შუალედი - დან - მდე
 
 


აკაკი


(პოემის „აკაკი წერეთელი“ პროზაული ტექსტი)

I
„გადაშუადღებულია“ (ნაშუადღევს გადაცილებულია).
მზე მეტად დაბლა დგას.
მისი ალმაცერი (ირიბი) სხივები ჰაერს აოქროსფერებს.
გზა გამოდის სოფლიდან და მიხვევ-მოხვევით მიდის (მიემართება) მთაში (მთებში).
მხნე ნაბიჯით [მიდის ორი ახალგაზრდა კაცი] ცხენოსანი - სიმღერით.
მათი მზისგან დამწვარი (გაშავებული, მზემოკიდებული) და ქარდაკრული (დაქარული, ნაქარევი) სახეები და გახუნებული ტანთსაცმელი (ტანისამოსი, სამოსი, საცმელი) მოწმებენ, რომ [მთის ჰაერი] ისინი მთის ჰაერს კარგად იცნობენ.
არის [სიცხე] სითბო და სიმშვიდე.
მაღალი ეკლის ხეები (აკაციები) გზის ორივე მხარეს - (მარჯვნივ და მარცხნივ, აქეთ და იქით) - აყვავებულნი (ყვავიან) სდგანან. მათ თეთრსა და სურნელოვან მტევნებს დაზუზუნებენ ფუტკრები და დაფრენენ (დაფარფატებენ) [ფერადი] პეპლები.
აკაციების მწყობრ რიგს (წყებას) იქით, აბრეშუმის [ქსოვილივით ბზინავს] ქსოვილისა და ლითონის ბზინვით (ელვარებით) გადაჭიმულია სახნავ-სათესი ველები.
გზის ყოველ მოსახვევს (მობრუნებით, მოტრიალებით) იქით, თითქო გრძნეულებით (რაღაც მანქანებით, მომხიბლაობით, ჯადოთი) იცვლება სახეობა, მდებარეობა არე-მარისა (ხედი, ნაკვეთი, ნაკვთიერება, იერი, გადასახედი, შესახედაობა, გარეგნობა, სახე) გარემოსი, მიდამოსი.
ჯაჭვები მთისა, ცალკეული მწერვალი, გორაკი (კორდი, გორი, ბორცვი), ველი, ხეობა, აჩვენებს (სახავს, გამოსახავს, ხატავს) ფორმების (სახის, სახეობის) უბოლოო, მრავალფერობასა და ნაკვეთების (მოხაზულობით)... სჩანან რა, (მოსჩანს რა) განათების სხვადასხვა ელფერით (ელფერში, ჩრდილში, შუქში).
ისინი ხან უზარმაზარ (ვეება) (ცისფერ, მტრედისფერ, ლურჯ) ზვინებად და გროვებად ამოცურდებიან (ამოტივტივდებიან) შორს, ინთქმებიან, იკარგებიან რა, იძირებიან რა, ჰაეროვან ბურუსში (ბური, ნისლი) და თითქო მზად არიან, გაჰქრნენ (გაიფანტონ, შთაინთქან) მზის ჩასვლის (დასავლის) შუქში - (მზის ჩასვენება). (ერთად) ხან მიეშურებიან (მიესწრაფვიან, მიექანებიან, მიემართებიან) ცაში კლდოვან მწერვალებად, ღრმა შებინდების (ასაღამოვების) სილურჯით გარემოცულნი, ხან აელვარდებიან (გაბრწყინდებიან) ჩაღი (კაშკაშა, თვალისმომჭრელი, ბრწყინვალე) სიმწვანით ლბილი ხვეულები მათი ქედების (ხერხემლის).
მეგობრებმა გადაუხვიეს გზისაგან ბილიკისაკენ, რომელიც მიდიოდა ვრცელ (ფართო, ტრიალ) მინდორზე და შორს იკარგებოდა (ასწლ.) ხეებში, მაღალი მთების ძირთან.
ყვავილობის გახურებული დროა! ცხარე დროა ყვავილობის.
[სუნი] თაფლისა და ნექტრის სუნითაა ჰაერი გაჟღენთილი.
აი, მთის (ალპიურ) ველის დედოფალი, ყვითელი ზამბახი, ისეთი მაღალი, რომ ცხენიანი კაცი შიგ არ გამოჩნდება.
გაშლილან თვალის მომჭრელი სიწითლის ყაყაჩოები. ისინი გიზგიზებენ (პრიალებენ, იწვიან, იგზნებიან, ენთებიან, ღვივიან), ზეიმობენ, დღესასწაულობენ, მოილხენენ; თითქო სულიერნი არიან, თითქო მათ სული აქვთ შთაბერილი.
რამდენი არის ეს თეთრი და ვარდისფერი გვირილა! მათი უანგარიშო თაიგულები თითქო იცინიან და შეხარიან ზაფხულის დღეს.
რაღაც მშვიდი, წყნარი აღტაცება მოედინება (მოდის) სკაბიოზებისაგან, [მუქ-მოლურჯო] მუქ-ლილისფერი მაჩიტელები (სოსანი) თითქო ოცნებებში არიან, ძირს დაუხრიათ რა ლამაზი პატარა თავები (колокольчики).
მორცხვი, ცისფერი (მტრედისფერი) დაუვიწყარა (незабудка - კათალიკოზა, ბუსმიხაკა, თაგვისყურა) ნაზად იცქირებიან მუქ-ვარდისფერი მიხაკი, ლურჯი აკონიტები, თეთრი ღიღილოები (Васильки), სხივოსანი ბაბუაწვერა (одуванчик) ყველა გაშლილია ყვავილობის აღტაცებაში.
მზე ჩადიოდა (закат угасал).
ვარდისფერი დაფიონი (Зарево) ეხვეოდა რა მთებს, გადადიოდა ლილისფერ ბინდში, რათა წყნარად, მშვიდად შერეოდა (შეხვეოდა, გადადნობოდა) ღამის სილურჯეს.
ახალგაზრდები მიუახლოვდენ დაბას, დაფენილს მწვანე ხეობაში (ველში), გარშემორტყმულს მაღალი ტყიანი მთებით.
თითქო ისინი მოხვდენ სულ სხვა ქვეყანაში, სულ სხვა მხარეში, სულ სხვა საუკუნეებში, სულ სხვა ხანაში;
აქ მათ დაინახეს სახლები უმილოდ, უბუხროდ (უფიცროდ, უყავაროდ), უფანჯროდ (უსარკმლოდ) ნახევრად მიწური, ნახევრად ხის შენობები (ნაგებობანი).
დაბის (სოფლის) მცხოვრებნი მუშაობას რჩებოდენ (მუშაობას ათავებდენ).
შორიშორ (შორეულ) მანძილზე, წკრიალა ხმით (?) ეხმაურებოდენ ერთმანეთს ისინი (ეძახდენ).
თითქო გაცოცხლდენ სტრიქონები ძველი წიგნისა;
ამ მივარდნილ [დაბა] კუთხეში, სადაც გაჩერებულა დრო, ლაპარაკობდენ ძველ მწიგნობრულ ენაზე.
მზე უფრო და უფრო ძირს ჩადიოდა. ხმები წყდებოდენ. ხმაურობა ჰქრებოდა.
ჯერ ისევ ნათელ ცაზე ამოვიდა ბეწვივით წვრილი, ვერცხლის ნამგალი მთვარისა და საიდანღაც გაისმა სიმღერა:

საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე, დაკარგულ იყო,
გულამოსკვნილი ვტიროდი -
სადა ხარ, ჩემო სულიკო!

ისევ სულიკო.
იყო მოსკოვში, ესმოდა  სულიკო, გაიარა ბაქოში, ისევ სულიკო, ტფილისში - ყოველ ნაბიჯზე - სულიკო.
და აი, ხევსურის სოფელშიაც ჩვენ გვხვდება სულიკო.
გაისმა სიჩუმეში სრული, წკრიალა ტონები ჩონგურისა:

შეიფრთხიალა [მგოსანმა]
და თავი დაბლა დახარა.
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა!

