შუალედი - დან - მდე
 
 


სიული პრიუდომი


მე თავისთავს პოეტად ვთვლი

მე მოწოდებით პოეტად ვთვლი ეხლა თავისთავს,
ვინ იცის, იქნებ ვცდები და...
მაგრამ მე მჯერა უმაღლესი ჭეშმარიტება,
კეთილს და ბოროტს მთელი გულით ვეხმაურები,
ან შეიძლება, მე მაკლია ძალა ფარული,
რომ ჩემი ლექსით კაცი დასტკბეს ანდა დაღონდეს?
ან რომ რითმებში ჩამოვასხა დიდი ოცნება,
სამისო დიდი და უსაზღვრო ძალა არ მქონდეს?
მაინც, როდესაც მოქანდაკე ქმნის ქანდაკებას
და დაძლეული აღებული მიზნის სიმძიმით
ვერრას უხერხებს ქანდაკებას, ნუ თუ მის გამო
ის ნაკლებ არის შემოსილი ზეშთაგონებით?
ვინ განიცადა ჩემთან ჩემი ცრემლი, ოცნება?
ყოველნი კაცნი ქვეყანაზე გრძნობენ ერთგვარად,
მაგრამ ყოველ კაცს როდი ძალუძს ნარნარ რითმებში
სახედ ჩამოჰქნას ოცნებანი ხვეულნი ჯარად!
ხანდახან ჩემის ფიქრებისთვის მეც სიტყვებს ვეძებ,
გრძნობა დიდია, მაგრამ არ სჩანს მსგავსივე ძალა!
                                      
[1915]