პოლ ვერლენ
* * *
როგორ ხმაურობ, ოკეანეს სივრცევ ზიარო.
გადაფენია მთვარეს ჩრდილი სამგლოვიარო.
ნისლიან ცაზე იკლაკნება ელვის გრეხილი
და ელავს ელვა, როგორც ხმალი გადატეხილი.
გამწარებული ეხეთქება ტალღა ქვა-ლოდებს,
თავგადაკლული ოკეანე გრგვინავს და გოდებს.
ცაზე ხანდახან გაიბრძოლებს გრგვინვა ჩქარ-ჩქარი,
ქუხს ოკეანე.. იმუქრება მეხის ხარხარი.
1925