ოსვალდ შპენგლერ
ფილოსოფია ლირიკის
გოტიკის ოქროს საუკუნესთან შესახვედრად, კაროლინგების ადრიან გაზაფხულის ეპოქიდან - სდგება ევროპის ახალგაზრდა სული [ევროპისა]. იგი მასში ეძიებს, ხმოვანებს, მჭიდროვდება, რათა საბოლოო ანგარიშში გამომჟღავნდეს (გამოცნაურდეს) ერთს მთლიან პოეზიაში.. გამოჩნდა (გაიშალა) ახალი ქვეყანა. ეს უკვე აღარ არის ის, ხორცსხმული, მსოფლიო მშვენიერი და ახლობელი საგნებისა, რომელიც დამშვიდებით ერტყმოდა გარს ანტიურ ადამიანს. აქ ბუნება ფართოვდება განუზომელ [სივრცეებსა] სიშორეებსა და საზღვარ დაუდებელ მოქმედებებში, იმ სივრცისა და დროის საშუალებით, რომლებიც ცნაურდებიან უშორეს ზღვებსა და მთებში, მიმავალ ღრუბლებში, გაქრობამდე მისულ ჰორიზონტებში, უღრმეს ღამეებში, უბოლოო [ეфირში] ეთერში, და ყოველივე ამაზე ერთს ყოვლის შემცველ სახელში: ღმერთი (პროლეტარიატი), ახალი ცხოვრება გამოიწვევს (გამოუძახებს) თავისთვის ახალს სულს ენისას, და ეს იმის შემდგომ, რაც ჯერ ისევ დიდი ხნის წინად ლათინურ ლექსში სიგრძემ და სიმოკლემ მარცვლებისამ, მათმა წყობამ ადგილი დაუთმო მახვილს.
რითმა ხდება უმთავრეს ელემენტად - ნიშნად იმისა, რომ ამ ამომავალ ქვეყანას სურს და [მოვალეა] უნდა [გამოსთქვას] მთავარი აზრი თავისი არსებობის გამოსთქვას მუსიკაში და არა პლასტიკაში. თვითონ ლათინობა (ენა?) გაცოცხლებულია ახალი [ენით] სულით, უშუალოდ, შეუგნებლად გასინჯულია ყოველი მხრით და მხოლოდ რენესსანსმა ისევ ჩაჰკლა ეს ცოცხალი გოტიური ლათინური (ენა? ლათინობა?).
ენა არის ჭეშმარიტი სასწაული კაცობრიობის. ამ მცირერიცხოვან ბგერებში იფარება განუზომელი სფერო დამაშინებელი სიღრმეების, მოუწდომელ საიდუმლოებათა, თავბრუდამხვევად მისწრაფებული.
ხანა. ერა.
გმირული სიმღერა.
აფრთოვანებული, დამწველი, მსრბოლი, თავდამსხმელი.
არის გამომსახველი ახალგაზრდა ძალოვნების.
გახარებული სიჭარბისა.