შუალედი - დან - მდე
 
 


გალაკტიონ ტაბიძე. 1941


                                პროზაული ფრაგმენტები

     რა სახელის მოხვეჭას მოელოდენ ანტანტის ფინიები?
     რა ბრწყინვალებასა და სიმდიდრეს მოელოდა კორნილოვი და ალექსეევი, რო­­მელ­თაც ეზიზღებოდათ რა ერთმანეთი, ერთად მუშაობდენ კონტრ-რე­ვო­ლიუციის სა­სარგებლოდ?
     რა პატივისცემა მოელოდა მათ მემკვიდრეს დენიკინს, რომელიც, თითქ­მის ხა­ლიფად გახდა ერთი საათით.
     რა ბედი ეწია ადმირალ კოლჩაკს, ფრანგებისა და ინგლისელების მიერ უზე­­ნა­ეს მთავარსარდლად გამოცხადებულს. მისი არმია [დაიმსხვრა] დაეცა, შეე­ჩეხა რა გლე­ხების ორთითებს, და უცხოელმა მისმა მფარველებმა [მისცეს] გა­დასცეს იგი მო­წინააღმდეგეს, რომ მისი სიცოცხლის ფასით [გაეტანათ] გა­ეყ­ვანათ თავისი ჯარი და გაეტანათ თავისი ოქრო.
     რა ხსოვნა დასტოვეს თავიანთ შემდეგ იუდენიჩმა და ვრანგელმა, იმ­პე­რი­ა­ლის ცერ­ბერებმა, ქოფაკმა ძაღლებმა.

     მუსავატელი, დაშნაკი, მეუმცირესე - ყველა ცხოვრობდა უცხოელთ იმე­დით. ყვე­ლა გულმოდგინეთ ასრულებდა ინგლისის დავალებებს, ეხმარებოდენ დე­ნიკინს, აწვ­დიდენ რა მას ნავთს, უგზავნიდენ სურსათს.
     ყველას ერთსულოვნად ეზიზღებოდათ ბოლშევიკები, მაგრამ ერთ­მა­ნეთს შო­რი­საც შეუძლებელი გახდა მათი ცხოვრება. შრომა აერთიანებს, კერ­ძო საკუთრება ან­ცალკევებს, აშორებს, და თათრები ხოცავენ სომხებს, სომ­ხე­ბი თათრებს, ქართველნი სომხებს, სომხები ქართველებს.
     ქუჩაში ხმაურობს ცეცხლი, ელვარებს ალები, მძიმედ ეცემა რატის ხვედა.
     გაელვარებული რკინა მორჩილებით ჰყვება გამოცდილი ხელის დარტყ­მას.
     აენთე, ჩემო გულო, [დაარტყი] დასცხე, ჩაქუჩო!
     აბრიალდით, ნაკვერჩხლებო... გავარვარდი, ლითონო. შენ გახდები ჩვენი. ჩვენ უნ­და განვათავისუფლოთ შრომა, ჩვენ უნდა ყველა მდიდრებად გავხა­დოთ, ყვე­ლა მე­გობ­რებად ჩამოვკვეთოთ.
     იელვარე, ალო; ჩვენ გვინდა ბედნიერება. გულიდან ამოხეთქვას ლამობს სიმ­­ღე­რა. ამირანი თავისუფალია. მზის სხივები მიმოაბნევენ მთებში ნისლს. [ის­­რები] შუ­ბი გნეისის და სავარცხელი გრანიტის გლეჯენ ღრუბლებს. ნა­თე­ლია დღე. ყი­ნულ­თა პირამიდები თამაშობენ ცისარტყელათი. მწერვალთა გუმ­ბა­თებზე ბრწყი­ნა­ვენ თოვლის ფირნები. ზურმუხტის ტყე და ველი თავიანთ სუნ­თქ­ვას ღვრიან მო­ნო­ბისაგან თავისუფალ მხარეზე, ისინი იძლევიან ჯანმრ­თელ ბედნიერებასა და ცხოვ­რებას.
     რატი მიდიოდა თავისი თავისუფალი ბიჯით ქუჩაზე.
