შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * *

ო, შენი სული... სიშორეთა ელვარებს თოვა,
სადაც ცეკვისთვის იკრიბება ნიღაბთა გროვა,
უცხოდ მორთულან, მოკაზმულან, ვით ძველნი დრონი,
მაინც წუხილი მიუძღვის წინ მათ მსუბუქ რონინს.

უღრუბლო დღენი და მინორი, ცელქი ამური.
აი, მათი ხმა სევდიანი და საამური.
ბედნიერება მათ არ სჯერათ.. და კადანსებით
მთვარის შუქთაგან შეკრებილი ჩქეფს რომანსები.

და გადიღვრება მთვარის შუქში - ფოთოლთა შორის
ხელი ოცნება უდროო დროს აფრენილ ქორის.
მთვარისკენ ილტვის თეთრ ქვითინით და დანანებით
მარმარილოდან ავარდნილი შადრევანები.

1925