შუალედი - დან - მდე
 
 


[იოველი]


     ისინი ერთობოდენ წარსულის მოგონებებით (რა წარსული უნდა ჰქო­ნო­და­თ ამ ახალ­გაზრდებს?), სანტიმენტალური გულგახსნილობით. ერთი შე­ხედ­ვით ისე იყო, თით­ქო არაფერი ერთმანეთში დაფარული არა ჰქონდათ რა. ყვე­ლას ხიბლავდა ევას ნაზი და მელოდიური ხმა. ეს ხმა მას აგონებდა მთაწ­მინ­დის წკრიალა ზარს, აღდ­გომის წინა დღეებში დარეკილს, იოველს დღესაც ვერ გამოურკვევია, რად გა­ნიცდიდა უცნაურ შიშს, როცა ხედავდა ევას თვა­ლებ­ში, ღრმა, უფსკრულივით შავ თვალებში გამკრთალ ნაპერწკლებს. როცა ეს თვალები თითქო განგმირვას ლა­მობდენ მისი თვალებისას, სწვავდენ მის სულს, იხედებოდენ გულის სიღრმეში. ევას მუდამ გარს ერტყა თაყ­ვა­ნისმ­ცე­მელ­თა მთელი გუნდი, მაგრამ ვერც ერთ თაყ­ვანისმცემელთაგანს ვერ გაე­ბე­და, ეთქვა რამე უწესო და უზრდელი სიტყვა ევასთ­ვის.. ისინი მხოლოდ იკ­რი­ბებოდენ მასთან. არასდროს არ დაავიწყდება იოველს ზაფხულის ერთი სა­ღამო. ჩვეულებრივად აივანზე ისხდენ. ახალგაზრდობა ლაზ­ღანდარობდა და ევას აჯავრებდა:
                                                 ევას თვალი აქვს
                                                 როგორც მაყვალი,
                                                 მაგრამ ლოყაზე
                                                 არ შვენის ხალი.
                                                 ევას ტანისაც
                                                 არ შვენის რხევა,
                                                 მახინჯი ევა,
                                                 მახინჯი ევა!
     ვითომდა გულმოსული ევა ხან ერთს გადაჰკრავდა მარაოს ყბაში, ხან მე­ო­რეს. იოველს არასდროს ასე ხალისიანი არ ახსოვდა ევა ბავშვობის დრო­ი­დან. ოჰ, ეს ბავშ­ვობა..
     მაშინ ევას ლბილი, ბრწყინვალე თმა ჰქონდა, შუაზე სათუთად გა­და­ვარ­ცხ­ნი­ლი, მის თვალებსაც უფრო ლბილი სინათლე ჰქონდა. ნათელი, ფერ­მკრთა­ლი სახე პა­ტა­რა პირით. მისი თვალებიდან იფრქვევოდა გაუბედავი სევ­დი­ანი სინაზე. მას ჰქონ­და წყნარი, ალერსიანი მოძრაობა, მშვიდი ღიმილი და მთე­ლი მისი არსებიდან ჰქრო­და მომჯადოებელი სიყმაწვილის სიცოცხლე და ელ­ვარება. იოველის მთელი მო­გო­ნე­ბები ევაზე ქალაქის ცხოვრებასთანაა და­მო­­კიდებული. იოველს ახსოვს ევას მამა, დი­დი, ძლიერი, ხმა-მაღალი სიტყ­ვა-პასუხისა და ჩქარი მოძრაობის კაცი. იგი ძლი­ერ ხშირად ხუმრობდა მათთან, იოველ­სა და ევასთან. როდესაც პატარა ევა მის ჭა­ღარა შერეულ წვერებს ჩა­აფ­რინდებოდა, მამა ყვიროდა: მიშველე, მიშველე, იოველ. იოველი იცინოდა. „თქვენ ორივენი ბავშვები ხართ“ - იტყოდა შემდეგ ევას მა­მა. კიდევ ერთი პა­­ტარა გარემოება. ევას მამას რაღაც განგებით საოცრად წაა­გავ­და იოველის მა­­მა, და ორივენი მეზობლად სცხოვრობდენ. თენგიზს ეჭირა დიდი ბი­ნა, რო­მე­­ლიც სასახლეს წააგავდა. იოველს არასგზით არ შეეძლო გამოეთვალა, თუ რამ­დენი იყო ეს ოთახები, დარჩა მხოლოდ სიმრავლის შთაბეჭდილება. სულ ზედ­მეტი, არა-საჭირო ოთახები იყო. ანდა თუ იყო საჭირო, მხოლოდ მისთვის, რომ იოველს თავისუფლად ერბინა მათში, მაგრამ განსაკუთრებით ეს სახლი მი­თი იყო შე­სანიშნავი, რომ შიგ ყოველ-დღე რაღაცას დღესასწაულობდენ, სჭამ­დენ და სვამ­დენ. ხან საუზმე, ხან სადილი, ხან ჩაი, ხან შოკოლადი ან ხი­ლი.

                                                                                             *

      ...გვენახა ერთმანეთი. გადავდიოდი ევასთან და დიდხანს არ მსურდა ამ სახ­ლიდან წასვლა, სანამ ერთი ჩვენი მრავალი მოსამსახურეთაგანი არ მო­­მი­კით­ხავ­და. ო, ეს მოსამსახურეები, „კაძახები“, როგორც ეძახდა მამაჩემი! ძა­ლი­ან ბევრი იყ­ვენ ისინი. ყოველ წამში ფუსფუსებდენ, დარბოდენ კიბეებზე ხან ზევით, ხან ქვევით. ერ­თი მათგანი ყოველთვის კარებთან იყო [გა­ჩე­რე­ბუ­ლი] ჩამომჯდარი. „სულელი კა­ძახი“. როდესაც იგი ჩემს წასაყვანად მო­ვი­დო­და, ევა მოწყენილად შეხედავდა ჯერ მას, მერე მას და იტყოდა:
     - ჯერ ადრეა, ჯერ მოიცადოს!
     - იმე! რას გააკეთებს, ბატონო?
     - ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, ჩვენ ვთამაშობთ.
     - ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ, ჩვენ ვთამაშობთ.
     - რავა გეკადრება, მაგას ხვალეც მეესწრებით! - იტყოდა სულელი კაძახი, და ამის­ვამდა მხრებზე და სახლისკენ გამაქანებდა... მაშინ ევა მხიარულად გა­­და­ი­კის­კი­სებდა და ფეხებში მტაცებდა ხელს...
     ყველაფერი ეს უეცრად მომაგონდა იმ საღამოს და მწუხარებით ამევსო გუ­ლი: მას შემდეგ ყველაფერი გამოიცვალა: ჩვენი ადგილ-მამული და სასახლე მე­­ვა­ლე­ებ­მა შეირჩინეს, ჩემი დედ-მამა უკვე ცოცხლები აღარ იყვენ და სავ­სე­ბით და­ქა­ლე­ბუ­ლი ევა უკვე კნეინა იყო. ყველაფერი ეს მოხდა ჩემი რუსეთში ყოფ­ნის დროს და გუ­ლი [მეტკინა] მწარედ მტკივოდა, როცა სამშობლოში დავ­ბ­რუნ­დი, რა მოხდა?

[1930-იანი წლები]