     იყო რაღაც მის გულში სინანული იმის გამო, რომ [მიდიხარ] თავს­ თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­და, მაშინ როცა მისი ამხანაგები ციხეებში იხუთებოდენ - შეყ­რილნი შიგ ხე­ლისუფლების წინააღმდეგ გაბედული აჯანყების შემდეგ...
     იგი, რატი, სხვაზე ნაკლებად არ იყო ჩაბმული ამ საქმეში, მაგრამ რაღაც­ნა­ი­რად ასც­და დაპატიმრებას.
     რატი მიდიოდა და ფიქრობდა - ხალხთა მასის უკმაყოფილებაზე, რო­მე­ლიც თან­დათან იზრდებოდა.
     სდგებოდა ახალი ციკლონი და საჭირონი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეს­­წევ­დათ უნარი ამ უკმაყოფილების იქითკენ მიმართვის, საითაც ის საჭირო იყო.
     მაგრამ ყველა მეთაურები აჯანყებისა დაპატიმრებულნი იყვენ.
     რატი ეძებდა გზებს მათთან დაკავშირებისა. ისინი უნდა გამოქცეოდენ საპ­ყ­­რო­ბილეს.
     წინ იდგა ახალი ხიფათები, საშიშროებანი, მაგრამ [რატის] ისინი უფრო აღატ­­ყენ­დენ რატის ენერგიას.
     იმის შესახებ, რომ რატი შეიძლება დაღუპულიყო, [სრულიადაც] ფიქ­რა­დაც არ მოსვ­ლია.
     ტალღები ყოველის [მომცველი] მძლეველი სიცოცხლისა ითრევდენ მას, იგი გრძნობ­და თა­ვის სურვილთა სიმართლეს, და იყო დარწმუნებული, რომ გა­­მარჯ­ვებული გა­მო­ვიდოდა ცეცხლიდან.
     დამოუკიდებლობის ნიღაბი ჩამოეცლებოდა საქართველოს სახეს.
     იდეა. ნათელი თებერვლის დღე (დასაწყისი ცხრაას ოცის).
     შორს ჩრდილოეთით, დიღმის ვრცელ მინდვრებს იქით, გაჭიმულიყვნენ მო­­ლურ­ჯო მთების კალთები, მათს იქით ცის მტრედისფერი აკვარელით თეთ­რად სჩან­დენ, ალმასის თეთრი ლივლივით მთავარი ქედის თოვლიანი მწერ­ვა­ლები.
     რატიმ შეხედა მთებს და გაახსენდა ევა. ევამ გაიღვიძა მის სულში რო­გორც სიმ­ღერამ, ნამღერები განუმეორებელი სინაზითა და ამ დროს მის ახლო გა­იარა მო­ხალისეთა არმიის ოფიცერმა დეზების ძგრიალით და [პაგონების] აპე­ლატების ბრჭყვი­ალით.
    მან დამცინავად გადახედა რატის, და წავიდა.
     სიმღერა ჩაკვდა რატის გულში.
     ეს ადამიანი [ემსახურებოდა] არსებობდა, როგორც შეურაცხყოფა და დამ­­ცი­რე­ბა ისეთი ადამიანების, როგორიც რატია.
      დაფიქრებული რატი [ვერ შეამჩნ.] უნებურად დაეჯახა ახალგაზრდა ქალს, რო­მელიც მოდიოდა ინგლისელთან ხელიხელ გაყრილი.
     ინგლისელი გაჩერდა, მრისხანედ შეხედა რატის და რაღაც თავის ენაზე შე­ი­­გინა.
     რატიმ იმ წამშივე ბოდიში მოიხადა ქალიშვილის წინაშე.
     იგი ფიქრებში იყო გართული, ქალიშვილი მას აპატიებს. ქალიშვილს სურ­და გა­ნეგრძო გზა, მაგრამ ინგლისელი ადგილიდანაც არ დაიძრა - და გა­ნაგრ­ძობ­და - [გულმოსული ხმით] გინებას.
     - რა უნდა, ან რას იგინება? - იკითხა რატიმ.
     - [იგი] მთვრალია და არ მოგეშვება, - სთქვა ქალიშვილმა, - იგი ამბობს, რომ თქვენ ხართ ხამი და იწვის სურვილით ინგლისურად გაგისწორდესთ.
     - გადაეცით მას, რომ უკვე ბოდიში მოვიხადე და ეს საკმარისი უნდა იყოს ინ­ტელიგენტი კაცისთვის.
