შუალედი - დან - მდე
 
 


***წისქვილის წითელ ბორბალთა...


     წისკვილის წითელ ბორბალთა აელვარებული მზე ბზრიალ-[ტრიალით] ბრი­ა­ლით ჩა­ვარდა ტყეებს იქით, ფანტასტიური და მხურვალე ფერადები. მრა­ვალ­ფერი ღვი­ნოე­ბის მსგავსი გადაღვარა [ბროლმჭვირვალე თასით] ბროლ­მჭვირ­ვალედ თლილ სხი­ვების თასებიდან, სიცხისგან მოწყურვებულ ღრუბ­ლებს, რომლებიც თვრებოდენ და ბარბაცით ეცემოდენ ცის დასავალზე გა­ფე­ნილ ინდიგოს ხალიჩებზე. ვალ­ტა­სა­რის ლხინი! [სადმე] ანათებს მა­ღა­როე­ბი­დან ამომსკდარი ცეცხლის მადნები, ვე­ზუ­ვის აფეთქება, ანათებს ნერონის მი­ერ [გადამწვარი] ცეცხლმოდებულ რომს, [ლიუ­დოვიკოს] ვერსალის სა­სახ­ლე­ებს შორიდან ეჩვენება გასისხლიანებული ლანდი ლიუ­დოვიკ მე-XIV-ისა და ანტუანას წითელი ხავერდებით იმოსება რევოლჲუციის მი­ერ ანთებული კა­ტაკომბები.
     ჩვენ, ოთხი განუყრელი მეგობარი, ნათხოვარ [ცხენებით] ცხენებზე შემ­სხ­და­რი მივ­დიოდით შარაგზაზე, როგორც სამი უცნაური მხედარი აპო­კა­ლიპ­სის... ჯერ ცხე­ნების შოვა გაჭირდა (იოველისთვის მღვდლის ჯორი გა­მო­ვართ­ვით), შემდეგ უნა­გირების ძებნამ შეგვაგვიანა, თორემ ეხლა ნანგრევთან მი­სუ­ლი ვიქნებოდით. შუ­აგზა გავლილი არ გვექნებოდა, როდესაც შეღამდა, სი­­ჩუ­მეში უფრო მკაფიოდ ის­მოდა ხმა ცხენის ფეხისა, [ხმა] როდესაც ისინი რი­ყის ქვას წამოედებიან. ჩვენ მივ­დივართ ჩუმად.. უეცრად იოველის ცხენს ფე­­ხი დაუსხლტა, დაეცა, მაგრამ იოველმა ავჟანდიდან ფეხის გამოცლა მო­ას­წ­რო. ყოველივე ეს სწრაფად, ჩვენ მო­ხედ­ვა ვერ მოვასწარით, რომ ჩვენი რა­ღაცათი დამფრთხალი ცხენები გიჟურად მიჰქ­როდენ ქვევით, ამაოდ ვუ­ჭერ­დით სადავეს, ვერც ერთი ვერ ახერხებდა მათ შე­კავებას, ისეთი ველური და არა-სულიერი იყო მათი გაქროლება. [ყველას] <და...> გულ­ში მძლეველი ში­ში იყო: შარაგზის აქეთ და იქითა მხარეს სიკვდილის თვა­ლე­ბით ჩაშავებული ხრა­მებიდან [იცქირებოდენ] ამოიხედავდენ ჭინკები და რა დაგ­ვი­ნახავდენ სა­შიშარი [გზაზე], მოლიპული გზის მხედრებს, კივილით, სტვენით და კის­კი­სით მოგვდევდა ათასი და მრავალი ათასი ალი. <მ...> ცხენები გადირიენ - სიბ­­ნელეში ისინი გაქანებული შუბლით ეჯახებოდენ ხეებს და კლდეებს, მუც­ლებს იკაწ­რავდენ ეკლებში და ჯაგებში. ჩვენ ძლივს ვსუნთქავდით, სისწ­რა­ფის გამო ჰაერი არ გვყოფნიდა და მომაკვდავის ხრიალივით [„ვასმენდით ერ­თ­მა­ნეთს: სადავეს ხელი არ გაუშვათ.. ფრთხილად.. არაფერია.. დამშვიდ­დე­ბიან ეს ქაჯები თუ არა?“
     უცებ ჩვენს წინ გაჩნდა ვრცელი მდინარე... და ჩვენი ცხენები შეჩერდენ. ჩვენ სწრა­ფად ჩამოვხტით და, ვიგრძენით რა გადარჩენის დიდი სიხარული, ეხ­­ლა ცხე­ნებ­ზე შურისძიებას შევუდექით. დავიჭირეთ ისინი აღვირით და მაგ­რად ვსცემდით მათ­რახებს]. ეს [იმერეთის] ქაჯებად გადაქცეული მჭლე, ჩა­ლის­ღერა ფეხების მქო­ნე იმერული ცხენები; უცებ, ჩვენთვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ისინი გაქვავდენ პატარა რუს პირად: ისინი არც აპირებდენ რუზე გა­დე­ბუ­ლი ალუბლის ხიდს იქით გასვლას.
     - რა მოხდა? - შეშინებით ჩაილაპარაკა იოველმა.
     - ჩამოვხტეთ! - მოკლედ უპასუხა იორამმა.
     და პირველი თვითონვე ჩამოხტა - და სცადა ცხენის აღვირით გაყვანა. მაგ­რამ პე­გასი ამას არ დათანხმდა.
     ამოვიდა დიდი ყვითელი მთვარე და ტყე გაანათა: ჩვენ, რა თქმა უნდა, გზას ავც­დით, ვიყავით ისეთ ადგილას, სადაც ვინმე ნაკლებად დაიარებოდა, ალ­ბად, ცხე­ნები ადგილიდან არ იძროდენ...
     - ეშინიათ რაღაცასი, - [ჩუმად] ჩაილაპარაკა იოველმა. ამ სიტყვების შემ­დეგ არ გასულა სამი წამი, რომ ტყეში რტოების მტვრევის ხმა მოისმა:
     - დასწყევლის ღმერთი!
     ცხენებმა ყურები სცქვიტეს. ხმაურობა თანდათან გვიახლოვდებოდა. „ჰეი, რო­მელი ხარ?“ - დაიძახა იოველმა, მაგრამ პასუხი არ იყო.
     - ვინ უნდა იყოს ამ დროს ტყეში?
     - ვინ იქნება... რაჲ ვიცი!
     - შეხედე.. ღმერთო.. [ესენი ვინ არიან?]
     ჩვენ პირჯვარი გამოვისახეთ.. ტყიდან გამოვიდა სამი სრულიად შიშველი კა­ცი. [ისი­ნი გაჩერდენ] სამივე ჩვენს წინ გაჩერდა..
     - გამარჯობა! [თქვენ] - ცივად შემოგვძახეს მათ.
     - გაგიმარჯოსთ!

 [1930-იანი წლები]