შუალედი - დან - მდე
 
 


ჯორჯ გორდონ ბაირონ


ნაპოლეონს

1
გათავდა! გუშინ მძლეთა მძლეობა,
გვირგვინიც, მეფე ყველა მეფეთა -
დღეს უსახელო ხარ სახეობა!
რომელს დაცემის გზა შეეფეთა.
იგი, ვინც ტახტებს აძლევდი მონებს,
სიკვდილს სწირავდი მთელ ლეგიონებს,
მაშინ შეგეძლო, რომ შეგებედა -
ეხლა? დაცემის ასეთის მერე
შენ სცოცხლობ - როგორც სიცალიერე.

2
უგონოვ! ჰკლავდი მათრახის ცემით -
ვინც შენს წინაშე თავს ხრიდა, ყველას,
დაბრმავებული მწველ დიადემით,
სხვებს უპირებდი თვალთა ახელას.
ჯილდოს მიცემა შეგეძლო დიდი,
შენ კი ერთგულებს მწარედ უხდიდი:
ბნელი სამარით აძლევდი შველას.
შენ დაგვიმტკიცე: ვით იწურება
არარას სულში მედიდურება.