     - არა, იგი თავისას არ იშლის, უწმაწური სიტყვებით იგინება და იმუქრება, რომ უსათუოდ გასწავლისთ ჭკუას, როგორც ჯენტლმენი; იგი გიწვევსთ ბოქს­ში.
     - თქვენ კი გადაეცით მას, რომ მას აქ თავისი სახლი ნუ ჰგონია, და ჩვენში წე­­სად არ არის მიღებული ბოქსი.
     - იგი ამბობს, რომ ინგლისელი ყოველგან თავის სახლში, და რომ ყოველ ქვე­­ყა­ნაში იგია ბატონ-პატრონი. და თუ თქვენ ამას არ აღიარებთ, მაშინ თქვენ გა­­იძ­ვე­რა ყოფილხართ და ბოლშევიკი, რომელთაც ცემა ეკუთვნისთ. ჩემი რჩე­ვაა, უპა­სუ­ხოთ მას თქვენი მუშტებით.
     - რა კი საქმე აგრეა, რა გაეწყობა. მე მზადა ვარ ვუჩვენო მას, თუ როგორი ბა­­ტონ-პატრონია იგი აქ.
     რატის ცოტა რამ გაგონილი ჰქონდა ბოქსის შესახებ. რა კი იგი გან­სა­კუთ­­რე­ბუ­ლი ძალღონისა და მოხერხების მქონე კაცი იყო, ხშირად იწვევდენ ცირ­კ­ში ქარ­თულ ჭიდაობაში, [მაგრამ ბოქსის] იქ ისწავლა ბოქსიცა.
     ინგლისელი, როგორც ეს საჭიროა, რა თქმა უნდა, მცოდნე იყო თავის საქ­მის. ორი­ვენი ძვალმსხვილნი იყვნენ.
     საღამოვდებოდა და ქუჩები სავსე იყო ხალხით. მათ გარშემო შეიკრიბა გამ­ვ­­ლე­ლები, რომლებიც ცნობისმოყვარეობით უცდიდენ შემდეგს.
     - გაიწ-გამოიწიეთ, თუ შეიძლებოდეს, - სთქვა რატიმ, - ადგილი მოგვე­ცით. ხალხ­­მა უკან დაიხია და შეიქმნა მაგარი წრე მოწინააღმდეგეთა გარშემო (ირ­გვ­­ლივ).
     რატი თუმცა აღელვებული იყო, მაგრამ თავს მშვიდად იჭერდა. ინგ­ლი­სელს შუბლ­ზე ძარღვები დაებერა. ისინი ორივენი გაფაციცებით უთ­ვალთ­ვა­ლებ­დენ ერ­თი­მეორის მოძრაობას.
     [უეცრად] რატიმ მოქნილი მოძრაობით აიცდინა მასზე დამიზნებული დარ­ტყ­მა, შემ­დეგ ელვისებური სისწრაფით, და პანტერისებური ნახტომით ხეთ­ქა ინგლისელს თა­ვისი რკინისებური მუშტი - საფეთქელში.
     - დაგელოცა მარჯვენა, - გაისმა აქა-იქ ხალხში.
     რატი თითქო აპირებდა დარტყმას მარცხნიდან, მაგრამ წამშივე მარჯვ­ნი­დან დაარტ­ყა ინგლისელს - პირდაპირ გულში,
     მაგრამ იმ წუთსავე მიიღო პასუხი - მას ხელი მოხვდა თვალში, საიდანაც, რო­­გორც მას ეგონა, ნაპერწკლები გადმოცვივდნენ.
     რომ ტკივილისათვის გაეძლო, და ახალი დარტყმები აეცდინა, რატი გარე უვ­ლი­და მოწინააღმდეგეს, რომელიც აქეთ-იქით ქანაობდა და ტრიალებდა ყო­ველ მხრივ. ინგლისელი გაცოფდა - რითაც უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა მაც­ქერლებს.
     მათ გარს ერტყა დიდძალი ხალხი. იქ იყო ყველა ხნისა და ყოველი მდგო­მა­­რე­ო­ბის კაცი (ყოველი წრის).