მე კი ასე მსიამოვნებს (მე კი ასე მიხარია) ძველი სიმღერის მოსმენა. მისი მომაჯადოვებელი ძალა სიტყვებშია.
მე მიყვარს ეს ჰარმონიული ლექსი.
მასში ისმის ვნებიანი მწუხარება, წუხილი (დარდი, ნაღველი, სევდა, ურვა, ჭმუნვა), კაეშანი, გულმომწყვლელი კაეშანი, გულგატეხილობა (ცხოვრებაზე გულისგატეხა); წყურვილი სიდიადისა (რაღაც დიადის, დიდის, მაღალის) - ჩამოსხმულნი არიან (მოდიან, მომდინარეობენ) ნაზ თანაბგერებაში (созвучье), რომელნიც ათავისუფლებენ სულს დამჩაგვრელ და შემავიწროვებელ სიმძიმისაგან.
ის ხალხი კი, რომელიც ამართული სულიერი ცხოვრების განსაზღვრული ემოციებით ცხოვრობს, აგრეთვე ღრმად სწვდება გულისყურით ამ ლირიულ განცდებს?
უსათუოდ (ო, რა თქმა უნდა) შეიძლება ანგარიშმიუცემელი (შეუგნებელი) ემოციონალობით, მაგრამ პოეტისადმი (მგოსნისადმი) უცვლელად თანაშემოქმედებითი გრძნობით.
ხალხი დახვეწილი (ფაქიზი, ნაზი, მახვილი, ოსტატი, მცოდნე, ხელოვანი, გონება-მახვილი) დამფასებელია. მას ახლო არ გააკარო სიყალბე (იგი ვერ იტანს, ვერ ითმენს სიყალბეს).
ყოველ[ი] პოეტურ ნაწარმოებს, სადაც მართლად არის გამოხატული ადამიანური გრძნობები, აქვს თანაგრძნობა (პოულობს თანაგრძნობას) ხალხში.
აკაკი წერეთელი ამტკიცებდა, რომ წყარო პოეზიისა გამომდინარეობს ხალხის ძლიერი სულის ანკარა სიღრმისაგან.
სიმღერა შესწყდა. უკვე დაბნელდა, შეღამდა.
ცაზე გაბრწყინდენ ვარსკვლავები.
უმაღლესი კათედრების სილუეტად აღიმართნენ ცივი მთების ხრამიანი (ფლატეებიანი, კბოდოვანი) მთები.
თეთრ მოჩვენებებად აქა-იქ გამოჩნდენ ასკილთა მაღალი, მაღალი ბუჩქები (ასკილი, ველური ვარდები). მათი ყვავილები სცემდენ ტკბილსა და ნაზ სურნელებას.
და ყვავილთა სურნელებასთან მოვიდა [ხმა] ხმოვანება ჩონგურისა და (იგივე) იმავე ხმამ დაიმღერა წყნარადა და მწუხარედ: თავო ჩემო...
მკაფიოდ, [ისმოდა] გარკვეულად (სხარტულად) ისმოდა თვითეული სიტყვა.
დიდს მწუხარებას გამოხატავდენ ისინი (წუხილს, ნაღველს, ჯავრს, დარდს, ვარამს, ვაივაგლახს, უბედურებას), [დამსხვრეული] გაბზარული გულიდან სკდებოდენ (აღმოხდებოდენ) გოდება (ღაღადი, ღაღადისი) და კვნესა, ჩივილი, [და] მაგრამ არ ნებდებოდა ამაყი გული.
ჰკვდებოდა ეს გული, მაგრამ თან იმუქრებოდა, და მუსიკის ხმებში სუნთქავდა უკვდავებით ეს მუქარა.
ლამაზი სიმღერაა, მაგრამ მეტისმეტად ნაღვლიანია...
ეს ნაღველი (ეს მწუხარება) მოდის წარსულისაგან; იმ ხნიდან, რაც ის დასწერა აკაკი წერეთელმა, იგი გახდა მთელი ხალხის კუთვნილებად (საკუთრება) მისთვის, რომ სწორად გამოხატავს მისი გულის მოძრაობას.
- მაინც რაში გვჭირდება ჩვენ (რად გვესაჭიროება, რაში გვესაქმება) წარსულის მწუხარებანი? (უკარება).
გვჭირდება იმისდა მიხედვით, რას გამოხატავენ ისინი. ფასი თანამედროვეობისა ჩვენ ვიცით (ჩვენ შევიგონეთ) მხოლოდ წარსულის გაცნობის საშუალებით (მეოხებით).
მახლობლად მოისმოდენ ქალებისა და კაცების ხმა.
ავარდა ცეცხლის ალი, და გაანათა ხეები.
ისინი მივიდნენ - ცეცხლის გარშემო შეკრებილ ჯგუფთან (ხალხთან).
იქ იყვენ ქალები, ჩაცმულნი მუქ და მძიმე [მაუდის] მატყლის ტანთსაცმელში.
გულისპირი ამოქარგულნი ჰქონდათ, აგრეთვე კალთები, [ისინი] მათ ჰქონდათ ქერა თმა, შეკრეჭილი. სხვანაირი სამკაული თავისა (დახურვა) და მკაცრი და მტკიცე სახეები.
მამაკაცებს ეცვათ ჩოხები, რომლის ზურგზე და მხრებზე გამოხატულია ჯვარი.
უმრავლესობას [ატარებდა] თანა ჰქონდა ფარ-ხმალი, მუზარადი.
მომსვლელთ შეხვდნენ კეთილგანწყობილებით, მეგობრულად წამოიწყეს საუბარი. აღმოჩნდა, რომ ხევსურები ემზადებოდენ აკაკი წერეთლის იუბილეჲსათვის, სადღესასწაულოდ.
- ჩვენ არავისზე ნაკლებნი არ ვართ (ჩვენ სხვებს არ ჩამოვრჩებით), - განაცხადა ერთმა მოხუცმა. ჭაღარამ..
- ვცხოვრობთ ჯერ ისევ სიღარიბეში, ჩვენი ბავშები კი ეხლა სწავლობენ (და იცხოვრებენ [უფრო უკეთესად] ძლიერ კარგად). აკაკის დღეს ჩვენ ყველანი ვიდღესასწაულებთ. კარგი კაცი იყო. მე თვითონ მინახავს. როდესაც თბილისში ჩაველი, მან გამაჩერა და გამომკითხა ჩვენი ყოფა-ცხოვრების შესახებ. - თქვენთვის საჭიროა სკოლა, - მითხრა მე მან. მეც მაშინ იგივე ვიფიქრე და ვუთხარი მას, რომ ამისათვის საჭიროა ბევრი ფული... იგი დაგვპირდა შემწეობას. დაიწყო ომი. აკაკი გარდაიცვალა.
ჩვენზე არავინ არ[ა] იზრუნა - [რა].
მოვიდა საბჭოთა ხელისუფლება.
ეხლა ჩვენ შკოლაცა გვაქვს და ფერმაც.
ჩვენ გავმდიდრდით და სახლებიც ავიგეთ, დავიწყებთ ლამაზად ცხოვრებას.
გარიჟრაჟდა (ირაჟრაჟა), თენდებოდა.
გრილი ქარი ხმაურობდა მაღალი წიფელის (წიფლების) - მწვანე კარვებში.
მხნედ და მხიარულად მოდიოდენ ახალგაზრდები... მათ თან მიჰქონდათ მთელი ტვირთი ზღაპრების, სიმღერების, შელოცვების, გამოცანების, ანდაზებისა.
სწორტანიანი, ტან-გლუვი წიფლების სვეტებში - ისინი მიდიოდენ მაღლა, მთაში.
არ მოველოდი მოვხვედრილიყავი ხევსურთა სალიტერატურო საღამოზე.
მართლაც, ასეთი საღამოები საქართველოს სოფლებში იშვიათი არ არის, სადაც ცხოვრების ყოველი შემთხვევისათვის თავისი ლექსები და სიმღერები აქვთ.
ზოგიერთი მათგანი გვაოცებს უმაღლესი მხატვრულ[ი] სიტყვათა ღირსებით.
ერთ-ერთ ხალხურ ლექსზე აკაკიმა სთქვა, რომ არ თუ მას, უბრალო მჯღაბნელს, შეეძლო მის ქვეშ ხელის მოწერა, არამედ თვით გენიალურ შოთა  რუსთაველსაც კიო.
ხალხურ პოეზიაში ნახულობდა აკაკი წერეთელი გასაღებს ხალხის სულის, მისი წარსულისა და მომავალი ბედის[ას] [გასაღებს] გასაგებად.
უბრალოდ კი არ დაუტოვებია ანდერძად, რომ ნაწილი მისი საცხოვრებელისა გადადებული ყოფილიყო ხალხის ყოფა-ცხვრების, ზნე-ჩვეულებების, და ზეპირ სიტყვაობის შესასწავლად.
ყველა ქართველ პოეტთა შორის ყველაზე ახლო ხალხთან აკაკი იდგა.
იგი არის სარკე მისი ცხოვრებისა (ჩვენს დრომდი, რა თქმა უნდა).
შეამსუბუქა თუ არა მან თავის დროზე გლეხის მძიმე ბედი?
ნაწილობრივად მისმა სიმღერებმა შთაბერეს მას მორალური ძალა, განამტკიცეს, გაამაგრეს მისი მოთმინება, ასწავლეს თავისთავისადმი პატივისცემა, აგონებდენ იმედსა და ვაჟკაცობას და [აწვდიდენ] ასწავლიდენ მას გადაწყვეტით ომში გადასვლას...
შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ახალ საზოგადობრივ ურთიერთობათა ადამიანებს მთლიანად ვენდოთ აკაკი წერეთელს?
როცა ის იცავდა გლეხს, შეიძლება იგი მიდიოდა უბრალოდ ცნობილი მიმართულებით.
შეეძლო თუ არა დაეშვა მას, რომ მონობისაგან განთავისუფლებული გლეხი გადაისვრის მის კისერზე მჯდომარე ბატონს და გაანადგურებს თავის დამჩაგვრელს?
შეეძლო თუ არა აკაკი წერეთელს მისალმებოდა თავისი კლასის დაცემას და მიეღო პროლეტარიატის დიქტატურა?
ტყე გათავდა. დასრულდა.
აღმართი ხდებოდა უფრო ციცაბო (ფრიალო, ღორღოვანი).
ისინი მიდიოდენ დუმილით! (უსიტყვოდ, სიტყვა უთქმელად, ჩუმად).

