შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * *

აწ არაფერი არ მახარებს შენში, ბუნება:
არც მინდორ-ველი, არც მწყესთა ხმა და სალამური,
არც გათენება, არც დაისთა გზა საღამური.
დაოსებულ გულს ტკბილათ აღარ ესალბუნება.

ადამიანი, ხელოვნება, გიმნი და ოდა,
თვითონ ტაძრები და კოშკები უზარმაზარი,
ო, ყველაფერი ცარიელი არის ტაძარი..
თავისუფლება და სიკეთე.. მონობა, ცოდვა!

ღმერთი აღარც მწამს. სიყვარულიც, ასე მეგონა,
მხოლოდ უგულო დაცინვაა და ირონია.

და როგორც ნავი - მეოცნებე მოსვენებაზე
დავიწყებული - ჩემი სული, ვით მძიმე ბოდვა,
ეძლევა ტალღებს და ქანაობს ქარის ნებაზე.

1925