     მუშა იდგა ვექილის გვერდით.. ძველი ღენერალი დაყრდნობოდა მე­დუქ­ნის მხარს, ყოფილი გუბერნატორი ფეხის ცერებზე იდგა. მის გვერდით იდგა ცო­ლი რო­მელიღაც კონსულის. იქვე კინტო ფართო გობით, პროფესსორი პენს­ნე­თი და პორტ­ფელით, თავის კოხტა ქეჩის ქუდიანი მემაწვნე, ნავთის გამ­ყიდ­ველი ბი­დო­ნებით, წყვილი პოეტი ცისფერი ყანწებიდან, მწერალი პა­რი­კით, და სხვანი და სხვა­ნი. აივნებიდან ბინოკლებით იყურებოდენ. და ადა­მია­ნე­ბი, რომლებიც ამეღამ ოპე­რაში აპირებდენ წასვლას, რათა მოესმინათ ახა­ლი გასტრალიორი ქალის სიმ­ღე­რა, რომელიც სრულიად შიშველი გა­მო­დიო­და სცე­ნაზე, ივიწყებდენ ამ მიმ­ზიდ­ველ სანახაობას. ამ საღამოს დიდხანს უც­დი­დენ პრემიერს, რომელიც გზაზე შე­ფერხ­და, გაოცებული ასეთი დუელით.
     სახლების სახურავებზე და ხეებზე ჩამწკრივებულნი იყვენ ბავშები, [ფან­რე­ბის] ტე­ლეგრაფის ბოძებზედაც კი ჩამოკიდებულიყვნენ, როგორც ყურძნის მტევ­ნები.
     რა თქმა უნდა, ასეთი სანახაობა არ უნახავს თბილისს, მისი [დაარსების] და­­ფუძ­ნების დღიდან.
     მალე შემთხვევის ადგილას მოვიდა რამდენიმე კომისარი. მათ უნდა გა­ეშ­­ვე­ლე­ბინათ წაკიდებულნი.
    ამ მიზნით მუქარითა და გინებით ძლივძლივობით გაარღვიეს ხალხი, მაგ­რამ მი­ვიდენ თუ არა პირველ რიგამდე,  დამშვიდებით შეჩერდენ [და] მა­ყუ­რებ­ლებად. და გულის ფანცქალით თვალს ადევნებდენ ბრძოლას.
     - შეხედე, როგორ დაუსისხლიანებიათ ერთმანეთი. როგორ ფიქრობ, რო­მე­ლი დასძ­ლევს? - ჰკითხავდა ერთი მეორეს.
     - ცხადია ინგლისელი, - უპასუხა მეორემ, - ეს მისი მშობლიური საქმეა, ამას მას აკვნიდანვე აჩვევდენ. იქ უბოქსოდ შკოლაში არ იღებენ, პარ­ლა­მენ­ტ­შიც არ უშ­ვებენ.
     ამ დროს რატი შეირყა ძლიერი დარტყმისაგან; თითქო ეს-ესაა წაიქცევაო, მაგ­­რამ უმალვე გასწორდა და დაარტყა ინგლისელს პირდაპირ ნიკაპში. ინგ­ლი­სელი გა­უხტა - რათა ხელახლა თავს დასცემოდა რატის, მაგრამ რატიმ დრო იხელთა, და ხელახლა დაეჯახა მოწინააღმდეგეს. ისინი კვლავ შეხვდენ ერ­თ­მანეთს და ბრძო­ლის დროს ორივე მიწაზე დაეცა. ინგლისელი ზევიდან და­აწ­ვა რატის და ის-ის იყო აპი­რებდა ცემით გულის მოჯერებას, მაგრამ იგი მა­­ლე იქნა გასროლილი მო­წი­ნააღმ­დეგის ღონიერი და მოქნილი გასროლით. რა­­ტი ფეხზე წამოდგა.
     ორივენი ისევ ფეხზე იდგა და ერთმანეთს გამეტებით უშენდა.
     ორივენი ოფლში, სისხლში და მტვერში იყო მოსვრილი (სახე და ხელები).
     ორთავეს გუგუნი გაჰქონდა - ყურებში, თავში, თვალებში დაჰკრთოდენ მრა­ვალფერი რგოლები.
     შეჩერება შეუძლებელი იყო.