II

დაბოლოს, აჰა, უღელტეხილიც!
სუფთა ჰაერი, მცხუნვარე მზე, ნათელი ცა, წარმტაცი, მიმზიდველი დუმილი, სიჩუმე.
მსხვილი, დიდრონი (დიდროვანი) ალპიური ყვავილები, მოკლე ღეროებზე, ფოთლების მწვანე ხავერდში, ფართოდ გაუშლიათ, მზის ბრწყინვალებაში, თავისი სურნელოვანი გვირგვინი.
ლურჯი, ყვითელი, წითელი, თეთრი, - ისინი მდიდრულად, უხვად მიმოფენიან ქედებსა და თავდაღმართ დაქანებას მთისას (გვერდობი, ფერდობი).
ვახტ. და გივი მოეწყვნენ - ყვავილებისა და ბალახების ლბილ ხალიჩაზე (ნოხზე).
გეჩვენებოდათ, თითქო გარშემო, თვალუწვდენელ სივრცეში, შუადღის ცისფერ ნათებაში (შუქში, კაშკაშში, ბრწყინვაში, ციალში) მათ დაინახეს მთიდან ნახევარი საქართველო.
დაუსრულებელი ჯაჭვი მთებისა, ტყეთა ჩაბნელებულ სიმწვანეში, მიიზლაზნებოდენ ჩრდილოეთიდან დასავლეთისაკენ.
შორს, სამხრეთით, ისინი ინთქმებოდენ (იძირებოდენ, იკარგებოდენ) ჰაეროვან ბურუსში.
ვიწრო ჭალაზე (ველზე) ფოლადის კამკამით, ცოცხალივით იკლაკნებოდა მდინარე.
აღმოსავლეთით უვრცესს მთა-მინდვრებსა და ტყეებს იქით იშლებოდა ალაზნის ველი. მზის [ბრწყინვალება-] ალმურში, ძლივს ძლივობით თუ გაარჩევდით იქ ჭალებს, ბაღებს, სოფლებს, მონასტრებს, ეკლესიებს. მკრთალად, ბუნდოვნად, რაღაც მონისლულად სჩანდენ ნანგრევები ძველთა ციხეთა.
მათზე მსუბუქ და გამჭვირვალე - მოჩვენების მსგავს სილურჯეში, მრისხანე კედლად აღმართულიყვენ უზარმაზარნი, ვეება, წარმოსადეგი, დიდებული, ახოვანი, დიდი მთები დაღესტანისა. მიუდგომელ და მიუვალ მათ მწერვალებზე ჯერ ისევ იწვა თოვლი, რომელიც ელავდა დამაბრმავებელი კრისტალებით და ცის ლაჟვარდი ღელვა-ბიბინით.
ხან იქ და ხან აქ მთის ფერდობებზე - საძოვრებზე - მშვიდობიანად სძოვდა ჯოგები ჭრელი ძროხებისა და თეთრი ცხვარის.
ვრცელი ველები, ბაღები, სოფლები შთანთქმულნი (დადგმულნი, განთქმულნი) სიჩუმესა და სიმშვიდეში, განასახიერებდენ [სურათს] ბარაქიანი [მადლიანი] და ბედნიერი ცხოვრების სურათს.
- აი ის „დამღუპველი“ კავკასიონი! - შენიშნა ერთმა, მიუთითა რა დაღესტნის ველურ მწერვალებზე.
- და ეს ტაძრები, განაგრძობდა გივი, მონასტრები და ნანგრევები - თავშესაფარი და მოწმენი ხალხთა მტრობისა; წარსულის საფლავზე მდგარი ძეგლები, მათ ახსოვთ თვითნებობა და ძალადობა დამპყრობელებისა, მედიდურობა, დიდების მაძიებლობა, მზვაობარობა და პატივმოყვარეობა ხელისუფალთა, ბრძოლა და დაღუპვა დამორჩილებულთა (დაპყრობილთა), ბელადების დიდება და სახელოვნება (სიმამაცე).
გმირულად, საუკუნეების მანძილზე იცავდა საქართველო თავის უფლებას სიცოცხლისას და არსებობისას.
ყოფილან დღეები ბრწყინვალე გამარჯვებათა, დიდებისა, სიძლიერის, ძლევამოსილების, გენიის მოვლენისა და პოეზიის უძლიერესი ელვარების, მწერლობის (ლიტერატურის), ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის.
ყოფილა აგრეთვე დრო შავბნელი ჩაგვრის, ტრაგიული ბრძოლის და უსასტიკესი დარბევის.
უფრო ძლიერი მეზობლები, რათა  დაემორჩილებიათ (დაეპყროთ ის) ასუსტებდენ მას შიგნითვე (შიგნიდანვე), აღვივებდენ რა მტრობას  ტომთა და ხალხთა შორის (?)
[თათრები] ოსმალები და სპარსელები მაჰმადის სახელით აღიზიანებდენ მთიულებს (Горцев). ავარიელები და ლეკები იძვროდენ თავიანთ ველური ხეობებიდან და ალლაჰისა და მაჰმადის სახელით თავს ესხმოდენ, სწვავდენ, ჰკლავდენ და ტყვედ მიჰყავდათ ადამიანები, მოსახლეობამ არ იცოდა მშვიდობიანობა.
შიშით მოპოვებულ ნაყოფს შრომისას ართმევდა მტერი.
დაუძინებელი მტრების მუდმივ მუქარის ქვეშ (განუშუქარის), უმფარველო (უმწეო) საქართველო ეძებდა დახმარებას (შველას, შეწევნას, შემწეობას) რუსეთთან. გაბოროტებული ამ დაახლოებით სპარსეთის მბრძანებელი აღა-მაჰმად-ხანი შემოიჭრა საქართველოში, დაანგრია თბილისი და მცხეთა,  და გაძარცვა ქვეყანა.
განადგურებული საქართველო გადაიქცა რუსეთის ვასსალად, შემდეგ იგი გადააქციეს პროვინციად და საქართველოს სამეფომ შესწყვიტა არსებობა.
მართვა-გამგეობა იწყეს რუსმა მოხელეებმა.
ხალხს მათი არა-ესმოდა-რა, მათ კი ესმოდათ ხალხის იმდენად, რამდენადაც სძარცვავდენ, [მათ] ატყავებდენ მათ.
ძალაუფლებით შემოსილნი, გამედიდურებულნი დიდმპყრობელური შოვინისტები! მათ ეზიზღებოდათ (ეჯავრებოდათ) ქართველობა, ცბიერებითა და ძალადობით მიყვანილი მორჩილებამდე.
[აღარ არსებობდა] დაიხურა, გაჰქრა ქართული დაწესებულებები, რომლებიც არსებობდენ საუკუნეების განმავლობაში.
შემოღებულ იქმნა უცხო კანონები.
შკოლებისა და სასამართლოსაგან განდევნილ იქნა ქართული ენა.
ზნე, ჩვეულება, მრავალსაუკუნიანი (უუძველესი) ეროვნული კულტურა, - ყველაფერი ეს გახდა გონებაგამოფიტული (Тупой) მოხელეების დამცირების, ყბად აღების საგნად, თავს კი იმართლებდენ „უმაღლესი ცივილიზაციის“ ინტერესებით.
ხალხი გაძვალტყავდა, დაუძლურდა. იგი იხდიდა კანონიერსა და უკანონო გადასახადებს, გადადიოდა რა მჭადიდან წყალზე, რათა დაეკმაყიფილებია სიხარბე გადამთიელების და ერჩინა თავისი ფეოდალი.
მესაზიდე, საურმე ბეგარა, შინაგანი გადასახადები, - იყო უკეთესი საშუალებანი მშრომელისაგან მეტი სისხლის გამოღებისა.
გვალვა. მოუსავლიანობა. ახლოვდებოდა შიმშილი თავიანთ თანამგზავრებით - ავადმყოფობებით (სნეულებებით).
უმწეო [თავ]განწირულობით შესცქეროდა გლეხი ზეცას: ევედრებოდა მას. სთხოვდა, მაგრამ შეუბრალებელი, ულმობელი მზე სწვავდა და დაგავდა მის [ნახნავ-]ნათესებს და ლაჟვარდოვანი სივრცე ბრწყინავდა სისასტიკით.
[შესწყდა] მიჩუმდა ხმა სიმღერისა. დავიწყებულ იქნა ცეკვა. შესწყდა ხუმრობა და სიცილი. საჭირო გახდა სურსათი - ღალა ჯარისათვის. დაწყებულ იქნა სამხედრო ეგზეკუციები. დაცინოდენ (ყბად იღებდენ, სამასხროდ ხდიდენ), თოფის კონდახებით სცემდენ, როზგითა სცემდენ.
სადაც კი ნახულობდენ (სადაც კი ნახვა შეიძლებოდა) ხელიდან გლეჯდენ, იტაცებდენ უკანასკნელ ნამცეცებს.
ვერ აიტანა ხალხმა. გააფთრებული მხეცის მსგავსად აღსდგა იგი სიკვდილის ბჭესთან (კარებთან). გული მისი იწოდა სიძულვილით. სისხლი დუღდა მრისხანებით. სული მოითხოვდა შურისძიებას.
კახეთიდან ხანძარი აჯანყებისა გადავიდა ქართლში.
ჰაერი შეიძრა საომარი ძახილით (ყვირილით). გაისმა [სამხედრო] საომარი სიმღერები... ცხოვრება გახდა კვლავ მდუღარე და მხურვალე.
საშინელებით შეპყრობილნი (დამფრთხალნი) გარბოდენ და იმალებოდენ დამპყრობელები. შიშის კანკალმა აიტანა მათი გარეწარი, ბინძური გული.
გაიხსენეს საქართველოს [მთიელები] მთიულები.
და ისევ მიმართეს ცრუ დაპირებებს და შეცდენითა და იარაღის ძალით დააწყნარეს აჯანყებულნი.
უუფლებობამა და ჩაგვრამ კვლავ გაიმარჯვა.
ყველაფერი, რაც კი ატარებდა ეროვნულ სახეს - გაუპიროვნებასა ან განადგურებას ეძლეოდა.
თვით ქართულ ღმერთშიაც კი მტერსა და ეროვნული სულის მატარებელს ხედავდენ. [რიყეს - ციხეს].
და შემოიღეს ეკლესიებში რუსული ენა.
მაგრამ იყო [ერთი] აქილევსის ქუსლი (ტერფი), მოუწყვლელი, დაურღვეველი, უვნებადი.
ეს იყო პოეზია.
სული ერისა ცხოვრობდა მასში და აშინებდა თვითმპყრობელობის ყოვლად ძლიერებას.
არ ნებდებოდა საქართველო.
ახალ ძალადობებს ჰყვებოდა ახალი აჯანყებანი.
სახრჩობელები გურიაში... სახრჩობელები იმერეთში... არაფერს შველა არ შეეძლო. ისევ გლეხთა აჯანყებანი და თავად-აზნაურობის შეთქმულებანი.
მეფის მთავრობა[მ] [გაიგო] მიხვდა, რომ დასჯა და ტერორი სახელმწიფოს [გამგეობის] მართვის ცუდი იარაღია.
უნდა ემოქმედნათ დიპლომატიით.
გამოვიდა ვორონცოვი.
დაიწყეს ბეჭდვა ქართველი მწერლების. დაიწყეს გამოცემა ჟურნალისა („ცისკარი“), მიიმხრეს თავად-აზნაურობის ინტელიგენცია. სხვების ძნელი არ იყო შეცდენა დიდი ადგილებით, მაღალ საფეხურზე აყვანით, კარიერით, ჩინებით;
დაიწყეს ცხოვრება ფართედა და გულმხიარულად (გურ.), თავადურად.
დაიწყო ტკბობა და გატაცება ფუფუნებით ცხოვრებისა.
გამოჩნდა ჯერარნახული (მორთულობა, მოწყობილობა, გარეგანი) პირობები, მდგომარეობა:
ბალები, სამხიარულო გართობანი, მიღება (სტუმარ-მასპინძლობა) ვიზიტი - ავსებდენ ცხოვრებას.
სამკაულთა [შეძენისათვის] (შესაძენად), ჰაეროვანი მაქმანის (Кружева) ნახელავის, მძიმე ხავერდის, აბრეშუმისა და თხელი, წმინდა მაუდის შესაძენად იხარჯებოდა მთელი საცხოვრებელი, [მთელი] ყველაფერი.
მდიდრდებოდენ ვაჭრები. ადგილმამული გირავდებოდა; გლეხობა წელზე ფეხს იდგამდა. ასე ცხოვრობდა საქართველო იმ ხანებში, როდესაც გამოვიდა აკაკი წერეთელი.
დიდი გვარიშვილი (დიდგვარი) თავადი, შვილი დარწმუნებული (გულდაჯერებული) ფეოდალისა, შთამომავალი იმერეთის უკანასკნელ მეფეთა, იგი, ილია ჭავჭავაძესთან [გვერდით] ერთად, გამოვიდა თავისი კლასის ბრალმდებლად (წინააღმდეგ?), მამხილებლად.

