შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * *
მთვრალი აბბატი. შენ მარკიზო, ნუ ლაპარაკობ.
სჯობს გაისწორე მოქცეული განზე პარიკი.
- ღვინო კიპრიდან, კამარგოდან, რუმბები მთელი
ისე არ ათრობს, როგორც თქვენი ლამაზი ყელი.

- ო, ცეცხლი ჩემი.. - დო, მი, სოლ, ლა.. დო..
- შენ გაგიხდია ანაფორა, ტკბილო აბბატო.
- ქალებო, ვიყო მე წყეული მე ამა ხნიდან,
თუ ვარსკვლავები არ მოგართვათ უმაღლეს ციდან.

- პატარა ძაღლად გადაქცევა... რას ებრალები?
- ერთი და ორი.. ვკოცნოთ ჩვენი მწყესი ქალები.
- ეჰ, ბატონებო. დო, რე, მი, აა... დორემი.. ლა, რე...
- ჩვენ ლხინს ვეძლევით უბოლოოს. მშვიდობით, მთვარევ!

1925