო.
დეკადის კომისია შესდგება 6 მწერლისაგან:
1. ბესო ჟღენტი - 3-20-49. 2. სერგი ჭილაია - 3-88-54. 3. გრიგოლ აბაშიძე - 3-69-25. 4. კარლო კალაძე - 3-82-92. 5. სიმონ ჩიქოვანი - 3-52-32. 6. მიხეილ მრევლიშვილი - 3-97-99.
არს ესე საცოდნარია! (გუშინ ა. მაშაშვილი აღშფოთებული ლაპარაკობდა ამ კომისიის შესახებ. გასტენიან ანტოლოგიას, ალბად, თავიანთი ლექსებითო).
სამი აგვისტო.
გაკეთდა დიდი საქმე: დალაგდა პოემები. საბოლოოდ კიდევ სჭირდება გადახედვა.