კარგი რამაა ყვირილას ხეობა... მშვენიერია სოფელი საჩხერე. იქ თუთის ჭალებში, ფართოტოტებიან კაკლის ხეებში, მხიარულზე მხიარული ჩიხურას ნაპირზე ეხლაცა სდგას ძველებური ქვის სახლი, სადაც ოდესმე დაიბადა, სცხოვრობდა და გარდაიცვალა აკაკი წერეთელი.
ვენახები (ზვრები), ბაღები, მინდვრები - ამოწმებენ, ამტკიცებენ [ადგილის] მამულის ნაყოფიერებას.
სოფლის მახლობლად მაღალი [მთაზე] მთიდან ხეობას დაჰყურებს ნანგრევები ძველი ციხისა "მოდი-ნახე" - ძეგლი წერეთლების ძველი ფეოდალური ძლიერებისა.
ადრე, ბავშობის წლებში, იზრდებოდა აქ აკაკი გლეხის ოჯახში. ასეთი იყო ჩვეულება.
გულთბილად და მადლობის გრძნობით იგონებს [აკაკი] იგი თავისი ცხოვრების ამ ხანას.
მშრომელი, გლეხური ცხოვრება, პატიოსანი, გულწრფელი, გულითადი, განწყობილება ადამიანებისა აღვიძებდენ მიმხვდურ ბავშში ადამიანობას, კაცობრივობას (კაცობას).
იგი ცნობისმოყვარე იყო და სოფლური ცხოვრება მისთვის იყო წარმტაცი ინტერესით სავსე.
რაც კი კეთდებოდა მინდვრად, ან რა შრომა ტარდებოდა სახლში, ყველაფერს ჩაუკვირდებოდა, და ყველაფერს სწრაფად ითვისებდა, ეჩვეოდა.
ყოველივე ახარებდა მას: თევზის ჭერა, მუხლებამდე წყალში, მთებზე, ციცაბოზე ასვლა, თამაშობა სუფთა ჰაერზე, რომლებშიაც იგი ყოველთვის [დიდ] მხიარულ გამომგონებლობას იჩენდა.
მას აჯადოებდენ, ხიბლავდენ ზღაპრები და ძველი ამბები, არაკები, რომლებსაც მას უყვებოდენ სოფლებში.
უყვარდა მოსმენა (ყურისგდება) სიმღერებისა, რომლებითაც ის [მიეცემ.] ეძლეოდა ხან მწუხარე, ხან მხიარულ განწყობილებას, იმისდა მიხედვით, თუ რას გადმოსცემდენ ეს სიმღერები (რას ნერგავდენ). (იმ სიმღ. და გურ.).
წარსულის ნაშთები, ძეგლები, ციხე-კოშკთა და სვეტთა ნანაგრევები და მათთან დაკავშირებული გადმოცემები, აღვიძებდენ მის წარმოდგენას.
სული ცხოვრობდა საოცარი, სასწაულებრივი ღელვებით (მღელვარებით). ოცნებები მიჰქროდენ სხვა ხანათა და დროთა სიღრმეში და რაღაც უცნაურმა მწუხარებამ (შებოჭა) შეკუმშა გული.
ესევე (იგივე) მწუხარება იღვიძებდა მასში შემდეგშიაც; მამის სახლში წაიკითხა მან „ვეფხის-ტყაოსანი“.
და ისევ სულის მღელვარება, ამაღლებული [მწუხარება] სევდა და წყურვილი რაღაც დიადის, დიდის.
აკაკის ბედს განაგებდა პოეტის [წარმოსახვა] წარმოდგენა.
სწავლობდა იგი ქუთაისის გიმნაზიაში.
იქ გაიგო მან, თუ როგორ [აბუჩ.] დასცინოდენ რუსის მოხელეები ქართველ ბავშვებს, და საერთოდ, ადამიანურ ღირსებას.
იმ ხანებში წიგნი ძლიერ [იშვიათად იშოვებოდა] იშვიათობას წარმოადგენდა, და მოწაფეებს წრთვნიდენ, ჭკუას ასწავლიდენ წკეპლით, გაწკეპლვით.
გაწკეპლვა ითვლებოდა აღზრდის საუკეთესო მეთოდად.
ქართველი ბავშები უნდა ქცეულიყვენ რუს ბავშებად.
მათ სცემდენ, ან [როზ.] წკეპლავდენ, როდესაც ვინმე გაბედავდა მშობლიურ ენაზე დალაპარაკებას.
[შფ.] აღშფოთდებოდა სული ქართველისა.
აკაკიმ იცოდა წარსული თავისი ქვეყნის, და იგი ამაყობდა მისი ძველი დიდებითა და ძლევამოსილებით.
სძულდა მას ეს გადამთიელები.
მასწავლებელთა შორის იყვენ ადამიანები გონების თავისუფალი მიმართულებით.
გაიგონა მან ერთხელ საუბარი საფრანგეთის რევოლიუციისა [შესახებ] და პოლონეთის აჯანყების შესახებ.
გაიგო ისტორია კონრად ვალენროდისა. აღიგზნო, აენთო მისი გული.
სახელი ეროვნული გმირისა აჯადოებდა მის პოეტურ წარმოდგენას, სულს. რატომაც არ უნდა გამხდარიყო იგი მთავარსარდლად, და არ ეძია შური თავისი სამშობლოს შეურაცხყოფისათვის.
ეს აზრი არ აძლევდა მას მოსვენებას.
გიმნაზიის დამთავრებამდე რჩებოდა რამდენიმე თვე, მაგრამ მან გადასწყვიტა მიეტოვებია სწავლა, წასულიყო პეტერბურგში, რომ დაეწყო სამხედრო კარიერა.
მამამ მას ეს განზრახვა მოუწონა: - კმარა სწავლა. შენს წლოვანებაში მე უკვე ცოლი შერთული მყავდა და ოჯახს მოკიდებული ვიყავიო.
თქმა საქმედ იქცა. მხურვალე ოცნებითა და გაბედული ილიუზიებით ჭაბუკი [გაჰყვა] გაუდგა [შორეულს] შორს გზას.
იმ ხანებში არა თუ რკინისგზა, არამედ კარგად მოწყობილი გზა-ტკეცილი, შარა-გზაც კი [არ იყო] იშვიათი იყო.
მაგრამ განა შეეძლოთ რაღაცა უგზოობასა და საფრთხეებს შეეწუხებინათ მომავალი კონრად ვალენროდი?
შესანიშნავი, დიდებული სანახაობანი ბუნებისა, სრულიად არ აღელვებდა მას (არავითარ შთაბეჭდილებასაც არ ახდენდენ).
მან [გაიარა] გადალახა უმაღლესი მთები, მძლავრი ტყეები, სადაც ბნელ ჯურღმულებში იმალებოდენ მხეცები.
მან გაიარა გზები, სადაც მუდმივი გაზაფხულია დაუმჭკნარი სიმწვანით.
სადაც ხეები იხუთებიან გრიგალისებურ ზრდაში, მჭიდე ლიანები (ფშალას) გარემოცვაში.
სადაც მწვანე სურო-ფათალო, ველური ვენახი - ვაზი, და გონებადაკარგული, შეშლილი სვია, ფშალა, მისცევნიან [ჯაგებსა და ბუჩქებს] ჯაგნარებსა და ბუჩქნარებს.
სადაც ცხოვრობს ზღაპრული მზეთუნახავი, ტყეთა იშვიათობა რამ - ოქროსფერი ხოხობი.
იგი მიდიოდა ადგილებით, სადაც მუდმივი ყვავილობაა.
სადაც ზამთრობით ჰყვავიან ვარდები - და იები.
სადაც გაზაფხული მთვრალია მაგნოლიის სურნელებით, მიმოზებითა და ნუშით.
სადაც სამშიტია (ბზა), დაფნა და ტვია.
იგი ხვდებოდა ქალიშვილებს, ასულებს, ალვის ხესავით რხეულს (კიპარისი) ისარივით სწორს, მშვენიერ სახეთა ნაზი პროფილებით. კანის სადაფისებური სითეთრით.
გაბრწყინებულით, როგორც ვარსკვლავიანი ღამე, ხედვით, ცქერით, თვალებით.
მაგრამ განა რაიმეს შეეძლო, რომ შედარებოდა მისი [ოცნების] წარმოდგენის სიდიადესა და ოცნებას, რომელიც მომავალს წარმტაც პოემად აქცევდა (წარმოადგენდა).
საგმირო საქმისათვის მზადმყოფი ჩავიდა იგი პეტერბურგში, მაგრამ სამხედრო სამსახურში არ შევიდა: იქ, აბა, რა უნდა ეკეთებინა?
მის წინ გაიხსნა (გაიშალა) ახალი გზა.
იგი დაუახლოვდა თანამემამულე სტუდენტობას და შევიდა უნივერსიტეტში.
ეს იყო ხანა (დრო) დიდ საზოგადოებრივ იდეოლოგიების შეჯახებისა.
რუსეთმა წააგო ომი. ამ გარემოებამ ყველაზე ცუდი გავლენა მოახდინა.
გამოირკვა, რომ იგი უძლურია: პოლიტიკურადაცა და ეკონომიურადაც.
ქვეყნის გამდიდრებისათვის საჭირო იყო - ფაბრიკებისა და წამოწყებებისათვის - თავისუფალი მუშა ხელები.
მხარეში ბატონობდა ფეოდალიზმი.
უნდა განთავისუფლებულიყო გლეხობა.
ამ განთავისუფლების საკითხით იყვენ გატაცებულნი ყველა მოწინავენი.
ამ საკითხის გარშემო იყო გამძაფრებული სასტიკი ლიტერატურული და პოლიტიკური აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კამათი, ომი.
ლიბერალები ესალმებოდენ რეფორმებს, რადიკალები აგინებდენ (არაფრად აგდებდენ) წინასწარ გრძნობდენ, იცოდენ რა, თუ საითკენ გაუხვევს მთავრობის გეზი. ისინი კი ოცნებობდენ ძირითად გადატრიალებაზე.
ისინი აღიარებდენ, რომ არსებული წეს-წყობილება უნდა შეიცვალოს.
არ იცოდენ - რა ექნათ, რა ეკეთებინათ?
ეს იყო ისტორიული [კითხვა] საკითხი, რომელიც წყდებოდა სხვადასხვა სახით.
ევროპიდან მიდიოდენ (შემოიჭრენ) სოციალიზმის იდეები.
მათ ენერგიულად ამუშავებდა ჩერნიშევსკი თავის რომანში „რა უნდა ვქნათ“.
სტუდენტთა შორის ირჩეოდა სოციალური პროექტები, ფილოსოფიური კონცეპციები, სენ სიმონის, ფურიესი, რობერტ ოუენის და ლუი ბლანის.
დაეხეტებოდენ სიბნელეში. ევროპაში უკვე აღარ იყო ფეოდალიზმი, იქ მეფობდა კაპიტალიზმი, და სიღარიბე (გამათხოვრება) იზრდებოდა ზედმეტობით (от изобилья).
კრიზისები და რევოლიუციები ეს კაპიტალის [მუდმივი] მარად თანამგზავრებია. და დიდი უტოპისტები ამტკიცებდენ სოციალიზმის აუცილებლობას. [ისინი] მათ სურდათ დაერწმუნებიათ, დაეჯერებიათ მილიონერები, რათა ისინი დათანხმებულიყვენ, საზოგადოების გადაკეთებას, ახალ, გაერთიანებულ შრომის საწყისებზე.
სამოციანი წლების (მესამოცე წლების) რუსებმა, შრომას დაუწყეს ყურება (ცქერა), როგორც საფუძველს ახალი ცხოვრებისას.
მსჯელობდენ მუშათა ასოციაციებზე, ამხანაგობებზე, არტელებზე, თემურ მიწათმფლობელობაზე.
ჩერნიშევსკი ოცნებობდა გლეხთა [აჯანყებაზე] რევოლიუციაზე.
ამავე დროს კი მთავრობა ათავისუფლებდა გლეხობას და ათავისუფლებდა [უმიწაწყლოდ] მათ მიწისაგან.
რა ვაკეთოთ - იდგა საკითხი აკაკის წინ.
[საზიზღარი] დაღი ფეოდალიზმისა, გრძნობდა ის, სამარცხვინოდ ეკრა საქართველოსაც.
მონურმა დამოკიდებულებამ რუსეთისაგან, კიდევ უფრო [არცხვენდა] ამახინჯებდა მის პოლიტიკურსა და ეროვნულ სახეს.
დასავლეთიდან კი... მოდიოდენ ამბები. დამონებული ეროვნებანი იბრძოდენ თავიანთ დამმონებელთა წინააღმდეგ.
იტალია ებრძოდა ავსტრიას - გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის.
ჯუზეპპე გარიბალდი აგვირგვინებდა ამ ბრძოლას.
იგი ანათებდა საომარ (საბრძოლო) ენტუზიაზმით თავის ხალხს და თავისი ელვისებური დარტყმებით (ომებით) გაოცებასა და აღტაცებას იწვევდა ყველა მოწინავე ადამიანთა.
მასში ხედავდენ: გმირობის, კეთილშობილების,სამშობლოსადმი თავდადებული, თავგანწირული სიყვარულის განსახიერებას.
მის უზარმაზარ გულადობას (მამაცობას, ვაჟკაცობას), მის სამხედრო მოსაზრებულობას, მოხერხებულობას, მოსწრებულობას, იგონებდენ [სამხ.] და ახსოვდათ სამხრეთ-ამერიკაში, სადაც ის იცავდა რიო-გრანდეს - ბრაზილიისაგან, იბრძოდა ურუგვაიში - არგენტინის წინააღმდეგ.
კომუნისტური მანიფესტი იყო სიგნალი მთელი რევოლიუციური ევროპისათვის (1848).
ამოძრავდა, ატოკდა ვენგრია (უნგრეთი).
მხურვალე მოწოდებანი ბრწყინვალე და ნიჭიერი კოშუტისა იწვევდენ თავშეუკავებელ აღტაცებას მისი ერისას.
ამ მოწოდებებს შიშის კანკალში მოჰყავდა ძლიერი გაბსბურგის მონარქია.
იბრძოდა ირლანდია, იბრძოდა პოლონეთი.
აკაკის აღფრთოვანებული გული მოუსვენრად ტოკავდა. რა უნდა ექნა? რა ნაბიჯი გადაედგა, რა ზომა მიეღო.
უნდა დაწყებულიყო ბრძოლა ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, რა უნდა გაკეთდეს?
როგორ დამცირებაში იმყოფება ადამიანი, ფიქრობდა აკაკი, ხატავდა რა თავის გონებაში ქართველი გლეხის მდგომარეობას.
მესამოცე წლების იდეებმა მის ფხიზელ გულში მდიდარი გამოძახილი იპოვეს.
ყველაფერი, რასაც ის განიცდიდა, აღწევდა მასში უმაღლეს დაძაბვას და გამოსავალს ეძებდა.
იყო ნათელი, რომ ყველა ეს მისწრაფებანი და გაბედვანი, რომლითაც ცხოვრობდა ის, და უკეთესი ადამიანები მისი ეპოქის, მას შეეძლო გაეხსნა მხოლოდ პოეზიით.
პოეტი უნდა იყოს ტრიბუნი, ვინაიდან...
სიტყვები, მსგავსნი ცეცხლოვან ვარსკვლავებისა, რომლებიც ისვრიან ძირს ზეციურ სიმაღლიდან და სწვავენ სასახლეებს და ანათებენ ქოხებს, სიტყვები, რომლებიც ემსგავსებიან ელვარე საომარ შუბებს, რომლებიც აღფრინდებიან მეშვიდე ცაში და ანადგურებენ ღვთისნიერ ფარისევლებს, შეპარულებს იქ, წმინდათა წმინდაში.
აკაკი გრძნობდა, რომ ადამიანთა გულებთან უნდა მისულიყო იგი ლექსით.
უნდა განათებულიყვენ საქართველოს ქოხები, ბატონყმობის წყვდიადში გახვეულნი.
უნდა ალაგმულიყო მოხელეთა თვითნებობა.
უნდა შერხეულიყვნენ, უნდა გამოსულიყვნენ საღათას ძილისაგან, ან უზრუნველობისაგან, სიმშვიდისაგან გაყინული [უმაღლესი] მაღალი ფენები საზოგადოებისა.
უნდა გაღვიძებულიყო ეროვნული თვითშეგნება.
საქართველო უნდა გამოფხიზლებულიყო და ანგარიში გაეწია თავისთავისათვის (შეკითხებოდა თავის თავს) თავისსავე მდგომარეობის შესახებ.
ახალმა გრძნობებმა [მოიმწყ.] გაიტაცეს ახალგაზრდა თაობა.
და ამ ახალი გრძნობებისათვის [ნაპოვნი] მონახული უნდა ყოფილიყო სათანადო, ღირსეული, შესაფერისი გამოხატულება.
უნდა ალაპარაკებულიყვენ ახალი ენით.
ძველ [ტიკებში] რუმბებში ახალი ღვინის დაყენება-გადასხმა არ ვარგა (როდი ვარგა).
[სულიერ] სულის რევოლიუციასთან დაიწყო ფორმის რევოლიუცია.
უნდა განთავისუფლებულიყვენ, უარი უნდა ეთქვათ ძველი ლექსთაწყობის სიმძიმისაგან.
და შეექმნათ ახალი, უფრო მსუბუქი, და უფრო შესაფერისი ეროვნული სულისათვის.
თანამედროვე პოეტურ კულტურასთან აკაკიმ [შეათავსა] შეუთავსა გამოსახულება, განსახიერება ხალხური სიმღერის.
თავისი დაფიქრებანი და აზრნი მან გამოხატა ელეგიის მუსიკალურ თანამღერებაში.
ირონია, დაცინვა და აშფოთება შეათავსა სატირაში.
ლექსები მოფრენდენ მისი კალმისაგან.
იგი ყოველთვის ნახულობდა ნამდვილ რიტმს, რომლითაც გადმოსცემდა თავის სულიერ მდგომარეობას.
ფორმები იქმნებოდენ მის მიერ სრულიად ძალდაუტანებლივ.
კანონები ხმოვანებისა თავისთავად იხსნებოდნენ მის წინ.
მას ჰქონდა არაჩვეულებრივი, უზარმაზარი ნიჭი!!!

