შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * * 

მოგონებაო, რად აღვივებ კვლავ გულში ღუმელს?
შემოდგომის დღე ინახავდა მწუხარე დუმილს.
ჰქროდა ყორანი და სინათლის შუქი პიტალო
ველს ეცემოდა სევდიანი და მოყვითალო.

ჩვენ მივდიოდით, ვით ოცნება სიზმარეული,
მას თმები ჰქონდა ჩამოშლილი და არეული -
და სპეტაკი ხმით უცებ მკითხავს ქალი ციერი -
თუ ქვეყანაზე როდის ვიყავ მე ბედნიერი?

ამ უცხო ხმაზე, მოფენილზე მრეკავ სიმებით -
ფრთხილით და ჩუმით ვუპასუხე მე გაღიმებით.
უნაზეს ხელებს საკოცნელად კვლავ მივაგენი -

რა მაგიურად სუნნელებდი, ვარდო პირველო.
რა ანგელოსურ ინაზებდი, ხმავ საკვირველო,
ოდეს სიყვარულს სჩურჩულებდენ მისნი ბაგენი.
                                        
1925