მოთხრობა ს. უაიტისა
მწევარი
I
არც ისე დიდი შემადგენლობის კინო-ექსპედიცია გაემართა შუაგულ აფრიკაში. მას მიზნად ჰქონდა, ბუნების წიაღში გადაეღო კადრები მომავალი უმთავრესი სურათისათვის. თვით კინოექსპედიცია შესდგებოდა: რეჟისსორის, ოპერატორის, გმირის, გმირი ქალისა და მოსამსახურე მზარეულისაგან. ამათ გარდა [ექსპედიციამ] დასმა დაიქირავა რამდენიმე ზანგი და ორი თეთრი მონადირე გამყოლებად. ერთ მონადირეს თან ახლდა ცოლი - კიტსი. მეორე მონადირემ, ფორრესტერმა, დასს წინადადება მისცა, გამგზავრებულიყვენ მსუბუქი ავტომობილებით, ზანგები კი, ფეხითაც მშვენიერად ეწეოდენ მათ თავიანთ მსუბუქ „საფარებში".
ყოველივე ეს არც ისე საგულისხმოა, რადგან აქ საუბარი გვექნება ძაღლზე, თეთრ მწევარზე. ეს მწევარი იყო სანტიმენტალური [ხასია] ბუნების, [სპეციალურად] საგანგებოდ კინოსურათებში გადასაღებად გაწრთვნილი. ძაღლი გართული იყო განსაკუთრებით თავისი კინოსაქმეებით. მის სპეციალობას შეადგენდა - ყოფილიყო ლამაზი და გრაციოზული, მიეახლოებია თავი მისს ველდას (გმირი ქალის) ზამბახივით თეთრი ხელებისათვის და ჰქონოდა გარეგნობა ძაღლთა შორის ლორდი ბაირონის, ცოტაოდნავ დაღლილისა და დაწვრილების.
ასეთი მეტად ფაქიზი მოვალეობათა ასრულება იოტის ოდნავათაც არ უწყობდა ხელს მწევარის [მამაკაცურ] ვაჟკაცურ თვისებათა განვითარებას. ფიდელოსთან საერთოდ ყოველგან და ყოველთვის იყო საკმარისი [ხლაფორთი] ხათაბალა, მაგრამ განსაკუთრებით საშიში იყო მდგომარეობა მისი იმ მხარეში, სადაც საკმარისზე მეტია ლეოპარდები. ეს ლეოპარდები [ძაღლებს სთვლიან] გემოთი [უმშვენიერეს] უტკბესად და [მონელებისთვის] [მოსანელებლადაც საუკეთესოდ სთვლიან ძაღლებს და რამდენიც გინდა] კარგა დიდ მანძილზე ადვილად გადასატანად სთვლიან ძაღლებს.
თვითონ ფიდელო დიდის უნდობლობით უცქეროდა აფრიკას და ღამღამობით გაგულისებით ღრინავდა. მაგრამ მიზეზები ღრენისა სრულიადაც არაფერი არ იყო. ექსპედიციას ჯერ კიდევ არ მიეღწია იმ ადგილისათვის, სადაც მხეცები იმყოფებიან. მისს ველდას ძალიან [აფიქრებდა] [აწუხებდა] შიშობდა [მწევარზე ფიქრი] მწევრის შესახებ, მაგრამ არავინ მის შიშს არ იზიარებდა. ფიდელოს ხასიათის სილბილე ყველაში, მისი პატრონი ქალის გარდა, იწვევდა მაგარ სურვილს ერთი მაგარი წიხლის თავაზისას.
II
დაბოლოს ექსპედიციამ მიაღწია გარეული ნადირებით მდიდარ ადგილებს [სადაც გარეული ნადირები იმყოფებიან].
მზე უკვე დასავალს უახლოვდებოდა. ფორრესტერი ენერგიულად შეუდგა ბანაკების მზის ჩასვლამდე მოგვარებას. ზანგებს თავზე ედოთ და ისე მოჰქონდათ წყალით სავსე გაზოლინის ბიდონები. ბასრი „ჰანგებით" ათიბეს მაღალი ბალახი იმ ადგილას, სადაც კარავები უნდა დაეცათ. აკეთებდენ თხრილებს კარავებისათვის. მეტი ნაწილი კი აგროვებდა ფიჩხს. ბანაკის შუაგულში დაანთეს დიდი ცეცხლი.