შრომა აყვანილ უნდა იქნას კვარცხლბეკზე და სახელი განეთქვას მას!
დასწერა აკაკიმ „სიმღერა მკის დროს“.
ეს ლექსი იციან ეხლაც საქართველოს ყოველ კუთხეში.
როგორც ნიმუში რიტმიული სრულყოფილობის, იგი განხილვის საგანია გერმანელი მსწავლულისთვის (ბჲუხერი).
გაღელვებს გულუბრიყვილო, წმინდა, სუფთა სინაზე ხალხური სიმღერის, გამხნევებს, გაღვიძებს მოკისკასე და მქუხარე, ჩქარი რიტმი.
გარწმუნებს შინაარსის სინათლე, მკაფიობა.
სიამოვნებას გგვრის შეჯიბრების [გრძნობა] განცდა, რომელიც შთაგონებას იძლევა საზოგადოებრივ მუშაობის დროს.
ეს ჯანმრთელი პოეტური მოწოდებაა შრომისაკენ!
ვერაფერი რამ შესანიშნავი ამ ლექსში ვერ იპოვეს მისმა თანამედროვეებმა, იგი გაკიცხეს: არააო აზრი, არაფერს არ გამოხატავსო!..
პოეზია უნდა ემსახურებოდეს ცხოვრებას...

საქართველოს აგვიანდებოდა რეფორმებით.
აკაკი, რომელსაც [სჯეროდა] სწყუროდა მათი სწრაფი განხორციელება, ცდილობდა თავისი სიტყვით დაერწმუნებინა (დაეჯერებია) მემამულეთ რეფორმების სარგებლიანობაში.
დარდითა და ირონიით ხსნის იგი „გლეხის აღსარებაში“ გაუვლელ უფსკრულს მონასა და ბატონს შორის.
იგი შესძახის დამჩაგვრელს, რომ იგი გონს მოვიდეს, რომ გლეხის დაღუპვით იგი თავისთავსაც დაღუპავს.
მწარე ჩივილითა და ზიზღით მოღალავე მუშები (оброчники) ქვითინებს აკაკის ჩანგი და განაღვიძებს ხალხის შეგნებას.
მისი სალამური გამოტირების სალამურია: სამშობლოის მწუხარე და უბედური ბედის გამოტირების სალამური.
სამშობლოს - დასუსტებულისა და წამებულის - სისხლის მღვრელი ომებით.
მაგრამ მწუხარება და ცრემლები აგროვებენ მასში ენერგიას და იგი მოუწოდებს თავის ერს ომისაკენ!
სადღა არის საქართველო?
სალამური ჩუმდება. სხვა ისმის სიმღერა. ირონია ისმის მის ხმაში, ზიზღს იწვევენ მასში მისი თანამემამულენი, მონარქიის წინ მუხლ-მოყრით მდგარნი, ქედმოხრილნი.
იგი ხარხარით (სიცილით) გლეჯს მათ შარავანდედს მაღალი წრის ადამიანებისას, ნიღაბს, ფარისევლისას და კიცხვით დაღავს ყურმოჭრილ მონად გახდომისათვის! (Раболепств.).
იგი გესლიანად დასცინის მექრთამეებს, რომლებიც ამოფარებიან კანონს (ციტატა).
ბევრი ცნობილობდა თავისთავს აპელჲაციის მცოდნეში.
მაშ, ვის უნდა აღეარებინა იგი? გარეშემო აღშფოთებულნი და აღელვებულნი იყვენ!
ამბობდენ: რა პოეზიაა ეს? ყველაფერზე ხომ არ შეიძლება ლექსების წერა!
პოეტს უნდა ახსოვდეს სიყვარული, [ვარდი] ბულბული და ვარდის ბუჩქი.
ეძებდენ ნისლიან ემოციებს ტკბილ ხმებში, წმინდა ხელოვნების მომხრენი.
ნიჰილისტები საერთოდ უარყოფდენ პოეზიას, გაიძახოდენ, რომ პოეზია მხოლოდ უფრო [აფუჭებს] არყევს ნერვიულ სისტემას.
საერთოდ, ეს მიმდინარეობა უარყოფდა, ანგრევდა ყოველივე ძველს, ვინაიდან ჰგონებდა, რომ მხოლოდ ბუნებისმეტყველება გადაარჩენს საზოგადოებას.
მოხუცები დრტვინავდენ: ეს ვინ აკაკი-ბაკაკი გამოჩენილა. კუმ ფეხი გამოყოო.
მომხრეები მას ძალიან ცოტა ჰყავდა. მაგრამ ხალხის ფართო მასები მას უკვე პატივსა სცემდენ, გაიგეს ის და შეიყვარეს.
გლეხთა განთავისუფლება პირდებოდა ახალი [ერის] ხანის დასაწყისს.
და აკაკიმ ლირიული აღტაცებით უმღერა [განსასვენები] სულთა ბრძოლის ლოცვა ძველს სამეფოს, მიესალმა ახალ ვარსკვლავს, რომლის ამოსვლას ელოდა - საქართველოზე.
როდესაც აკაკი დაბრუნდა საქართველოში - სხვადასხვა კომისიებში და კომიტეტებში ბჭობდენ, კამათობდენ იმის შესახებ: გაენთავისუფლებიათ თუ არა გლეხობა, და თუ გაანთავისუფლებდენ, როგორ, რომ თავიანთი თავისთვის არ ეწყენინებინათ.
როდესაც გლეხებმა მიიღეს თავისუფლება, ისინი მაინც მოკლებულნი იყვენ საშუალებას, მოშორებოდენ მემამულეებს. მათ აკავშირებდათ მიწის ბორკილი (Узы), ჯაჭვი. გამოსყიდვა - ძვირი ჯდებოდა. ფულის შოვნაც ძნელი იყო... საიდან უნდა ეშოვნათ? არსაიდან!
როდესაც აკაკი დააკვირდა ოფიციალურ საქართველოს, დაინახა, რომ იგი მორჩილებით მიჩანჩალებდა, მიყვებოდა მეფის მთავრობას.
გულგრილობა უცხო იყო აკაკის ბუნებისათვის: იგი არ ფარავდა იმ უმაღლეს საფეხურს, სადამდისაც მიაღწია მისმა ზიზღმა, მონური სულებისადმი. იგი უძღვნის საქართველოს - ფურთხს. მისი გამოსვლები - იწვევდენ ზეგავლენას, ზემოქმედებას.
საზოგადოებამ მას ზურგი უჩვენა. დაიწყო დევნა და ცილისწამება.
მას მოჰყვა ძალაუფლების მქონეთა მუქარა. თანამგრძნობლებს (აობლებს, მწრთობლებს), იგი ვერ პოულობდა დაშინებულ ინტელიგენტთა შორის.
ერთად ერთი, მარტო, განკიცხული, ცხოვრობდა იგი იმ ხანებში ქუთაისში. ცოლი იმყოფებოდა სოფელში, ვინაიდან ქალაქში ცხოვრების სახსარი არ მოიპოებოდა.
მიუსაფარი, მშიერი, ეძებდა იგი რამე საშუალებას არსებობისათვის.
მაინც, ხედავდენ რა მასში ნიჭიერ ახალგაზრდა კაცს, ცნობილი და დიდი გვარის წარმომადგენელს და მისი ნიჭის თავის მიზნისათვის გამოყენების იმედით, არა-ერთხელ შეაძლიეს შემაცდუნებელი, მაღალი თანამდებობანი!
მაგრამ განა შეეძლო მას უარეყო თავისი შეხედულებანი?
სიყვარული სამშობლოსადმი იყო მისი ზნეობა. მისი განახლება - სიცოცხლის მიზანი. არ უთმობდა აკაკი, არ ნებდებოდა და წლები მიდიოდენ უბედურებაში - გაჭირვება-შიმშილში, სიცივეში, წყურვილში, სიშიშვლეში, დაცინვაში.
მისმა გამძლეობამ და პირდაპირობამ, დაჟინებით სვლამ დასახული მიზნისადმი, გამოიწვია გაოცება (გაკვირვება) ერთი შეძლებული და შორმჭვრეტელი პიროვნების. [მან] ის წინასწარ მიხვდა, რომ ახალგაზრდა კაცს აქვს მომავალი და შესთავაზა მას უფასო ოთახი და სადილ-ვახშამი თავის სასტუმროში.
ეხლა მას შეეძლო თავისუფლად მისცემოდა თავის სამუშაოს. აღმოჩნდენ თანამგრძნობლებიც.
შემთხვევით მან დასწერა [სიტყვამოსწრებული] მოხდენილი ფელეტონი, რომელიც მიაწერეს ნიკო ნიკოლაძის, ნიჭიერი პუბლიცისტის კალამს.
უკანასკნელი მიხვდა-რა, რომ ავტორი არის აკაკი წერეთელი, მოახერხა და მოუწყო მას ლიტერატურული მუშაობა ტფილისში.
აქ მაშინ გამოდიოდა ქართველ სამოციანელების გაზეთი „დროება“.
ამ გაზეთის გარშემო თავი მოიყარა ხალხმა, რომელმაც მიატოვა სამსახურის კარიერა და მთლიანად შესწირეს თავი საზოგადოებრივ იდეალებისადმი სამსახურს.
ასეთები იყვენ - ენერგიული გიორგი წერეთელი, თავდადებული სერგეი მესხი, პატიოსანი და მოთმინების მქონე ივანე მაჩაბელი, უწყინარი და თავმდაბალი და ქედმოუხრელი დიმიტრი ყიფიანი, აგრეთვე ნიკო ნიკოლაძე და ნებაყოფლობით კერძო საკუთრების მიმტოვებელი - ყაზბეგი.
ხალხისადმი სამსახურის ლოზუნგით - იმავე წლებში სცემდა [მძლავრი] ბუმბერაზი ილია თავის გაზეთს - „საქართველოს მოამბე“-ს.
პოლემიკა მიდიოდა ჯერ ისევ არალეგალური - ძველ თაობასთან.
ხელნაწერი წერილები ლექსებად ხელიდან ხელში გადადიოდა.
თავს ესხმოდენ მოხუცებს იმის გამო, რაზედაც ეკადრებოდათ, ისინიც ვალში არ რჩებოდენ, და თავისი მხრით ახალგაზრდებს ამტყუნებდენ.
ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწენი თავის ძალღონეს არ იზოგავდენ.
სულ უბრალო, მცირე რამ საქმის მოსაწყობად უნდა დახარჯულიყო გენიალური გამომგონებლობა და ენერგია.
იმ ხანებში სტამბის დაარსება, წიგნის გამოცემა, შკოლის გახსნა, წერა-კითხვის გავრცელება უფრო ძნელი იყო, ვინემ ეხლა ჩრდილო პოლიუსის აღმოჩენა.
უხდებოდათ ბრძოლა მთავრობის უტვინობასთან და იდიოტიზმთან, აგრეთვე საკუთარ უსახსრობასთან. ყველაფერის შორიდან მოზიდვა უხდებოდათ.
გზები კი.. ღმერთმა დაიფაროს.. რანაირი გზები იყო.
თუ რომ ამ მუდმივ ბრძოლაში არ დახარჯულიყო კოლოსალური ძალ-ღონე, რა უნდა დარჩენოდათ მათ თავიანთ მერე, როგორც მწერლებსა და პოეტებს?
მაგრამ არ უნდა ვნანობდეთ ამას.
თავიანთი ისტორიული ვალი მათ მოიხადეს: [გამოიწვიეს] გააღვივეს გონებრივი გამოფხიზლება მოსახლეობის ფართო ფენებში.
საქართველომ დაიწყო - აზროვნება.
წამოდგა ხალხი, რომელიც თავის გაბედულობით კიდევ უფრო შორს წავიდა.
სამოციანწლების მოღვაწეთა შორის აკაკი სარგებლობდა საერთო გამხნევებით.
ხშირად იკრიბებოდენ ახალგაზრდები სერგეი მესხთან „დროები“-ს რედაქციაში, სადაც თათბირობდენ და არკვევდენ მრავალ საჭირბოროტო საკითხებს, ყოველის საშუალებით სცდილობდენ გაეუმჯობესებიათ ხალხის ცხოვრება.
აკაკი თავისი მახვილი გონებით და მოსწრებული სიტყვებით, მოხდენილი, ზედგამოჭრილი შენიშვნებით, დიდათ აცხოველებდა და ახალისებდა ამ შეკრებებს.
ლაქ-მოუკიდებული, შეურცხვენელი გრძნობა სიმართლისა მას ყოველთვის თან ახლდა... ეს ერთერთი მისი თვისებათაგანი იყო.
სადაც ვერ მიგვიყვანდა ლოღიკა, მიატანდა პოეტის მხურვალე ინტუიცია.
ყოველ საქმეში იგრძნობოდა მისი მახვილი თვალი, ნათელი მოფიქრება.
ცოცხალი და მოძრავი - ის ყოველგან ახერხებდა ყოფნას.
ყოველი საქმე დაბოლოებამდე - დასასრულამდე მიჰყავდა.
მისმა ლექსებმა სულ უფრო და უფრო მეტი პატივისმცემლები მოიპოვეს. „საიდუმლო ბარათს“ მღეროდენ ყველა წრეებში.
მისმა ენამ მიაღწია ჯერარსმენილ სიმსუბუქესა, მხატვრულობას, პლასტიურობას, და ხმოვანებას.
რომ ყინულზე გაეცურებინა ცენზურა, მან ვრცლად გამოიყენა ფორმა ალეგორიების, სიმბოლოებისა და მეტაფორების. შეცდომაში შეყვანილი მისი მოწინააღმდეგენი - თვით ნახულობდნენ აკაკის ლექსებს უმშვენიერეს ლექსებად.
ის ათავსებდა თავის თავში ორთეოსსა და მეფისტოფელს (ორივ-ერთად, ადამიანი და შიმპანზე). ნაზი და გესლიანად დამცინველი.
და მიდიოდა კი სახიფათო და საშიშარი გზით.
როცა იგონებ ბედს ბევრი მისი თანამედროვეისას, გაკვირვებასა ხარ, როგორ გადარჩა იგი? შეიძლება მას ინახავდა ხალხის სიყვარული? იგი ხომ [დაუმეგობ.] დაუნათესავდა მას სიმღერით და იყო მისი რჩეული?
ვიღაცა თავადი მიქელაძე, გამოაცხადა-რა თავისი თავი იმ მუქთახორების წარმომადგენელად, რომელთაც აკაკი წერეთელი დასცინოდა, შიშველი ხანჯლით მივარდა მას, და ძლივსძლივობით გადაარჩინეს იგი. ეს იყო ლექსის „ნადირობის“ გამო.
მალე მან დასწერა „გამოცანა“, რომელშიაც თავისსავე კლასს ბრალსა სდებდა გამცემლობაში. ამ ლექსმა საერთო აღშფოთება გამოიწვია.
მშობელმა მამამ გარიცხა თავისი შვილი და შვილმაც თავის კლასთან ამის შემდეგ შესწყვიტა ყოველგვარი კავშირი.

