შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * *

სიმების კვდომა: შემოდგომის ქვითინი ნელი,
დაღლილი სული. მარტოობა და ღამე ბნელი.

ნისლიან სიზმრებს წარსულის ხმა მარხავს მესსის,
ღამე მიყვება პროცესსიას და ხსოვნა კვნესის.

ბოროტო ქარო, მე შენთან ვარ.. მდის ცრემლთა წყარო.
მიგაქვს თან ჩუმი ოცნებები - ფოთოლო მჭკნარო.

1925