     ინგლისელმა, რაც კი ძალა და ღონე [ჰქონდა] დარჩენოდა, რატის დაარტ­ყა კი­სერთან, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა.
     რატიმ გაიმეორა იგივე დარტყმა თავისი მოზრდილი, სამჭედლო უროს მსგავ­სი მარჯ­ვენით.
     და ინგლისელი წაიქცა.. [მან დაჰკარგა გრძნობა] გრძნობადაკარგულივით. რო­­­დესაც იგი გონს მოეგო,  უარი განაცხადა ბრძოლის განგრძობაზე. [გაისმა გარ­ს­­­­შემოხვეული ხალხის] აქამდე სულგანაბულმა ხალხმა ერთხმად იგრიალა კმა­­ყო­ფილების ნიშნად.
     რატიმ გაიმარჯვა. იგი კმაყოფილი იყო, ვინაიდან იცოდა, რომ მშრომელის მარ­ჯ­­ვენას შესწევდა ძალა თავისი თავის დაცვის. მან არჩია გაცლა, სანამ კო­­მის­რე­ბი ფუსფუსებდენ ინგლისელის გარშემო.
    ინგლისელი [ამაყად] არაფრად სთვლიდა მათ ყურადღებას, მას გული მოს­­დიო­და და ეს გარემოება კიდევ უფრო აძლიერებდა მის დამარცხებას.
     მან გაბოროტებით შეუძახა მათ რაღაც და თავის გზას გაუდგა.
     ამ საღამოს რატი შეხვდა სამ ამხანაგს ციხიდან გამოქცეულებს. მან გაიგო აგ­­რეთვე დენიკინის უკან დახევა - ჩრდილოეთ კავკასიიდან. საქართველოში და­­იწ­ყეს მზადება ახალი აჯანყებისათვის.

     საღამოს ნისლი ფარავდა მიწას. მიწყნარებულ ჰაერში გაბმით აყვირდენ მგლო­­ვია­რე საყვირები. რატი გაჩერდა და ქუდი მოიხადა. ბნელი, უმოძრაო გა­­მოხედვით იხე­დება იგი წინ. დიდია ტკივილი! დიდია მწუხარება! მწუხარედ და გაბმით გუ­გუ­ნე­ბენ საყვირები. სევდა სწურავს გულს, მძიმე ცრემლები სწყდე­ბა თვალებს. გა­ჩერ­და დრო. რა ძალა ამოიწურა, რა აზრი ჩაჰქრა. მან სთქვა თავისი სიტყვა, მან წარ­მოსთქვა თავისი მოწოდება, მან გამოგვიყვანა ჩვენ სინათლე­ზე. იგი, ვისაც დრო არა ჰქონდა დაღლისათვის, - დაიღალა, გა­ჩუმდა - არ­ყოფნაში გადავიდა.
     რატი არ უნდა დანებდეს მწუხარებას, რატიმ გულზე ხელები არ უნდა და­­­იკ­რი­ფოს. ვიქნებით ფხიზელნი და ცოცხალნი - როგორც ლენინი. აუცი­ლე­ბელს - ვე­რავინ აიცილებს. ბრძოლა ესესაა ეხლა იწყება, და ლენინის აზ­როვ­ნე­ბის სი­ნათ­ლით, ჩვენ მივაღწევთ სასურველ მიზანს. შეუწყვეტელი და მედ­გა­რი, შეუპოვარი ბრძო­ლით გამოვჭედთ უფლებას არსებობისათვის.
     ფიცი სტალინისა - მისი საწინდარია. [მან აიღოს] მას დაევალა [თავის თავ­ზე] ტვირ­თი დროისა, და წარსულის ნანგრევზე აღაგოს უკეთესი ცხოვ­რე­ბა. - კა­ცობ­რიო­ბის სასახელოდ - გავსწიოთ წინ. შრომა გაიმარჯვებს.

     განუწყვეტლივ თვალყურს ადევნებს სტალინი მისი მშობელი მხარის აღორ­­ძი­ნებას.
     დაუღლელად [დარაჯობს] დაიფარავს იგი მას მტრული ძალებისაგან.

     ათასგვარ საშიშროებაში, მტრების გარემოცვაში, იბრძვის ქართველი ხალ­ხი ახა­ლი ცხოვრების ასაგებად.