გამოუსვლელობა, უგზოობა, უიმედობა გაისმის აკაკის დამღერებაში, სიმღერებში. სიმართლით სცემს მისი გული და ამიტომაც ასეთი სუფთაა მისი ხმა. სევდითა და მწუხარებით კანკალებენ მისი ქნარის სიმები. რაზედ მღერის იგი?.. თავის უგონო სიყვარულზე (საყვარელზე, სატრფოზე)... თავის სამშობლოზე.
მისი დარდი, მისი ტკივილები, მისი განწირულება - ყოველივე ეს პოეტის ცხოვრების სუნთქვაა. იგი გულმოკლული ჰყვედრის ბედს. ელის გამოძახილს... მდუმარებს სამშობლო. ეჭვი და დაღონება ავსებს გულს. აკაკი წერეთელი ემშვიდობება ქნარს.
მაგრამ სადღაც შთაისახა მტეხარე ტკივილი. ისევ ახმაურდენ ოქროს სიმები, იღვრება სევდა და გაისმის მრისხანების მუქარა.
ადამიანები! პატიოსნება და კეთილშობილება შესცვალეს ნაბოძვარზე (ჩინებზე), სადაა იგი, ვინც [მოარჩენს] განკურნავს ტკივილებისაგან ცრუ ქართველს, მომტყუებელს კი გაუსწორდება ტყვიით შუბლში? ვისი უნდა იმედი იქონიო? სადაა ეს ძალები, რომელთაც შეუძლიათ აღსდგნენ და აღადგინონ სამშობლოს პატიოსნება და ღირსება? (ლექსები 70 წლების).
ძალადობა დღესასწაულობს გამარჯვებას მთელ მსოფლიოში.
ბარიკადებზე დაიღუპენ ფრანგი კომუნარები. მთელი დღეების განმავლობაში კაკანებდენ მიტრალიეზები, ხვრეტდენ კომუნის თავდადებულ მეომრებს.
რუსეთის [ხიშტის წინ] ხიშტით დაჩუმდა მშფოთარე პოლონეთი, ძალადობა დღესასწაულობს. და მეფე, თვითმპყრობელი, ღვთისმიერ მირონცხებული, „მეფე-გამათავისუფლებელი“ განაგებს, მართავს სახელმწიფოს, დასჯებზე და კატორღებზე დაყრდნობილი.
აღიძვრიან, წამოდგებიან რევოლიუციის ტალღები.
მათ აჰყავთ თავიანთ თხემების სიმაღლეზე - ცალკეული უშიშარი, გაბედული ადამიანები. ისინი, თავდაუნანებლად, თვალის დახუჭვით, თავზე ხელაღებით, გადაეშვებიან ტახტთან საბრძოლველად. იწყება ნადირობა „გვირგვინოსან მხეცზე“.
დაშინებით თვითმპყრობლობა აქა-იქ აწყდება სასტიკ, შეუბრალებელ გააფთრებაში (გამძვინვარება, გაშმაგება, სიშმაგე, სიაფთრეში).
მის დარტყმის ქვეშ იღუპება ბეჭდვითი სიტყვა, რომელიც ხალხს ემსახურება. „სოვრემენნიკი“ და „რუსსკოე სლოვო“ დადუმდებიან. განათლება დაღუპვაა! ციხეები და კატორღები ივსება მოსწავლე ახალგაზრდობით. იმპერია - არ იქნებოდა იმპერია, რომ მას მიეცა თავისუფლება მის ძალაუფლების ქვეშ მყოფ ერებისათვის.
უმაღლესი [განკარგულებით] წინასწარ მოხაზულობით (წინასწარდასახვით) ხალხს არ უნდა ჰქონდეს თავისი სახე, არ უნდა ჰქონდეს თავისი ენა.
გუშაგი იმპერიის, კავკასიის სამოსწავლო ოლქი ხდება ეროვნული კულტურის დამახრჩობელი (შთამხშობი). საიდან უნდა ელოდე სინათლეს, საიდან უნდა ელოდე შველას?
წინათგრძნობანი პოეტისა იღვიძებენ.
და იგი აღვიძებს სხვებში ახალი ცხოვრებისა და ბედნიერების წყურვილს.
იგი მღერის, თავისუფლებაზე, ძმობაზე, სიყვარულზე. მას სჯერა, რომ ბედნიერება მშობლიური მიწის ახლოვდება.
შესაძლებელია აღელვებულმა, ამდგარმა ტალღებმა წალეკოს ბოლოსდაბოლოს თვითმპყრობელობა და მისი ქვეყანა შეიქნეს თავისუფალი და ბედნიერი?
თავდასხმები მეფეზე არ სწყდება: ისინი აოცებენ ყველას თავისი გამბედაობით, გაბედულობით. ვეღარ შველის გვირგვინოსან „მხეცს“ „ოხრანა“ (მცველები, მარად მის გარშემო მყოფი), ბომბები, ყუმბარები და [მინები] ნაღმები არიან ჩაწყობილნი ყველგან მის გზაზე.
ბოლოს იფეთქებს ყუმბარა გრინევიცკისა და სიკვდილი მათი უდიდებულესობის ერთი წამით აშუქებს გარშემორტყმულ გამეფებულ წყვდიადს.
აკაკი თავისი შეუდარებელი თარის ნაზი სიმების ჟღერით აღტაცებული ესალმება გაზაფხულს -
სასოებამ ფრთა გაშალა
გულსა მკრა და ამიძგერა!
მონარქი მოჰკლეს, მაგრამ მონარქია დარჩა. ხელისუფლება (მართვა) მოკლულისა გადავიდა ცოცხალზე.
იზრდებოდა ცხოვრება. კავკასიაში გაჰყავდათ რკინისგზები, გაძლიერდა ვაჭრობა, გაჩნდა მრეწველობა. ფული უფრო და უფრო დაეპატრონა ადამიანს. ყველამ მიაშურა საწარმოო საქმეს.
გროვდებოდა სიმდიდრე.
და განთავისუფლებულ ქართველ გლეხსაც შეეძლო თავისი ნიჩაბითა და ბარით რკინისგზაზე 6 1/2 კაპიკი - გაეკეთებინა.
ვაჭარი, რომლის ცხოვრება და სინიდისი მიმართულია ყიდვა-გაყიდვით, იძენდა უფრო და უფრო მეტ ძალას (უფრო და უფრო ძლიერდებოდა).
რითი დააცხრობ სიხარბეს, რითი ალაგმავ მატყუარობას? ვერაფრით.. ისინი უნდა გაანადგურო! (ციტატა) აი, მას აკაკის ჭკუის დარიგება.
„ახალი გზაა“ [სდგას] პოეტის წინ. ამ გზაზე პატიოსან ადამიანად დარჩენა ძნელია. მაგრამ პოეტმა იგი უნდა გაიაროს. „საქმე უნდა დაწყებულ იქნას“. „სისხლი დუღს“ და წინ, მომავალისაკენ!
რკინისგზებმა შეაერთეს ზღვები; მიჰქრიან მატარებლები. გააქვთ და შემოაქვთ საქონელი. გაიზარდნენ ქალაქები. მიაწყდა გლეხობა საწარმოებს; შეუდგენ (დაიწყეს) მიწის ბურღვას, ქვანახშირის ამოღება, ნავთისა და შავი ქვის წარმოება-ექსპლოატაცია შევიდა თავის ძალაში. მოგზაურობს აკაკი თავის ქვეყანაში რკინისგზებითაც, ხან ქვეითად, ხან ცხენით. საქმეები ყოველთვის  უამრავი აქვს. რა არ აინტერესებს მას: ბანკები, შავი ქვის დამუშავება, თეატრი, ქალთა საკითხი, შკოლა, ეტნოგრაფია, ფოლკლორი. ქალაქებში ჰკითხულობს ლექციებს, სოფლებში სწავლობს ყოფა-ცხოვრებას, ენას, ზნე-ჩვეულებას, ზეპირსიტყვაობას; გლეხებში იგი თავის კაცია (მასზე ამბობენ „ჩვენი კაცია“-ო). ეძახიან მას უბრალოდ აკაკის. და ყველა ქაღალდებზე, რომელზედაც კი მისი ხელისმოწერაა, აღნიშნულია აკაკი. ვინაა წერეთელი? ასეთები ბევრია. აკაკი ერთადერთია.
ხშირად ხვდება მუშებს, რომლებიც მას მხიარულად ესალმებიან, უყვართ მისი ღიმილი, თავაზიანი (ზრდილობიანი) ბუნება, გულკეთილი ხუმრობა და გადამდები სიცილი.
მოსწონთ ქალებს დიდებული გარეგნობა აკაკისა.
უცქერიან მის ლომურ ფაფარს, და არწივისებურ პროფილს.
მისი გამოხედვა გულკეთილია და გამბედავი, ხანდახან დამცინავი.
წვერი და ულვაში - ვითარმედ იუპიტერს (და ვითარმედ იუპიტერს შვენის წვერი და ულვაში). (ლულვა, კრულვა).
პატივს ცემდა აკაკი ქალში პიროვნებას და ადამიანს, მიუზღო რა ღალა, ნაზ შემოქმედებას, უმღერა რა ტკბილ-ნეტარ წამებს, აღტაცებასა და წამებას სიყვარულისას, წვასა და დაგვას, წამებას ვნებისას, - მისი ჩანგის სიმები სხვაგვარად იწყობოდა. ზოგს სიყვარულში იხსნებოდა შვენება არსებობისა (ყოფნისა). იგი გვამცნებდა სხვა გრძნობათა და სიხარულთა სიღრმეზე.
ქალს  დედას - აკაკი აღმერთებდა. იგი უმღეროდა ამ ქალის უდიადეს გულს.
იგი მღეროდა ქალებზე, მაღალი ზნეობის ქალებზე, სულიერი ნების მქონე ქალებზე, სამშობლოსათვის თავგანწირულ ქალებზე. მისი „ნათელა“-ს წინაშე, მის ზნეობრივ სიწმინდესა და შეურყეველ სიყვარულში - ვერ მიბედავს ვერავითარი სატანა, ბიწიერება, სიმკაცრე და ავხორცობა.
და თამარიც ეს წყაროა - ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზის - სული პროგრესსის, გუმანიურობის.
აკაკი უკვე სახელგანთქმული პოეტია, მის ლექსებს იზეპირებენ, ავსებენ გამოცემებს, ცნობილნი არიან მთელ ქვეყანაში.
პოეტმა უნდა გაიაროს თავისი გზა - და წაიყვანოს სინათლისაკენ თანამემამულენი (ციტატა).
აკაკი შეუდგა „თორნიკე ერისთავი“-ს წერას.
და რომელი გონიერი მოღვაწე არ მიმართავს წარსულს, არ მოსძებნის მასში (არ დაუწყებს ძებნას) მომავალის გზებს.
