შუალედი - დან - მდე
 
 


იოჰან ვოლფგანგ გოეთე


მგზავრის სიმღერა

სიმშვიდეში თვლემს
მწერვალები მთის,
ქარი არა სცემს,
ფოთოლი არ თრთის.
მოსვენების ჟამს
მისცემია ტყეც.
მოითმინე წამს,
მოისვენებ შენც.

[1940-იანი წლები]