სიმფონია ფესვების
თუ დაემხობი მიწაზე რწმენით
და ყურს დაუგდებ არსთ ყოფნის სიოს,
მუდამ მოისმენ მახვილი სმენით
შეუდარებელ ამ სიმფონიას.
სიცოცხლე მრავალ ათასი ფესვის
შეიშმუშნება მიწის ქვეშ ჟღერით -
ეს სიმღერაა დარგვის და თესვის,
ჰანგით ფარულით და მშვენიერით.
ასე, ბუნებას ვერ ჰკითხავ: რატომ?
ოდეს მრავალი და თანატომი
ეხმაურება ატომი ატომს
და უერთდება ატომს ატომი.
1943