გიოტე გვასწავლიდა, რომ ცხოვრება შეიძლება წაწეულ იქნას წინ მხოლოდ ყველას საერთო თავისუფალ ურთიერთმოქმედებით, განუწყვეტელი ყურადღებით ყველაფრისადმი, რაც დარჩა და ცნობილია, ვიცნობთ წარსულისაგან.
თორნიკე ერისთავი - ეს არის „აგიტკა“, ძახილი პოეტისა მთელი საქართველოს გაერთიანებისათვის.
წარსულის მაგალითები აღვივებენ ხალხის თავმოყვარეობას, მის სიამაყეს.
პირქუშ (წარბშეკრული, მოღუშული, სუსხიანი, მკაცრი, სასტიკი) ცხოვრებას წინაპრებისას, მოკლებულს ყოველგვარ ზედმეტობასა და გადაჭარბებას (მეტისმეტობა, ნამეტნაობა), უნდა ხაზი გაესვა თანამედროვე თავადაზნაურობის დაცემისათვის, [წრეგადასული და] განებივრებული, და გარყვნილი თავადაზნ.
სამშობლოსადმი სამსახური უფრო მაღლა სდგას, ვინემ ღვთისადმი სამსახური, ბერი აკაკი წერეთლისა იცვლის თავის მდაბალ ანაფორას ჯაჭვ-ჯავშანზე და ხმალზე, როდესაც ამას ითხოვს სამშობლო და მიდის [მტერზე] მტრის გასანადგურებლად (ნიშნის მიგება თანამედროვე ეკლესიისადმი).
გლეხი არაფრით ნაკლები არაა თავადიშვილზე. ომში გმირი, [და] მამაცობაში და სამშობლოსადმი ერთგულებაში – რაინდთან თანაბარია.
მეფე იმგვარივე ადამიანია, კაცია, როგორც ყველა. არა მის უმაღლეს წოდებას უნდა ვცეთ პატივი, არამედ მის მოქმედებასა, [და] რამდენადაც იგი მიმართულია სამშობლოს საკეთილდღეოთ.
საქართველო, რომელიც გამოვიდა ბიზანტიის დასაცავად, - ნიშნის მიგებაა რუსეთის მონარქიის, რომელიც ვითომდა დაცვის [მიზნით] სახით, ძალით შემოიჭრა უმწეო, უმფარველო საქართველოში.
სასამართლოს ჩვენებითა და მასში ხალხის მონაწილეობით, იგი ამახვილებს ყურადღებას თანამედროვე სასამართლოსადმი, სადაც სამეფო მოხელეების პირადი თვითნებობის[ადმი] ხელშია ქართველი გლეხის ბედი და იღბალი.
თორნიკე ერისთავი - ესაა ქებათა-ქება ჰუმანიურობის სახელით - მძლავრი, გმირულისა და სამართლიანი ომის.
საერთოდ ყველა პოემები აკაკი წერეთლისა განირჩევიან აზრის სიღრმითა და  სახეთა მხატვრულობით, ენის სიმდიდრით, კონცეპციის ნიჭით, [გამოხატულების ძალით] წარმოდგენის ძალით, სისადავითა და ბრძოლის პათოსით.
ჰავამ, წყალმა, მთებმა და მთელმა დიდებულმა ბუნებამ საქართველოისამ იპოვა მათში თავისი არა მხოლოდ უნიჭიერესი, არამედ გენიალური პოეტი.
მრავალი პოეტი [მოგვცა] მისცა საქართველოს მე-19 საუკუნემ.
მაგრამ ისეთი, რომელიც მთლიანად გამოსახავდა თავისთავსა და თავის დროს - პოეზიაში, აკაკის [გარდა] მზგავსი არავინ არ არის.
მისი გულიდან [მოდის] აღმოხეთქს ყოველთვის - მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი [ძალდაუტანებელი] ხმები...
მას არა აქვს ყალბი ნოტები.
იგი ქმნის - ძალდაუტანებლად.
იგი მგოსანია - ცოცხალი გრძნობის.
ამბობენ ზოგიერთები: მის სიზარმაცისადმი მიდრეკილებას.
იგი, მართლაც, თავის თავს ძალას არ ატანდა, მაგრამ ყოველთვის იცოდა გამოხმაურება და წყაროს ზეშთაგონებისას ნახულობდა ყოველგან;
წარმავალი შთაბეჭდილებანი, მარადისი ჭეშმარიტებანი, გმირები წარსულისა, დიდნი მოვლენანი, დღიური საჭირბოროტო საკითხები, იდეები, ვნებები, შრომა - ყოველივე ეს ღირსი იყო მისი ჯადოსნური კალმისა.
[მან] საჭირო მისმა  სიმღერებმა [გონებით ამაღლებულთათვის] აღამაღლეს გონება, მან განაღვიძა სევდა თავისუფლებაზე და წყურვილი თავდადებისა და საგმირო საქმეთა - სამართლიანობისათვის.
მიდის დრო;
მთლად გათეთრდა, გაჭაღარავდა აკაკი.
გარნა გარეგნობა მისი ისევ ძველებურად დიდებულია.
თმები - გრუზა (წინად ქარბუქს მოგაგონებდათ), სქელი.
გამოხედვა - სიცოცხლიანი, ცოცხალი. ძარღვებში ისევ სდუღს სისხლი, და ახალგაზრდული ცეცხლი, მხურვალება და თავგამოდება - მასში არ დაიწურვებიან.
საქართველო ამაყობს მით. მისი დიდებისა და სახელის შარავანდედით მოხარულნი არიან შეიმოსონ - მრავალნი.
მასზე [საუ] ბჭობენ, მასლაათობენ ლიტერატორები; ვერ გაერკვევი მრავალ მათ გამოთქმაში, ძალიან ბევრს, კარგს ლაპარაკობენ, მაგრამ ნისლი და ბინდ-ბუნდიც ბევრი მოჰფინეს მის ნათელ დღესავით ბრწყინვალე პოეზიას.
ერთობიან სალონებში; ზეპირად კითხულობენ და მღერიან აკაკის, თეატრებში სდგამენ მის პიესებს, დრამებს.
სიხარულს იწვევს მასთან შეხვედრა. მოხუცნი - პატივისცემით მას ესალმებიან, ახალგაზრდობას გული [უხურს] ცემას უმატებს. ბავშები მხიარულად უღიმიან მას, იგონებენ რა მის სასაცილო იგავ-არაკებს.
მასზე აუგის თქმას (ძვირის თქმას) მტრებიც კი ვერ ბედავენ. სიმღერა აკაკი წერეთლისა ამხნევებს ღარიბს გლეხკაცს; ამხიარულებს, ახალისებს მას დასვენებისა მისისა ჟამს.
აი, მიიწურა მე-19 საუკუნეც. გადის ასი წელი, რაც ქართველი ერი ითმენს სამარცხვინო [ლაქას] უღელს. ვინ მიეშველება მას, რომ ეს უღელი კისრიდან მოიცილოს? არაა ძალა ხალხში. ბედი [მიჰყავს] ანადგურებს მის უკეთეს ადამიანებს.
საქართველოს სწყევლიან! ეკზარხოსი საქვეყნოდ სწყევლის მას. საშინელ, გულშემზარავ სიჩუმეში, საეკლესიო კამარების ქვეშ. მოისმინა მოწინავე მოხელეობამ ეს წყევლა. რა არის მისთვის საქართველოს შეურაცხყოფა? ვერ მოითმინა დიმიტრი ყიფიანის გულმა. გაუგზავნა მან მრისხანე წერილი წმინდა მამას. მთავრობასაც ეს უნდოდა. ყიფიანი იყო ერთგული მებრძოლი საქართველოს განახლებისა და ვერ სარგებლობდა მთავრობის კეთილგანწყობილებით. იგი გადაასახლეს და მოჰკლეს. ღმერთისა და ტახტის სასიამოვნოდ (საამებლად) ბერებმა ქვით (გირით) გაუჩეჩქვეს მას თავი - მძინარეს.
ბრძოლებმა მოღალეს სერგეი მესხი.
უგონობის ტყვეობაში, საცოდავ საწოლზე სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ყაზბეგი, დაუტოვა რა თავის ხალხს უხრწნელი განძი. ცოცხალი იგი დავიწყებული იყო, გარდაცვალების შემდეგ კი ღვრიდენ დეკორატიულ ცრემლებს. ასე მოდის იმ თავიდანვე, რაც ქვეყანა გაჩენილა, ასეა ეხლაც.
სწუხდა აკაკი. მწუხარე ეხოს (გამოძახილს) [იძლევა] შობს მისი სიმღერა მთელ საქართველოში.
მაგრამ სულით დაცემის დრო ეხლა არ არის, ხედავს აკაკი სინათლეს, რომელიც მოდის შორიდან და ახალ სინათლეში სდგებიან ახალნი ძალნი. გონებრივ კამათში და შეჯახებებში - ინგრევა ძველი, გაყინული და [შენდება] ჩნდება ახალი შემეცნებანი.
იდეა რევოლიუციისა ხდება ხალხისათვის ერთადერთ მნათობად.
გაჭირვებასა (ხელმოკლეობასა) და შრომაში მჭიდროვდება მუშათა კლასი; რა უნდა ვაკეთოთ - ეს საკითხი გადაწყვეტილია კარლ მარქსის მიერ. მაგრდება მისი ენერგია და ნებისყოფა მომავალი ბრძოლებისათვის! გრძნობს აკაკი ახალ ქროლას, გრძნობს, რომ ტახტი ირყევა. მას არ შეუძლია გაჩუმდეს და თავისებური პირდაპირობით მიმართავს თვითმპყრობელობას (ციტატა: მე შენი ტყვე ვარ).
მძიმე და ტკივილებიანი იყო ახალი - მე-XX საუკუნის დაბადება უუფლებო კლასისათვის. შიმშილი, უმუშევრობა და ომი მოჰყვა მოსვლას.
სისხლის კვირიდან, როდესაც [შეირყა] დახვრეტილ იქნა რწმენა მეფისადმი, წამოვიდა წითელი განთიადი.
აფრიალდენ, აღელდენ, აბიბინდენ წითელი დროშები მხარეზე. დაბარბაცდა თავისი ჯვრებითა და გუმბათებით პატრიარქალური რუსეთი. დავარდა კვერთხები (Скипетры, жезлы).
თბილისზე აიმართა ბარიკადები.

