შუალედი - დან - მდე
 
 


ვალერი ბრიუსოვ


ამხანაგ ინტელიგენტებს

ჯერ ისევ გუშინ შენს თავზე იდევ,
როდის ხომალდი აუშვებს აფრებს,
უელსს, ჯეკ ლონდონს, ლერუს, და კიდევ
ვის არ უსმენდი მომხიბვლელ ზღაპრებს?

და ჟრუანტელით, როგორც ბავშები,
და სიხარულის იდექით შიშით,
როს თვალწინ ქროდენ საუკუნენი
ახალი მიზნით და ანგარიშით.

გიყვარდათ თქვენი ტრაგიზმი, ბედი,
გიყვარდათ დიდი წარღვნების გრძნობა
და არ იცოდით, ცეცხლში თუ ქარში
დაინგრეოდა ძველი ევროპა.

აჰა, აღსრულდა! ბედმა მოზიდა
ახალი ქარი, ცვალებად მქროლი,
ცხოვრების წრიდან, დღიურ პროზიდან
საოცრებაში ვართ ასროლილი.

გვესმის ქუხილი - ათასწლოვანი
სიმაგრეები ჩაინგრა, გაქრა.
თოვლით დაფენილ რუსეთის ველებს
ჯერ არნახულმა ცისკარმა გაკრა.

გაჰქრენ ტახტები, ვით მღვრიე თოვლი...

[1924]