     „ჩვენ გლახაკი ხალხი ვართ, უკულტურო ხალხი ვართ, - ამბობდა ლენინი - მაგ­­რამ არაფერია. ოღონდ იყოს შეგნება, რომ უნდა ვისწავლოთ, რათა გა­ვა­­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვრება.

     და აღმოხეთქა ხალხისათვის ცოდნის ახალმა წყაროებმა. მას დაეწაფა ათა­­სო­ბით მწყურვალენი.
     და რატი წიგნთან კავშირში, ომობს უკეთესი, უკეთილშობილესი ცხოვ­რე­­ბი­სათ­ვის - სრულყოფილი ცხოვრებისათვის.
     [დეე,] ნუ გეცინებათ, მეფის ჩინოვნიკებო, ნუ იწევთ ცხვირს მაღლა მეო­რე ინ­ტერ­ნაციონალის გმირებო, ნუ გეწყინებათ ბურჟუაზიული მეცნიერების კო­­რი­ფეე­ბო; მუშა და გლეხი აგებს ახალ ქვეყანას -  მეცნიერების სა­ფუძ­ველ­ზე.
     ინდუსტრიალიზაცია და კოლეკტივიზაცია - ორი საბრძოლო სიტყვაა - რო­­მე­ლიც ამსხვრევენ წარსულის დაბრკოლებებს, ეკუთვნის ამხანაგ სტა­ლინს.
     ჩვენ მივდივართ წინ - თქვენს მიუხედავად. ასეთია ჩვენი ზნეობრივი კა­ნონი, ლო­ღიკა ისტორიის.

     სწრაფად მიდის დრო. საუკუნე მიჰქრის მანქანებით.
     თავისუფალი შრომა - დაკავშირებული მეცნიერებასთან - გზას უკაფავს ადა­­მი­ანს - ბარაქისა და ხვავისკენ.
     მხიარული ხმაურობით ხნავენ მანქანები მიწას, ბელტებს ბელტებზე აწ­ვე­ნენ - ათი წყვილი ხარი ვერ
     [შეედრება მათ] [შეეცილება] შეეჯიბრება.
     [მხიარულად] მარჯვედ თესავს სათესი მანქანა. იგი მწკრივად რიგებით უყ­რის თესლს გაფხვიერებულ მიწას.
     ეხ, გუთანო ჩემო, კავო და ურემო - თქვენგან მხოლოდ მწუხარე სიმღერა დარ­­ჩა.
     მხურვალე მზის სითბოთი, თბილი წვიმებით დარწყულებული, ამოდის ზურ­­მუხ­ტის ჯეჯილი.
     მსუბუქად და მხიარულად მიმოდის მათზე ქარი. [არხევს] აშრიალებს აყ­­ვა­ვე­ბულ ღერებს, მიმოაბნევს
     მტვერს, ძირს იხრება მძიმე თავთავი, მომ­წი­ფე­ბული ოქ­როს [ჯეჯილი] პურის.
     აჰკრიფე მოსავალი, მანქანავ. მარჯვედ სამკალო, ძნის საკონო და სა­ლე­წელავ.
     ტკბილია დასვენება საღამოობით. მოალერსე ფრთით განაბნევს დაღლას - აგ­­რილებული პური.
     ფოლადივით ელვარებს მდინარე. იქ მიაშურებს თავის ზვირთებს ვე­ლებ­ზე, მუ­ხებსა და წიფელებში, ვენახების ნაფუძვრებსა და მინდვრებში.
     დინჯი სვლით ბრუნდება [ნახირი] მსუქანი ჯოგი ჭრელი ძროხების.
     ლურჯმა ბინდმა შემოსა გარემო მთები, და ხმაურობა დღიური შრომის [მი­­ნელ­და] მიჩუმდა.
     მის ნაცვლად ისმის მხიარული ძახილი კლუბთან მოჯარებული ახალ­გაზრ­დო­ბის.
     წერწეტა ალვის ხეების შორის ვერცხლის ნავივით ამოცურდა ლურჯ სი­ჩუ­მეში მთვა­რე.
     მაგრამ მისი მოკანკალე და ფრთხილი ნათელი დაჩრდილა ელექტრონების ცეც­ხ­­ლის აფეთქებამ..