„რასაც ვნატრობდი, ამიხდა!“

ისმის სიტყვები განრისხებულ ჰაერში...

„Надвигайся-же...“

გაისმის ბარიკადებზე მხურვალე მოწოდებები დიდი პოეტისა.
„აენთენ სასახლეები და განათდენ ქოხები საქართველოისა“.
და 1905 წელმა გამოაღვიძა ხალხი - და დაამტკიცა, რომ ის თავისი ხელით, საკუთარი ხელით მოახერხებს თავის განთავისუფლებას!

1940 წ. [გ. ტ.]

* * *
გამოცხადდა გაფიცვები. დაცალიერდა ფაბრიკა-ქარხნები, ცეცხლმა მოიცვა მემამულეთა ქონება (სარჩო-საბადებელი), სასო.
და [კერძო] საკუთრებისა და თავისი [თავის] არსებობის დასაცავად მონარქიამ გამოაცხადა თავისუფლება თავადთა მიმართ, თავისუფლების იქით კი განკარგულება მოახდინა: „ტყვიებს ნუ დაიშურებთო“ (ნუ დაზოგავთ).
დაეცენ ბარიკადები.
ცხედართა შორის გადარჩა ძალაუფლება, ხელისუფლება. გაიმარჯვა კაპიტალმა, და [ახმაურდენ] აგუგუნდენ [სამრეკლოს] ზარები.
გულუბრყვილონი იყვენ პატიოსანი გულები და მეტად ახალგაზრდანი რევოლიუციის ძალები.
მაგრამ დამარცხებულთა და დამსხვრეულთ - მათ გაიგეს - როგორ უნდა წაიყვანონ საქმე როდესაც მათი დრო დადგება.
„არ უნდა აგვეღო ხელთ იარაღი“, - ამბობდენ შემთანხმებლები.
„მე თქვენთან ვარ“, - მღეროდა აკაკი, - „კარგია, რომ ცხოვრებამ მაიძულა, ვირწმუნო თქვენი ძალა“ (სურვილი).
პოეტის გენია არა სცდებოდა.
ელავდა მისი ხანჯალი, გამომაღვიძებელი, რათა „ინტერნაციონალით“ ისევე აღდგენ და აღგავონ პირისაგან მიწისა უსინდისობის მთავრობა („ძირს“).
დაეცა (დამარცხდა) რევოლიუცია: მაგრამ ხალხის გულში არ დამშრალა წყურვილი განთავისუფლებისა.
იგი ცხოვრობდა პოეტის სიმღერებში და თვითმპყრობელობას რომ [მოესურვებია] გაებედნა მათი განადგურება, [ისინი განაგრძობდნენ] მისი ხმა არ გაჩუმდებოდა ხალხის ბაგეებში.
მიდიან წლები. [უკვე] ორმოცდაათი წელია, რაც მგოსანი [მოგზაურობს] მიდის კაცობრიობასთან მისი განთავისუფლების გზით, რომელთაც თავიანთი მხრებით მიაქვთ მთელი სიმძიმე ცხოვრებისა.
მასზე გამართლდებოდა ძველი მითი. ლესბოსის კუნძულზე მიტანილი ორთეოსის თავი განაგრძობდა თავის ჯადოსნურ სიმღერების მღერას, აჯადოებდა რა ადამიანებს, ათვინიერებდა რა მხეცებს.
ნათელია მისი მიზანი. იგი არ ჰკარგავს მას მაშინაც კი, როდესაც დროთა სიავეში ხეტიალობდა სული მწუხარების შებინდებაში, და გული იმსხვრეოდა დაეჭვებათა მწუხარების ელეგიურ აკორდებში (მისი პოეტური თქმის).
თავისი გაბედული სიტყვის სილამაზის გავლენით დაიპყრო მან ხალხის სული.
იგი გახდა მისი სულიერი ბელადი, მისი ოცნებისა და მისწრაფების განსახიერება.
მისი შემოქმედებითი იუბილეჲ (50) იყო დღესასწაული პოეტისა და მოქალაქის.
რუსები, [მუსულმანები] მაჰმადიანები, სომხები [უერთდებიან] შეუერთდენ  [თავიანთ ძმას] ქართველებს, ძმური გრძნობით - პატივი ეცათ თავისუფლების პოეტისათვის.
ყოფილი მტრებიც კი - წინააღმდეგნი არ იყვნენ - ეხლა აკაკი წერეთლის დიდებისა.
თუ ბევრი კიდევ [ნახულობდა] ხედავდა თავს მის პოეზიის სარკეში, კრილოვის მაიმუნის მსგავსად, მეზობელზე უთითებდა.
დრო მიდის. ორთქლი, ელექტრონი ასხვაფერებს სახეს დედამიწისას. მათი საშუალებით დაფუძნდა მტაცებელთა ბატონობა მრავალ მილიონ ხალხზე.
მოხვეჭის ცდებში [გამოკიდებაში] - ბაზრებზე ნადირობაში დაეჯახნენ ერთმანეთს დიდნი სახელმწიფონი და დაანთეს ცეცხლი მსოფლიო ომისა და იმპერიალიზმის გამარჯვებისათვის (დღესასწაულისთვის) ერთიმეორეს ეკვეთნენ დაბრმავებული ხალხები, ერები, სამკვდრო-სასიცოცხლოდ.
ყრუ სოფლად განმარტოებული, წინაპართ, თავის ძველს (ძველებურ) სახლში, უფიქრდებოდა პოეტი ისტორიულ ამბებს.
არ სურდა მას ქვეყნიდან წასვლა მარადისობაში ისე, რომ არ გაეგო მათი საიდუმლოებანი.
რა მხარის ნაპირებამდე მიიყვანს კაცობრიობას ეს სისხლიანი ქარიშხალი?
მშვიდობიანობის დღესასწაულის იდეა, ყველა ხალხთა ძმობა და მეგობრობა შთაგონებას აძლევდა მის მოხუცებას.
მოვლენათა ლოღიკა - წინასწარმეტყველებდა, რომ მომავალი [მსოფლიო] ზავი დაუკავშირდება მისი ძვირფასი სამშობლოის, და ჩვენი საერთო სამშობლოის - რუსეთის - თავისუფლებას.
იგი აპირებდა პოემის წერას ხალხთა მეგობრობაზე, მაგრამ სიკვდილმა შეაყენა მისი ხელი. მაგრამ ისტორიის მიერ დასმული [საკითხი გადაწყვეტილ] ამოცანა შესრულებულ იქნა ექვსი წლის შემდეგ თვით ცხოვრების მიერ, რევოლიუციური ხალხის ნებით.
ყველაფერი მიმდინარეობს, ყველაფერი იცვლება. გავიდა ასი წელი საყვარელი პოეტის დაბადებიდან.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, საქართველოსათვის ღირსშესანიშნავ დღეს - მიესალმება განახლებული ჩვენი ხალხი, ჩვენი საერთო სამშობლოის ს.ს.კ-ის ყველა ხალხთა შეურყეველ მეგობრობის კავშირში.
ჩვენ ვესალმებით ისტორიულ ყოფნას დიდი ადამიანისას, რომელმაც შესძლო თავის ძნელ გზაზე არ შეფორხილებულიყო, გაიარა რა სიბნელე ფეოდალურ განწყობილებათა და ბურჟუაზიულ წინააღმდეგობათა, - ემსახურა რა თავისი მძლავრი სიტყვით რევოლიუციის ძალებს; ეს ძალები სულ ახლად აქცევენ მსოფლიოს - საყოველთაო შრომის, თანასწორობისა და ძმობის საფუძვლებზე.
უკვდავებითაა აღნიშნული მისი მაღალი სამსახური მშრობელი ხალხისადმი, მისი დაუცხრომელი ენერგია, შეუსუსტებელი მისწრაფება, კეთილშობილი ნება!
დაე, გაგვამხნევოს მისმა მაგალითმა, როდესაც ჩვენ გვჭირდება მუშაობა და მუშაობა, რათა მივაღწიოთ სასურველ სისრულეს...
მეცნიერება, ტექნიკა, ორთქლი, ელეკტრონი, - ყველაფერი ემსახურება ჩვენს მიზნებს. ჩვენს მხარეზეა ძალა ისტორიული განვითარების. კულტურისა და გენიის სადარაჯოზე სდგას ამხ. სტალინი, და ჩვენ გავიმარჯვებთ.
დაე, გვესმოდეს კვლავ, გვამხნევებდეს აკაკის სიმღერები: ჩვენს ახალი ომების ქარიშხლიან ხანაში, - ისინი იქმნებიან მცველნი (ფარი) ჩვენი მშვენიერი სამშობლოისა. მათ ისმენს მთელი საქართველო. ჩვენი მთები უმშვენიერესი რეზონანსია.
ჩვენი ტყეების შრიალი, მდინარეები, ნაკადები და წყალვარდნილები - გასაოცარი აკომპანიმენტია...

1940 წ.