შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მე მიყვარდა ამნაირ ხეობების პირად...


მე მიყვარდა ამნაირ ხეობების პირად [მგზავრ.] ცხენით სეირნობა. იმ დღესაც ნელი ნაბიჯით მივატარებდი ჩემს ლურჯას. [ირგვლივ] ის-ის იყო მთვარე ამოცურდა და [ნელ-ნელა] ვერცხლის სამოსელში გახვია მიდამო. უეცრად ცხენი შესდგა.. ბუჩქებში ჩამი-ჩუმი გაისმა, [და ვერ მოვასწარი გამოვრკვეულიყავ, რომ] ცხენი [გზაზე] საშინელი სისწრაფით განზე გახტა. კაჟმა ნაპერწკლები გაჰყარა - და მე ძლივს ძლივობით შევიმაგრე უნაგირზე თავი. საფრთხე ვიგრძენი და იმწამსვე ცხენიდან ჩამოვხტი. [სწორედ ამ დროს დაბურული შქერიდან ხანჯალ-ამოწვდილი] მაგრამ ვერ მოვასწარი გამოვრკვეულიყავ, თუ რა მოხდა, რომ დაბურული შქერი ისევ შეიძრა, შუა-გაიკაფა და მე დავინახე ხანჯალამოწვდილი ემირი - გულმა ძალზე ცემა დამიწყო, ცხენის ერთი წაყრუება, ჩვეულებრივი გზით სვლა და მე ამ ავაზაკის მსხვერპლი გავხდებოდი... საქმე ის იყო, რომ მე უიარაღო ვიყავ; მდგომარეობა კი საშინლად სერიოზული იყო.
- დააგდე ხანჯალი, ემირ! - თითქმის მკაცრად შევსძახე, მაგრამ ემირს თითქო არც კი [გაეგონა] ესმოდა ჩემი სიტყვები, შქერიდან გამოვიდა და პირდაპირი ნაბიჯით ჩემსკენ გამოექანა.
- დააგდე-მეთქი ხანჯალი!
მაგრამ ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა. ემირის თვალები ამ დროს [დამშვიდებული] გახელებული ვეფხვის თვალებსა ჰგავდა, არავითარი დანდობის ნიშანი მათში არ სჩანდა და ერთად ერთი სურვილი მათი იყო: რაც შეიძლება მალე მოვეკალი, მალე ასრულებოდა თავისი დიდი ხნის სურვილი და დაქადნება. ეს მშვენივრად წავიკითხე მე ემირის თვალებში და ხელში ხელი ვტაცე, რომ როგორმე ხანჯალი გამეგდებინებინა. საფრთხე მთელი თავისი საშინელებით მხოლოდ მაშინ წარმომიდგა თვალწინ, როცა დავრწმუნდი, რომ ხანჯლის ხელიდან გაგდებინება სრულიად მოუხერხებელი იყო, ამას მე ვერ შევძლებდი და [ვგრძნობდი] სხეულში ცივი ჟრუანტელი მივლიდა, ეს არ იყო შიში, არა! ეს იყო ბასრი იარაღის წინ ინსტიქტიური საშინელების განცდა, საკმარისი იყო ერთი პატარა უხერხულად ხელის დაჭერა, რომ ემირს ხანჯალი გაენთავისუფლებია. საკმარისი იყო ჩემი ძალ-ღონის ცოტაოდენი სისუსტე, რომ მე სამუდამოდ დამეტოვებია სოფელი, მიუხედავად ამისა, მე ვუცდიდი, თუ რითი გათავდებოდა ყველაფერი ეს. მე მაგრად ვკუმშავდი ემირის ხელებს და ხანჯლის წვერს კი ჩემს გულამდი მხოლოდ ერთი გოჯა აკლდა. გულმკერდს დიდხანს განზედ ვიჭერდი, რომ უცაბედათ ხანჯალს არ წავგებოდი და ბოლოს, ჰოი, საშინელებავ, ვიგრძენი, რომ ჩემი ძალა ვერას ხდებოდა ემირის ძალასთან, ემირი თანდათან იმარჯვებდა, [ხელს] მკლავს ითავისუფლებდა. ამ გარემოებამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ უკვე აღარ ვიცოდი, თუ რა მექნა, თვალთ დამიბნელდა და უფრო ცხოვლად დამეხატა ჩემი მოახლოებული აღსასრულის ჟამი. [ემირმა უკვე გაინთავისუფლა] მე უკვე ვეღარ ვუწევდი ვერავითარ წინააღმდეგობას, ემირმა გაინთავისუფლა ხელი! მეტი საშველი გზა აღარ იყო: ემირმა ხელი გაინთავისუფლა და ის ის იყო [მომაკვდინებელი] სასიკვდილო მოქნევისთვის ემზადებოდა [როცა მე] უკანასკნელი იმედით ხელი დავავლე თვით ხანჯლის ბასრ წვერს. ხანჯლის ორივე ნაპირები ხელში შეიჭრა, წითელმა სისხლმა ამოასხა და საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ რას ნიშნავდა [ყველა] ეს უბრალო ტკივილი ჩემს საერთო უნუგეშო მდგომარეობასთან?
...
მე დავინახე, რომ ემირი [ამოღებული] შიშველი ხანჯლით უკან მომდევდა..
- შეჩერდი, თუ ვაჟკაცი ხარ! - მომძახოდა იგი.
[საცა არა სჯობს, გაცლა  სჯობს! - გავიფიქრე მე და მივუშვი სადავე ჩემს ცხენს. იგი] ცხენი კი ნიავივით გაეკრა ამწვანებულ ველებს, მე იმედი მქონდა, რომ ემირი [ამის შემდეგ] თავს დამანებებდა, [როცა შეხედავდა, რომ საქმე სრულიად არ ჰქონდა ვაჟკაცთან, სად მე და სად ვაჟკაცობა: მე გავრბოდი და სრულიადაც არ მრცხვენოდა ჩემი თავის... „ხვალ ემირი დაიტრაბახებს, - გავიფიქრე მე, - დაიტრაბახებს რომ გამაქცია! ხ, ხა, ხა, ხა!“
მოვიხედე და დავინახე, რომ ემირის ლურჯა უფრო მეტი სისწრაფით მიახლოვდებოდა, ვინემ ჩემი მერანი გარბოდა. საცა იყო, მომიახლოვდებოდა დაუნდობელი მტერი.. მე რევოლვერი ამოვიღე და ტყვიები ჩავაწყვე...
- ემირ, არ მომიახლოვდე! - შევსძახე მე, მაგრამ ის თვალდახუჭულივით მოჰქროდა ჩემსკენ, ერთი თითქო შეკრთაო რევოლვერის დანახვაზე, შეყოყმანდა, თითქო უნდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ თავმოყვარეობამ სძლია საცოდავს - არ შეჩერდა...
- გეუბნები, ემირ... გესვრი!
- მესროლე!
- გესვრი, მე და ჩემმა ღმერთმა!
ემირი მოჰქროდა, სულ რამდენიმე ნახტომი ცხენის და იგი ჩემთან გაჩნდებოდა... მე არც კი დავფიქრებულვარ, დავუმიზნე და გავისროლე, [რევოლვერის] რომ ემირი წამლის კვამლში [ძლივს გავარჩიე, რომ გაქანებულ ცხენიდან ემირი ჩიტივით გადმოვარდა.. მივიხედ-მოვიხედე, გარეშემო არავინ არ სჩანდა.. დავხედე და სრულიად დამშვიდებული წავედი..] გაეხვია, მაგრამ ტყვია ასცდა.

[1915 წელი]