შუალედი - დან - მდე
 
 


პავლე შადური


მამალი-მთარგმნელი
                       (იგავი)

მთელ საქათმეში ხმა გავარდა რა,
ქათმებმა შეჰქმნეს აყალ-მაყალი,
რომ მშობლიური ლიტერატურის
ერთგულ მუშაკად იქცა მამალი.

რომ იგი თარგმნის პოემებს, ლექსებს
და ბეჭდავენ მათ ის ჟურნალები,
რომელთ ფურცლებზე ასე ადვილად
ვერ მოხვდებიან ყველა მამლები.

დაუმეგობრდა რა ბატს - რედაქტორს
(წინად ბოსტნებში კენკდნენ ომახით),
მან თვით ბულბულის სტვენა გამოსცა
თავისუფალი თარგმანის სახით.

რაკი მასზე სთქვეს: ნიჭია წმინდა,
შეკვეთა მოდის ყოველი მხრიდან!

ის მიიწვიეს დედაქალაქში
და ყოველნაირ ენიდან - აწ ის

თარგმნის ბეღურას, თარგმნის ინდაურს,
ყოველგვარ ფრინველს თარგმნის და თარგმნის.

მაგრამ თარგმანში ის ყოველ სტრიქონს
მაინც თავისას ურევს ყიყლიყოს!

არ ვარგა ასე, მოვიწამლებით,
თუ ლექსთა თარგმნას მიდგნენ მამლები.

10 დეკემბერი, 1951
„Лит. Газета“