შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * *

შენ არ გეგონოს, რომ ეს ხმაა სამარის ლოდის,
ეს ჩემი ხმაა, იგი შენსკენ და შენთან მოდის.
ყური დაუგდე იმედებით სავსე ჭიანურს.
მე შენ გიმღერებ ამ სიმღერას ადამიანურს.

ვიმღერებ შენის გამოხედვის ცეცხლზე და ალზე,
ფიქალზე - მკერდზე, თმაზე - სტიქსზე, გრძნობაზე - ზღვაზე.
შენ არ გეგონოს, რომ ეს ხმაა ლეშის და ცხედრის.
ეს ჩემი ხმაა: სიყვარულის ალერსზე გვედრის.

შესაფერისად მე შევამკობ შენს სხეულს მყინავს.
გამახსენდება მე სხეული და აღარ მძინავს.
უკანასკნელად შენთა ბაგეთ მიხარის მდელო,
შენ რა გაღიმებს ჩემს ტანჯვაზე.. წმინდანო! მკვლელო!

ყური დაუგდე შუაღამით ჭკვიან ჭიანურს.
მე შენ გიმღერებ ამ სიმღერას ადამიანურს.

1925