     გაისმა თარის ხმა და უძველესი [ჩინარების] კაკლის ხეების ქვეშ ლეკურს მოხ­­დე­ნი­ლად უვლის ახალგაზრდა წყვილი; გაისმის ტაში.

     ჩვენ ავაშენეთ ჩვენი ქვეყანა და ეყრდნობა შეურყეველ კლდეს ხალხთა ურ­­თი­ერთ­დახმარებისა და მეგობრობის შეურყეველ საძირკველს.
     თქვენი ქვეყანა აგებული ურთიერთ სიძულვილის ვულკანზე, [მარად მგზნე­­ბა­რე] ომის გამანადგურებელი გრიგალის მარად მგზნებარე ალზე.
     ჩვენ ეხლა გავხდით უფრო მდიდარი, უფრო ძლიერი და ეს თქვენ ვერ მო­­გი­ნე­ლე­ბიათ. ბარენცოვიდან შავ ზღვამდე გასჭიმა მსოფლიო იმ­პე­რია­ლიზ­მ­მა თავისი სა­დარაჯოები. შორეული აღმოსავლეთიდან ალერსიან თვალს არ გვა­შორებს იაპო­ნია.
     არა სიმდიდრენი ათას-ერთი ღამისა გეჩვენებათ თქვენ, არამედ აურაც­ხე­ლი სიმ­დიდრენი შრომის [საყოფელისა] სამეფოსი - გახვევთ თავბრუს, იჯაჭ­ვა­ვენ თქვენს მზე­რას.
     ვინ გაზომავს მათ მიწის სიღრმეში, ვინ დაითვლის მათ თვალუწვდენელ სივ­რ­­ცე­ებზე.
     ჩვენ ვაიძულეთ მიწისქვეშა ძალები, წყალის და ჰაერის ძალანი, - ამოძ­რა­ონ დრო.
     თქვენ იცით, როგორ [აღმოსკდებიან] ცემენ ჩვენი ნავთის შადრევნები, [რო­­­გორ] სად იმყოფება ჩვენი მადანი, სპილენძი, ოქრო, პლატინა; თქვენ ხე­დავთ, რო­გორ თამაშობენ ფერებით ჩვენი მიწისქვეშ ძვირფასი ქვები. არ და­ით­ვ­ლება შრომათა ჩვე­ნი გამარჯვებანი.
     კუზბასი, დონბასი, ვოლხოვი, - ნაყოფნი და მცენარენი ყინულებში ღა­მე­თა მხა­რეში, ვაზი ვენახის უდაბნოს ქვიშაში, ფრენა ჩრდილოეთ პოლიუსში. აი, როგორ [მი­დის] მიიმართება ჩვენში მეცნიერება და ტეხნიკა.
     ჩვენ გვაქვს უმაღლესი მთები, ჩვენ გვაქვს ქალწულებრივი პრერიები, ჩვენ გვაქვს ჯუნგლები, სადაც ხეების ბინდში იზრდებიან უზარმაზარი ყვა­ვი­ლები, ჯა­გე­ბი, გიგანტიური კედარი და თელა, სადაც იმალება [თახვი] წავი - ლერწ­მები, რომ­ლებშიაც შარიშურობენ ვეფხვები.
     გვაქვს მდინარეები, რომლებიც ჰგავან ზღვას, რომელთაც [ბსკერი მო­ფე­ნი­ლია ოქროთი] ოქროს ძირი აქვთ.
     [ჰაერი] ჰავა ჩვენი საუკეთესო და სუფთაა - ეს თავისუფლების ჰაერია. იგი შხა­მავს [გი] თქვენ ფილტვებს. თქვენ იწვით სურვილისაგან. თქვენ გად­მო­ეშ­ვით ჩვენ­კენ ხასანთან - და დაიმსხვერით ფოლადის მუზარადზე.
     ჩვენი წითელი არმია, დაბადებული რევოლიუციის გრიგალში, იცავს ჩვენს სამ­­შობლოს, მოაქვს გამარჯვება და თავისუფლება სტალინური ინ­დუსტ­რია­ლი­­ზა­ციის ფრთებითა და ბორბლებით.
     სალამი ბელორუსიისა და უკრაინის განთავისუფლებულ ძმებს.
     წინ, ჩვენი საზღვრების დასაცავად! (საწვავად).